Fanfics

In other words, I love you

23:37, 15 January 2021

მიუხედავად იმისა რომ მგზავრობა მიყვარს, ჯორჯიადან დაბრუნებულმა აუტანელი დაღლა ვიგრძენი და დაძინება გადავწყვიტე.

თითქმის ხუთი საათი მეძინა თუმცა მაინც დაღლილმა გავიღვიძე. არაფრის თავი მქონდა არადა სამეცადინო თავზე საყრელი იყო.

ყველაფრის მიუხედავად მაინც დავაიგნორე კოლეჯის დავალებები და წიგნის კითხვა დავიწყე.უკვე კვირეებია ამ წიგნს ვკიხულობ, ათასი ხელის შემშლელი მყავს, ამიტომ მარტო ყოფნის ამ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებდი.

მარტო ყოფნის ილუზიები მაშინვე გამიქრა როცა კარზე დამიკაკუნეს.

–შემოდით–გაღიზიანებულმა დავიძახე და წიგნი გვერდით გადავდე. ეს დღეც ჩაიშალა.

გაღიზიანება მაშინვე გამიქრა ოთახში ლიამმა რომ შემოყო თავი.

–გაბრაზებული ხარ? –ინტერესიანი სახით მკითხა და საწოლზე ისე დაწვა რომ თავი ჩემს მუცელზე ედო.

–უკვე აღარ–ღიმილით გავეთამაშე მის გრძელ თმას.–ასე უფრო გიხდება.

–ცუდია რომ მოგწონს, შეჭრას ვაპირებ.

–ეიი, რატომ?

–ლეილას მოკლე მოსწონს მე კი მანქანა მინდა–საყვარლად გამიცინა.

ნებისმიერი მისი მიმიკა სიყვარულით მავსებს.დავიხარე და ცხვირზე ვაკოცე.

–ჩემზე გაბრაზებული ხარ ისევ?–ძველ თემას დავუბრუნდი რომ სამუდამოდ ამოეწურა ეს საკითხი. ასე თავს უფრო მშვიდად ვიგრძნობდი.

–არა, სიმართლე გითხრა დიდი ხანია აღარ, უბრალოდ სახლში მოსვლა ვერ მოვახერხე. რაღაც საქმეების გამო–ამოიოხრა და უფრო კომფორტულად მოთავსდა საწოლზე.

–თუ რამე ხდება რისი მოყოლაც და რისგან განთავისუფლებაც გინდა, შეგიძლია მითხრა. მოგისმენ და ვეცდები დაგეხმარო–თითები მის რბილ თმას ისევ გადავატარე.

მინდა ასეთ დაღონებულს აღარ ვხედავდე. მე ხომ ვიცი რაღაც უჭირს. თვალებში ეტყობა როგორ უნდა რაღაცისგან გათავსუფლდეს. ადამიანი სჭირდება ვისაც გულს გადაუშლის და ვინც მოუსმენს.

–არავინ იმსახურებს მარტო რაიმეს გადატანას. გვერდში მდგომი ყველას სჭირდება. ეს საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი. აქ რომ მოვედი პირველი ხანებში ისეთი საშინელი იყო. ვერავის ველაპარაკებოდი, როგორ მიმძიმდა ტობიასის დაკარგვა. ლეილა და ყველა თქვენგანი ძალიან უცხოდ მიმაჩნდა და მრცხვენოდა ჩემი პრობლემების გადმოლაგება. შემდეგ კი ჰარი გამოჩნდა. ხანდახან ვფიქრობ ის რომ არა ახლა ან გიჟი ვიქნებოდი ან მკვდარი. პირველი იყო ვისთნაც ჩემს პრობლემებზე ხმამაღლა საუბარი დავიწყე. შენ ვერც კი წარმოგიდგენ ეს როგორი სასიამოვნო იყო. ასე რომ მე აქ ვარ და სულ აქ ვიქნები. ყოველთვის მოგისმენ როდესაც დაგჭირდები თუ გინდა ხმასაც არ ამოვიღებ უბრალოდ მოგისმენ. აქ ნურაფერს დაიტოვებ თორემ განადგურდები–ხელი გულზე დავადე. გამიღიმა და ჩემს ხელს თავისი დაადო.

