Fanfics

Secret

22:13, 18 January 2021

–ბიანკა სწრაფად ადექი, დაგვაგვიანდება–ლიამმა კარზე მომიკაკუნა და ხმამაღლა დამიძახა.

–კი, კი ვდგები–გემრიელად გავიზმორე, მაგრამ აღდგომის ნაცვლად გვერდი ვიცვალე და ძილის გაგრძელება გადავწყვიტე.

–ჯანდაბა, დღეს კოლეჯია.–ხმამაღლა წამივიყვირე და თვალები დავაჭყიტე. საწოლის წინ დაკიდებულ საათს გავხედე. ცხრას ათი წუთი აკლდა. ჯანდაბა ჯანდაბა ჯანდაბა მანქანით კი მივდიოდით, მაგრამ ათ წუთში გამზადებასაც კი ვერ მოვახერხებდი. ჩემი მდგომარეობის გამო ისედაც დიდი ხანი ვაცდენდი, ახლა დაგვიანება და რომელიმე ლექციის გამოტოვება ყველაზე ნაკლებად მინდა.

გიჟივით წამოვარდი საწოლიდან. ხელში რაც მომხვდა ის გადავიცვი და სააბაზანოში ხელ-პირის დასაბანად შევვარდი. სამ წუთში უკვე კიბეებზე ჩავრბოდი.

–ლიამ მზად ვარ, წავიდეთ. –ხმამაღლა დავიძახე, რომ გაეგო. მოუსვენრად ვცქმუტავდი სანამ გამოვიდოდა.

ტელეფონს საათის შესამოწმებლად დავხედე, მაინტერესებდა კიდევ რამდენი დრო გვქონდა დარჩენილი. თვალები ლამის შუბლზე ამივიდა, საათი მხოლოდ შვიდ საათს აჩვენებდა, მხოლოდ შვიდს!

გაოცებულმა ავიხედე ზემოთ და ჩემ წინ, ღამის პერაგში გამოწყობილი ლიამი, რომ დავინახე სიბრაზისგან ავენთე.

–ლიამ პეინ, ჯოჯოხეთში გაგგზავნი! –ზურგჩანთა მოვისროლე და უკვე ახარხარებული ლიამისკენ გავიქეცი.

–ბიანკა გთხოოვ–დაიწუწუნა და თითქმის დასაჭერად განწირული ხელიდან გამისხლტა–მეტს აღარ ვიზავ, მართლა

–ეს მერამდენე დაპირებაა ბატონო პეინ? მთელი დღეც რომ მომიწიოს მაინც დაგიჭერ და მაგრად გცემ!

–ოფ შემეშინდა –ენა გამომიყო და დივნისკენ გაიქცა. ისე ქნა რომ მე დივნის დასაჯდომთან ვიდექი, ის ზურგთან.

ამას ჰგონია წრეზე სირბილს დავიწყებ?

მისთვის მოულოდნელი სისწრაფით გადავახტი დივნის ზურგს და პირდაპირ ზედ დავახტი, ისე რომ წაქცეულიყო.

–გავებით ხაფანგში? –მის მუცელზე მოვთავსდი გამარჯვებული.

–ვსო, დამამარცხე. ახლა გამიშვი–ქვედა ტუჩი გადმოაგდო თავის შესაცოდებლად.

–იოცნებე! –დავეეჭყანე და ღუტუნი დავუწყე.

გამწარებული იქნევდა ხელებს და ფეხებს, მთელ ხმაზე ითხოვდა დახმარებას. სიცილისგან უკვე ცრემლები სცვიოდა. ასეთი ბოროტი არ ვარ მაგრამ უნდა მიხდეს რომ ასე ცუდად აღარ მეხუმროს.

–ჰეი, ჰეი რა ხდება? –შოკირებული გამოიქცა ბობი და რასაც ქვია ამაგლიჯა ლიამის სხეულს. მის უკან გაოცებული სახით მდგომი ლეილაც დავინახე.

ისე ვიყავი გამწარებული ლიამზე, ბობის მკლავებიდან დაღწევას და ისევ მასთან მივარდნას ვაპირებდი.

ბობის ხელში იქამდე ვეკავე სანამ ლიამმა სული არ მოითქვა და ფეხზე არ ადგა.