–საუკეთესო ხარ ბია–ლოყაზე გამეთამაშა და გაჩუმდა. ასე დიდხანს ვიყავით. მე მას ველოდებოდი ის კი ალბათ ემზადებოდა.

–ყველაფერს თავიდან დავიწყებ–თანხმობის მოლოდინში ამომხედა მე კი უბრალოდ თავი დავუქნიე.

თავი ჩემი მუცლიდან აწია და ახლა უკვე ჩემ გვერდით დაჯდა საწოლზე.

–ვფიქრობ ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც 4 წლის ასაკში ზეინი საბავშვო ცენტრში გავიცანი–ლიამს გაეცინა და მეც ღიმილი მომგვარა პატარა ზეინის და ლიამის წარმოდგენამ–მე და ზეინმა დამშვიდობებისას ერთმანეთი ისე გამოვიტირეთ, ჩვენი ოჯახები იძულებულები გახდნენ ერთმანეთთნ დაახლოებულიყვნენ. ბევრი ტკბილი დღე, თვე და წელი გავატარეთ ორმა ოჯახმა ერთად. მე და ზეინი ერთმანეთის გარეშე ნაბიჯს არ ვდგავდით. ერთად დავდიოდით ბაღში, შემდეგ სკოლაში, ფეხბურთზე, ცურვაზე. ერთმანეთის სახლში ვჭამდით და გვეძინა. მაშინ ზეინის ოჯახი ჩვენთან ახლოს ცხოვრობდა. შენ არ ხარ ნამყოფი, ახლა ზეინი იქ მარტო ცხოვრობს.

–არა არ ვარ ნამყოფი–ლამის სიცილი წამსკდა, მაგრამ თავი მოვთოკე და სერიოზულად ვთქვი. ახლა პატარა ღიმილიც კი გამყიდდა.

–ხო, ერთი სიტყვით იდეალური მეგობრობა გვქონდა სანამ ზეინის დედა არ წავიდოდა. მას შემდეგ ზეინი შეიცვალა. აღარ მეკარებოდა, სახლში თითქმის არასდროს იყო და ისეთ ბიჭებთან დაიჭირა ურთიერთობა, ცხოვრებაში რომ არ გაეკარებოდა.მხოლოდ სამეგობრო წრე კი არა ხასიათებიც შეიცვალა. ცივი, უხეში და ჩხუბისთავი გახდა. მის დასახმარებლად ერთადერთი გზა მქონდა, გამეგო სად დადიოდა და გამომეგლიჯა ხელებიდან იმ ადამიანებისთვის. საბოლოოდ გამოძიებამ ძველ შენობასთან მიმიყვანა. ზეინი იქ ორ ბიჭთან და ერთ კაცთან ერთად იდგა.თვალები ლამის შუბლზე ამივიდა მათ წინ დაყრილი კოკაინი რომ დავინახე მაშინ გაუაზრებლად მოვიქეცი, მათ წინ გავედი და ზეინის წამოყვანა ვცადე, მაგრამ სხვა გზა არც მქონდა. პოლიციისთვის რომ შემეტყობინებინა, ზეინსაც დაიჭერდნენ. მამამისი კი დედამისის წასვლის შემდეგ ლოთად იქცა და თვის შვილს ციხიდან ვერ დაიხსნიდა. ასე გავერიე მათ წრეში და ასე გავიცანი ნაილი და ჰარი.საიმონი(მწერლის შემოჭრა: კი იმ ძუკნას ვგულისხმობ) ნარკოდილერი აღმოჩნდა. სკოლის ასაკის ბავშვებს გამოიჭერდა, ერთი ორჯერ ნარკოტიკს ისე გადაატანინებდა მათ არც კი იცოდნენ, შემდეგ ამით აშანტაჟებდა და იქამდე ჰყავდა ასე, სანამ არ მობეზრდებოდა.წყეული ოთხი წელი გავატარეთ მისი ზეწოლის ქვეშ.არცერთი ჩვენთაგანის მშობელმა არ იცოდა ამის შესახებ.ოთხი წელი იმის შიშით ვიყავით, რომ ვიღაც გაგვიგებდა და მთელ ცხოვრებას ციხეში გავატარებდით.

ლიამი გაჩუმდა.შოკირებული შევყურებდი, ჯერ ვერ გამეაზრებინა ეს ნამდვილი ამბავი იყო თუ ფილმის სიუჟეტს ჰყვებოდა.იმ ვიღაცამ მათ მთელი თინეიჯერობა გაუნადგურა.მე კი როგორი ცინიზმით მოვიხსენიებდი მათ წარსულს.ჩემი თავი საშინლად მძულდა.

–და შემდეგ რა მოხდა?

–შემდეგ ყველაფერი თითქოს დალაგდა. ზეინის მამა ჩაერთო პოლიტიკაში და ქალაქის მერიც გახდა. მხოლოდ ახლა გავბედეთ მისთვის თქმა, მისი გავლენების იმედი გვქონდა და მართალი ავღმოვჩნდით.საიმონი დააკავეს, ყველა სამხილი კი რაც მასთან ჩვენ კავშირს ადასტურებდა გააქრეს.

ლიამმა ხელები სახეზე მოისვა და ღრმად ამოიოხრა.შევამჩნიე თვალებში ცრემლი როგორ ჩაუდგა.

–ლიამ, ეს მართლაც საშინელებაა–ხელები მოვხვიე და მკერდზე მივიხუტ. –ჯანდაბა ამის გადატანა შეუძლებელია.ასეთი წარსული... ჯანდაბა.

სიტყვებს ვერ ვპოულონდი მის დასამშვიდებლად, ამიტომ უბრალოდ თმაზე ვეფერებოდი და ნელა ვარწვედი.სრულად ვერც კი ვიაზრებდი რამხელა ზეწოლის გადატანა მოუხდებოდა.შანტაჟი, თან მის ასაკში, ყველაზე დიდი საშინელებაა.

–ეს ყველაფერი არაა ბია. ეს მხოლოდ წყეული წარსული რომ იყოს ამაზე არც ვინერვიულებდი. საქმე ბევრად რთულადაა. საიმონს ისე არავინ უყვარდა როგორც ზეინი. ყველაზე ახლოს მასთან იყო და ყველაზე რთულ დავალებებსაც მას აძლევდა. ამბობდა ჩემს ადგილს შენ დაიკავებ, ასე რომ ძლიერი უნდა იყოო.მის გამო ზეინს ჯოჯოხეთი აქვს გამოვლილი.შარშან საიმონი გამოვიდა, ჩვენი მონახულება სცადა.ზეინი მაგ დროს გიჟს ჰგავდა მის მოსაკლავად აპირებდა წასვლას.შემდეგ საიმონი მკვლელობის დაგეგმვის გამო დაიჭირეს, თუმცა წასვლამდე მაინც შეძლო ზეინისთვის უკანასკნელი, მაგრამ საშინელი დარტყმა მიეყენებინა.ეს დღეებია ჭორები დადის რომ გირაოთი ისევ ათავისუფლებენ, ათას ადგილას დავრბივარ რომ როგორმე უკან ჩავაყუდო ეგ ნაბიჭვარი.თუ გამოვა ზეინი აუცილებლად მოკლავს, მე კი არ მინდა ჩემმა მეგობარმა მაგ ნაბოზვრის გამო ცხოვრება გაინადგუროს.

ახლა მეც ვტიროდი, ლიამთან ერთად მეც ცრემლებად ვიღვრებოდი. რამდენი რამე გადაუტანია ზეინს, ღმერთო ახლა მხოლოდ მისი ნახვა და მაგრად ჩახუტება მინდოდა.

–ესაა მიზეზი თუ რატომ ვერ ვარ ლიზასთან. მეშინია, რომ ჩემს გამო გაანადგურებენ.

ლიამის სიტყვებმა თითქოს ბურუსიდან გამომიყვანა.იგივე მიზეზის გამო არ შეეძლო ზეინს ჩემთან ყოფნა.მე კიდევ როგორ ვბრაზობდი, როგორ ვეჩხუბე.ამის გამო დავადანაშაულე და თავის მოკვლაც კი გადავწყვიტე.ის კი მხოლოდ ჩემზე ზრუნავდა, მხოლოდ ჩემი დაცვა უნდოდა.