–თქვენ სულ შეიშალეთ? რას აკეთებდით?–ბობის ხმაში გაბრაზება შეეპარა.

–მაგის ბრალია, დილით შვიდ საათზე გამაღვიძა თან საათიც გადამიწია, თავპირის მტვრევით ჩავიცვი–გაბრაზებული ვლაპარაკობდი თან ლიამს ვუბღვერდი.

–გიჟია, ლამის ღუტუნით მომკლა!

–ღირსი იყავი–თვალები დავუწვრილე.

–ორივემ ხმა! –გაბრაზებულმა თქვა ლეილამ–დღეიდან ორივე დასჯილები ხართ.

–მეეც? ამან დაიწყო–აღშფოთებულმა დავიწყე წუწუნი.

–არცერთის ხმა არ გავიგო! ორივე ადგებით და სახლს დაალაგებთ–ლეილამ კმაყოფილმა თქვა და კიბეებზე ასვლა დაიწყო–არანაირი პროტესტი–სწრაფად გააჩუმა ლიამი რომელიც წუწუნის დაწყებას აპირებდა.

–თორემ შენს მანქანას ვერ ნახავ, შენ კიდევ ქალბატონო, შენს ზეინს. აბა დროზე საქმეს მიხედეთ–ლეილამ უკანასკნელად გადმოგვხედა ნიშნის მოგებით და კიბეებზე სვლა გააგრძელა.

–აქ ისაა ბოსი–ბობმა ხელები აწია როდესაც მე და ლიამი დახმარების მოლოდინში შევაშტერდით.

–მშვენიერია, შენს გამო ახლა სახლის დალაგება გვიწევს. –დავუღვირე ლიამს.

–არ გექაჯა და არაფერი მოხდებოდა–მანაც შემომიბღვირა და ორივემ სხვადასხვა ოთახების დასალაგებლად გავწიეთ.

ცხრის ნახევრისთვის მთელი სახლი დალაგებული გვქონდა და უსიცოცხლოდ ვეყარეთ დივანზე.

–არ მჯერა რომ მოვრჩით–ხელით დავინიავე სიცხისგან შეწუხებულმა. ისე დავქროდით დაღლილობისგან სრულიად ვხურდით ორივე.

–არ მჯერა რომ სახლი დავალაგე–ჩემი მიგდებული ჩანთიდან რვეული ამოიღო და ის დაინიავა. შეწინააღმდეგების თავი აღარ მქონდა თორემ უდარდელად კუჭავდა ჩემი მექანიკის რვეულს–აწი ვინც ასე გაგაღვიძოს იმის დედაც.

–და იმისიც ვინც ასე გადაგიხადოს სამაგიერო–ორივეს გაგვეცინა, ნუ ისე როგორც დაქანცულებმა მოვახერხეთ.

რამდენიმე წუთი მოვუნდით თვის მოწესრიგებას და ნამდვილად რომ დააკლდა ცხრას ათი, უკვე კოლეჯში ვიყავით.

ორივემ წელი ძლივს გადმოვათრიეთ მანქანიდან.

–ეიი ძუკნებოო–ნაილი შეგვეგება წინ.

ორივემ ხელი ავუწიეთ და შენობაში შევედით.

–ეე რა ჯანდაბა გჭირთ? შენ მაინც ქალბატონო–თითი ჩემკენ გამოიშვირა–გუშინ სიყვარული ურომანტიულესად მე კი არ ამიხსნეს.

–თუ ძმა ხარ მოკეტე რა ნაილ–ლიამმა ხელი აუქნია თითქოს აბეზარი მწერს აქშევდა.

მე მასზე ლოიალური ავღმოვჩნდი, თან გუშინდელი ღამის გახსენებამ გამომაცოცხლა და ნაილს ყველაფერი მოვუყევი.

–მიყვარს რა დედაშენი–გემრიელად გადაიხარხარა ნაილმა ისტორიის ბოლოს.

ლიამი უცებ გაჩერდა და მე შემომიტრიალდა.

–უთხარი მოკეტოს თორემ მაგრად ვცემ–მე და ნაილმა სიცილი ვერ შევიკავეთ მის გამწარებულ სახეზე.

–ლიამ ამ დილა უთენია რა ხალხის ცემაზე ხარ გადასული–ჰარი მოგვიახლოვდა და მის მკლავებში გამახვია. ბიჭებს მუშტის მირტყმით მიესალმა.

–შენ დილა უთენია ეძახე და ლიამმა კი მოასწრო სახლის დაკრიალება.

ნაილის ეს სიტყვები და ლიამის სილა კეფაში ერთი იყო. ახლა ლიამი იცინოდა ნაილი კი ტკივილისგან სახეწაშლილი ხელით კეფას ისრესდა.

–რა სახლის დალაგება? –თითქოს ჰარის ჩაარტყესო ისე დაიჭყანა და იკითხა. მომიწია მისთვისაც მიმეყოლა ჩემი და ლიამის პატარა თავგადასავალი.

–ახლა ზეინსაც ცალკე უნდა მოუყვე? –ცხვირი ამიბზუა ლიამმა.

–ისე ზეინი დღეს მოვა? –შეპარვით ვკითხე და ჩემს ფრჩხილებს დავაჩერდი. დიდ ხნიანი დუმილის გამო თავი ავწიე და სამი წყვილი სიყვარულით ანთებული თვალი მომაჩერდა.

–კარგით რა ეგრე ნუ მიყურებთ მრცხვენია–ამოვიწუწუნე და სახეზე ხელები ავიფარე.

უცებ ვიგრძენი ვიღაცამ ჰარის ხელებიდან როგორ განმანთავისუფლა და თავის ნაგარ გულმკერდს მიმაჯახა.

–რისი გრცხვენია? –დაბნეულმა ხელები სახიდან რომ მოვიშორე და ზემოთ ავიხედე, ზეინის მომღიმარი სახე დავინახე. მუცელში სასიამოვნო ელვამ დამიარა როდესაც დაიხარა და ტუჩებზე ტკბილი კოცნა დამიტოვა.

–ჩემ წინ მაინც შეიკავეთ თავი, მინდება რომ გცემო–თვალები დაუწვრილა ლიამმა, ზეინმა კი საპასუხოდ მხოლოდ შუა თითი აჩვენა.

დერეფანში მათთან ერთად დგომა კარგი კი არა საუკეთესო რამ იყო, მაგრამ ზარი მალე დაირეკა და აუდიტორიაში გადანაწილება მოგვიწია.

ბიჭები წინ წავიდნენ, მეც გაყოლას ვაპირებდი მაგრამ ზეინმა მკლავით დამიჭირა და მასთან ახლოს დამაყენა. მთელი მუცელი ამიწრიალდა როდესაც ჩემს ტუჩებთან დაიხარა.

–ლიამმა მითხრა რომ ჩვენზე რაღაცეები მოგიყვა–მისი ცხელი სუნთქვა ტუჩებზე შემომაფრქვია. მგონი უნდა რომ გამაგიჟოს.

–კი, მაგრამ თუ შენ ლაპარაკი არ გინდა არაფერს გკითხავ. –მისი სიახლოვის გამო ცოტა დაბნეულმა ამოვილაპარაკე.

–კარგი გოგო ხარ–ქვედა ტუჩზე კბილებით დამქაჩა და პატარა კოცნა დამიტოვა. შემდეგ კი იმ დარბაზამდე მიმიყვანა სადაც ლექცია მიტარდებოდა.

–ჭკვიანად მოიქეცი, რაც შეიძლება ნაკლები კონტაქტი ისააკთან–ბოლოჯერღა მითხრა გამაფრთხილებელი ტონით და გამეცალა.

ისააკთან? ნუთუ ისევ იმ ღამის გამოა გაბრაზებული? აუცილებლად დაელაპარაკები. არ მინდა ძმებმა ჩემს გამო იჩხუბონ რადგან მაშინ მე ვიყავი დამნაშავე, რომ მეთხოვა ისააკი დარჩებოდა ჩემთან.

დარბაზში რომ შევედი საბედნიეროდ ლექტორი არ დამხვდა და ადგილიც მშვიდად დავიკავე. ლექციის დაწყებამდე მასალის გადამეორება დავიწყე.

–წიგნების ქერა მუხლუხო–გვერდით მომიჯდა ლიზა და ლოყაზე ძლიერად მაკოცა. –როგორ ხარ აბა?