–ზეინს არაფერი უთხრა კარგი? –უცებ ამომხედა ლიამმა–ვეცდები მოვაგვარო, ზეინის მამასაც დაელაპარაკები და ბიჭებსაც, მაგრამ ზეინმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაიგოს.

თავი ოდნავ დავუქნი და იქამდე დავიჩურჩულე სანამ ისევ ჩავეხუტებოდი.

–არაფერს ვეტყვი, გპირდები.

*

თითქმის შუა ღამე იყო როცა საშინლად ბევრი დავალებების კეთებას მოვრჩი. მჭიდროდ შეკრული თმა გავიშალე და პატარა მასაჟი გავიკეთე. ვერ ვხვდებოდი თავი ფიქრისგან მტკიოდა თუ თმის ამდენი ხანი, ასეთი მდგომარეობის გამო.

ლიამის წასვლის შემდეგ თითქმის ერთი საათი მისი ნათქვამის გადახარშვას მოვუნდი. რაც უფრო უკეთ ვიაზრებდი მით უფრო ვიღუშებოდი. ზეინზეც ვფიქრობდი და ჩემს უაზრო საქციელზეც. ყველაფრის მიუხედავად ზეინი ჩემთან ურთიერთობას ცდილობდა მე კი არც გააფრთხილე ისე წავედი და უფრო მეტიც, დალაპარაკების საშუალება არ მივეცი. ბოლოს, ფიქრებისგან თავის დასაღწევად დავალებების კეთება დავიწყე და მგონი გამომივიდა კიდეც, ღამის ორი საათი ისე მოვიდა ვერც გავიგე.

კარზე მსუბუქი კაკუნი გავიგე. ალბათ ლიამია.

–მოდი ლი–თავი ისევ დავიმასაჟე და ადგილიდან გავძახე.

–სინამდვილეში ჰარი ვარ, მაგრამ არაუშავს–ოთახში თავი კულულამ შემოყო და თავისი ტკბილი ღიმილით გამიღიმა.

–ჰარი? შენ აქ იყავი? –გამიკვირდა ჰარის დანახვა. ჩვეულებრივ სულ ვიგებ როდის მოდიან, რადგან ადვილია მათი ხმაურიანი ლაპარაკის გაგონება მეორე სართულზეც კი.

–არ მითხრა რომ ვერ გაიგე ჩემი და ნაილის მოსვლა–საწოლზე დაეხეთქა ჰარი. ანუ მხოლოდ ისინი არიან და ზეინი არა. ან რა მეგონა, იმდენჯერ დავემალე ალბათ მობეზრდა ჩემი დევნა რაც სამართლიანია. –თუმცა ეგ სქელტანიანი წიგნები ყოველთვის ახერხებენ სადღაც შორს გადაგაგდონ–ჰარიმ საჩვენებელი თითით დიაგონალი დახაზა და თან დაუშტვინა.

გამეცინა, სულ ასე აკეთებს როდესაც უნდა მიმანიშნოს რამდენად გამოვეთიშე ქვეყნიერებას.

–დაბლა არ ჩამოხვალ? ბიჭები კარგად ვერთობით. შემოგვიერთდი.

სურვილი მქონდა, მაგრამ ენერგია ნამდვილად არა, არც ხასიათი მიწყობდა ხელს.

–ჯობია დავრჩე და დავიძინო. სხვა დროს იყოს.

–არა, ჯობია ახლა იყოს, რადგან რაღაცეები მეორედ არ მეორდება ეს ხომ იცი არა? –ფეხზე წამოდგა და მეც წამომაყენა სკამიდან. აბურდული თმა თითებით დამივარცხნა და ჩემი მცირე წინააღმდეგობის მიუხედავად ოთახიდან გამათრია.

–მისაღებში შედი, მე ხელებს დავიბან. –კიბეებზე არც ვიყავით ჩასული ხელი რომ შემიშვა და სააბაზანოსკენ წავიდა.

ღრმად ამოვიოხრე და კიბეებზე ნელა ჩავედი.პირველი სართული მთლიანად ჩაბნელებული იყო.