მის საყვარელ ზედმეტსახელზე ჩამეცინა, მისი ინტონაციით განსაკუთრებულად საყვარლად ჟღერდა.

–მგონი თავი აღარ მისკდება

–იმდენი დალიე არ გამიკვირდება მართლა სამი დღე რომ გქონოდა პახმელია–თავი მოჩვენებითი დატუქსვით გადააქნია.

–ვინმემ დალევა ახსენა? –ისააკი ჩვენ წინ მაგიდაზე ჩამოჯდა და სკამი მოატრიალა.

–ჩვენც კარგად ისააკ–თვალები აატრიალა ლიზამ რაზეც ისააკისგან ცხვირზე ჩმეტა მიიღო.

–შენ კიდევ ერთხელ ბოდიში დატოვების გამო. –საწყლად ამომხედა მიუხედავად იმისა რომ წინა დღით ათასჯერ ავუხსენი, მისი ბრალი არაფერი იყო.

–დაივიწყე რა–ხელი უდარდელად ჩავიქნიე.

–მე სახეს აგახევდი–ლიზას ნათქვამზე მე და ისააკს სიცილი აგვიტყდა. მალე ლექტორიც შემოვიდა და გაჩუმება მოგვიწია.

შემდეგ მათემატიკის და ხაზვის ლექცია გვქონდა. ბოლო ლექციიდან სამივე დაღლილები გამოვვარდით. მართლა მნიშვნელოვანი იყო მესამე ლექციის შემდეგ ნახევარსაათიანი შესვენება, რადგან დიდ ხნიანი ლექციები მთლიანად გვაცლიდა ენერგიას.

–კაფეტერიაში ხომ? –ლიზამ იკითხა და როდესაც ორივე ჩვენგანის თანხმობა მიიღო კაფეტერიისკენ სირბილით წავედით.

–ამ უნივერსიტეტის ერთი ცუდი და ერთი კარგი მხარე ვთქვათ ყველამ–ბურგერით პირგამოტენილმა დაიწყო ლიზამ და ძნელი მისახვედრი არც იყო კარგ მხარედ რასაც იტყოდა.

–კარგი ლიამი არა? –ისააკმა ფრის უკბიჩა და თვალი ჩამიკრა.

–ისააკ მალიკ ტრაკის თამაშს ვხედავ–თვალები დაუწვრილა ლიზამ.

–არადა ისევ უყვარს–ლიზას გასაღიზიანებლად ხმამაღლა მიჩურჩულა ისააკმა სანაცვლოდ კი ლიზას მწარე ჩარტყმა მიიღო მხარში. მწარე რომ იყო ეს სახეზე დაეწერა.

–სერიოზულად რა, –ისევ აივსო პირი ბურგერით და დაიწყო–დადებითი არის ეს შვილივით საყვარელი ბურგერი. უარყოფითი კიდევ ნატალია, აი ეხლაც რაღაც სიბოზის სუნი მცემს, უიი ნატ აქ დგახარ? –საჭმელების დახლთან ახლოს ვისხედით, ნატალია თავის რიგს ელოდებოდა. როდესაც ლიზამ ეს სიტყვები თქვა და ღიმილით ახედა, ნატალიას სიბრაზისგან ყველა ფერი გადაუვიდა სახეზე. ისააკმა სიცილი დაიწყო, მეც მინდოდა გაცინება თუმცა თავს ვიკავებდი, მაგრამ ღიმილი მაინც მეპარებოდა.

–ოუუ პეინ შენც? არა და წინაზე ლიზას საქციელების გამო ბოდიშს იხდიდი–გველურად გადმოგვხედა და გამიღიმა. საშინლად შერცხვა, მაგრამ მაშინ ლიზას არ ვიცნოდი და ეს ამიტომ გავაკეთე.

–ის ანდაზა ვის ეკუთვნის, ბოზს ერთი ნახვით ვერ ამოიცნობო? –ლიზამ თვალები ისე დააწვრილა თითქოს მართლა იხსენებდა–უი ჰო, მე მეკუთვნის. ბიანკა შენი რა ბრალია თუ ჩემსავით ძუკნებს სუნით ვერ ცნობ? –ლიზამ თვალი ჩამიკრა და ნატალიასკენ აღარც გაუხედავს.

ნატალიამ თავი მუქარით დამიქნია და ადგილს მოსწყდა.

–მგონი ზედმეტი მოგივიდა–ვთქვი და უხერხულად შევიშმუშნე. –ამდენი ხალხია, თან...

–არ მაინტერესებს, –სიტყვა გამაწყვეტინა–მთელი ცხოვრება დამინგრია, ასე რომ მაგის გრძნობების და თავმოყვარეობის დედაც! –ლიზა ფეხზე წამოხტა და კაფეტერიიდან სწრაფად გავიდა.

–ძალიან გავაბრაზე? –შეწუხებული სახით მივუბრუნდი ისააკს. ლიზასიც მესმის მაგრამ მან სიმართლე არ იცი. ნატალიამ მასზე კი საშინელებები ილაპარაკა, მაგრამ ის და ლიამი ახლა ერთად რომ არ არიან მხოლოდ ლამის ბრალია.

–ჩვენც ხშირად მოგვსვლია ამაზე ჩხუბი, მალე გადაუვლის და ისევ ისეთი დაგვიბრუნდება–ისააკმა ხელი ხელზე დამადო, გამამხნევებლად მომიჭირა და გამიღიმა.

–ზეინი და ლიამი მოდიან–თავით მანიშნა ისააკმა. ხელი უცებ გამოვაცურე და მაგიდის ქვეშ მოვათავსე. არ მინდა ამის გამო გაბრაზდეს, სანამ ისააკთან დაკავშირებით არ დაელაპარაკები.

–ბიანკა, ჩვენ მაგიდასთან გადმოდი რა–ლიამმა ლოყაზე მაკოცა და ისააკს ხელის აწევით მიესალმა. ზეინს ხმა არ ამოუღია, იმ ადგილს უყურებდა სადაც ორი წუთის წინ ისააკს ჩემი ხელი ეჭირა. დავიჯერო დაინახა?

ისააკს ბოდიში მოვუხადე და ბიჭებს გავყევი.

–მე და ბია ცოტას ვილაპარაკებთ–ზეინმა ხელი ჩამჭიდა და კაფეტერიიდან გამიყვანა. გოგოების საპირფარეშოში შემიყვანა და კარი საკეტით გადაკეტა.

–რამე მოხდა? –როდესაც დიდი ხანი ლაპარაკი არ დაიწყო და უბრალოდ თვალებში ჩამაშტერდა საუბრის წამოწყება ჩემს თავზე ავიღე.

–უბრალოდ ერთი პატარა რაღაც გთხოვე, რომ ისააკისგან თავი შორს დაგეჭირა, მაგრამ შენ მოგწონს როდესაც მაღიზიანებ არა? –ყბა დაჭიმა და თმაში ხელი შეიცურა.

–მაგაზე დალაპარაკება მინდოდა, კლუბის ამბები ისააკის ბრალი არაა, მე ვთხოვე წასულიყო.

–კლუბის ამბების დედაც! მე მაგაზე არ ვსაუბრობ. სულ სხვა რამ ხდება რაც არ იცი, ამიტომ ვალდებული ხარ მენდო და როცა გეტყვი, თავი შორს დაიჭირე, უბრალოდ დამიჯერო.

–მეზიზღება საიდუმლოები ზეინ! ვერ ვიტან! ასე რომ თუ გინდა დაგიჯერო, მიზეზი უნდა მითხრა რატომ გავაკეთო ეს!

–იმიტომ რომ ისააკს მოსწონხარ, მე კი არ მინდა შენს გვერდით მას ვხედავდე–მცირე ხნიანი დუმილის შემდეგ ამოიღრინა და თავი ჩახარა.

ეჭვიანობდა და ამის დამალვას ცდილობდა. ამ მომენტში ისეთი საყვარელი იყო ღიმილი ვეღარ შევიკავე.

–ახლა დამცინი კიდეც? –თვალები დამიწვრილა. მისკენ სწრაფად გავიქეცი და მის დიდ ტუჩებს მგრძნობიარედ დავეწაფე.