–ჰეი ბიჭებო აქ ხართ? –ოდნავ შეშინებულმა დავიძახე. ხელით ჩამრთველის ძებნა დავიწყე, ვიპოვე კიდეც, სინათლე არ აინთო. ვერ ვიტან სიბნელეს აქ კი პატარა სინათლის სხივიც არაა. ტელეფონიც კი მაღლა დამრჩა. –არ მიყვარს სიბნელე და თუ ეს რამე ოინია, სიკვდილამდე გავიბუტები.

ჩემი მუქარის მიუხედავად არავინ გამომეხმაურა. სმენაც კი დავძაბე ვინმეს ჩაცინება, რომ გამეგო, მაგრამ არაფერი.

–ჰარი სად ხარ? –კიბისკენ შევტრიალდი. გული უფრო ცუდად გამიხდა მეორე სართულიც ჩაბნელებული რომ დამხვდა.

უკვე ტირილს ვიწყებდი, როდესაც გიტარის სიმის ხმა გავიგე და ადგილზე შევხტი.

მალევე სიბნელე ზეინის ტკბილი ხმით აივსო.

Fly me to the moonLet me play up there with those starsLet me see what life is likeOn a-Jupiter and MarsIn other words, hold my handIn other words, darling, kiss me

ვერ ვხვდებოდი მისი ხმა რომელი მხრიდან მოდიოდა. სიბნელეში უმისამართოდ დავაცეცებდი ხელებს და მის სახელს ვიძახდი. ის კი არ წყვეტდა თავისი ტკბილი ხმით ჩემს დათრობას.

Fill my heart with songLet me swing for evermoreYou are all I long forAll I worship and adoreIn other words, please be trueIn other words, I love you

ეს სიზმარს ჰგავდა. ყველაფერს მივცემდი ოღონდ ახლა არ გამღვიძებოდა. მერჩივნა უსასრულოდ მეძინა, მაგრამ ეს ხმა, ზეინის ხმა, როგორც ანგელოზის გალობა, სამუდამოდ მომესმინა.

Jump, jump, jump!

Why don't you fill my heart with song?Let me sing for evermoreBecause you are all I worshipAll I long for and adoreIn other words, please be true

ხმა შეწყდა მე კი ვიგრძენი მთელს სხეულზე სასიამოვნო ტაომ როგორ დამაყარა. მაგრამ ჯერ ადრე იყო, ძალიან ადრე. ნაბიჯების ხმა მოიწევდა ჩემკენ.ვერ ვხედავდი მაგრამ ვიგრძენი ის ჩემ წინ გაჩერდა და ამოილაპარაკა.

–In other words, in other wordsI love you

ხელი ნიკაპზე მომკიდა და ფეხებში ძალა წამერთვა როდესაც მისი ფაფუკი ტუჩები დაესვენა ჩემსას. წუთში ათასჯერ შემიყვარდა.

სინაათლეები აინთო და გავიგე ხალხის ხმამაღალი შეძახილი. ყველა იქ იყო: ბობი, ლეილა, ლიამი, ნაილი. ჰარი კიბეებზე იდგა და ტაშს იქიდან უკრავდა. ოთახი მათ ბედნიერ შეძახილებს მოეცვა. მე კი მას ვაშტერდებოდი, მის უძირო კარამელისფერ თვალებს. მინდოდა იქ დავკარგულიყავი და თავი აღარასოდეს მეპოვნა.

ზეინი ჩემს ყურთან დაიხარა და ამოიჩურჩულა.

–ბიანკა პეინ, გახდებით ჩემი შეყვარებული? –ამ მოკლე დროში უკვე მერამდენედ გამაჟრჟოლა აღარც კი მახსოვს.

თავი ღიმილით დავუქნიე და თანხმობის განსამტკიცებლად მის სისხლისფერ ტუჩებს დავეწაფე.

თქვენ თუ გგონიათ ეს დასასრულია, ნუწუ ნუწუუუუაწი იწყება თავდავიწყება.

ვისაც გღვიძავთ ტკბილად დაგეძინებათ, ვისაც გძინავთ რომ გაიღვიძებთ მერე ჩატკბით

There are no comments yet. Log in to be the first to leave a review!

Similar stories