კოცნაში ამყვა და წამებში მის წინ ნიჟრაზე ვიჯექი. მაისურში ხელები შემიცურა და მკერდზე მაგრად მომიჭირა. კვნესისგან თავი ვერ შევიკავე.

–ხომ არ დაგავიწყდა რომ კოლეჯია–ზეინი ხელის კვრით მოვიშორე. თუმცა ხელები ღიმილით დავაწყე მხრებზე და ცხვირი გავუხახუნე.

–არა და შენს აქ გაჟიმვას ვგეგმავდი–ახლა ის დამაცხრა ტუჩებზე, მაგრამ ისევ ღიმილით დავუძვერი ხელიდან. ნიჟარიდან ჩამოვხტი და კარი გავაღე.

–ხვალ გნახავ და ხო, ისააკთნ დისტანციას დავიჭერ, ეჭვიანო–თვალი კეკლუცად ჩავუკარი და საპირფარეშოდან გავიქეცი. ეს ყველაფერი რომ გაგვეგრძელებინა, ბოლოს მის სიტყვებს მართლა აასრულებდა.

მწერლის თვალთახედვა

მაღალმა, ყავისფერთმიანმა ბიჭმა სპორტული მანქანა დიდი, თეთრი სახლის წინ გააჩერა და ზიზღით აათვალიერა შენობა. ალბათ ამ შენობის სიძულვილი მისი მფლობელის გამო ჰქონდა.

დაცვის წევრებს არ დაუბრკოლებიათ ისე გაიარა ბაღი, მხოლოდ ნებართვის გარეშე სახლში შესულს გამოეკიდა მოსამსახურე ქალი

–იზა, ჩემთანაა–პუტკუნა აღნაგობის კაცმა მოსამსახურეს ხელი გაუქნია და ასე ანიშნა ბიჭს შეშვებოდა

ყავისფერთმიანი დივანზე უნებართოდა დაეხეთქა და გასაღები გვეძე მოისროლა.

–ლიამ, შვილო ყველაფერი კარგადაა? –კაცმა მხარზე ხელი მოუთათუნა, მაგრამ ბიჭა მალევე მოიშორა.

–მეგონა დაბადების დღეზე ყველაფერი გავარკვიეთ–ამოიოხრა პუტკუნა კაცი და ლიამის წინ მოთავსდა.

–მხოლოდ იმიტომ გექცეოდი კარგად რომ მშობლებს რაიმე არ ეეჭვათ. –ბიჭმა შეუღრინა და მაგიდაზე მდგარი ვისკი დაისხა. –ახალი არის რამე?

–ხვალ გამაგებინებ როდის გამოვა–ისევ ამოიოხრა კაცმა.

–ჯანდაბა, მაინც გამოდის–ლიამმა ჭიქა მაგიდაზე დაახეთქა და თავი ხელებში ჩარგო. –ზეინი საბოლოოდ გაგიჟდება.

კაცისგან მხოლოდ დუმილი მიიღო რაც მის ისედაც დაცლილ მოთმინებას უარეს დღეში აგდებდა.

–რამე თქვი! ასე ჩუმად ნუ ხარ ამის დედაც!

–რა ვთქვა ლიამ რა? ვეღარაფერს ვაკეთებ, ჩემი მაქსიმუმი ამოვწურე. შენ გგონია მე არ ვწუხვარ ჩემს შვილზე?

–ხო და გვიანია! გვიან წუხარ რადგან თავის როზე წყეულ სასმელში რომ არ ჩამხვჩალიყავი ახლა ზეინი უკეთეს დღეში იქნებოდა.

–ლიამ ყველაფერს მე ნუ დამაბრალებ. შენ არ გყავდა ლოთი მშობელი მაგრამ წყეულ საქმეში თავი მაინც გაყავი!

–თუმცა ჩემი მშობლები ჩემს გვერდით იყვნენ როდესაც ფსიქიკურად ვინგრეოდი! ზეინს კი არავინ ჰყავდა, არავინ. ყველაფერს მარტო გაუმკლავდა, თუ ამას გამკლავება ჰქვია.

კაცი გაჩუმდა, მიხვდა მისი საქციელი ვერანაირ კრიტიკას უძლებდა. იქნებ მხოლოდ ახლა მიხვდა, სინამდვილეში სად დააშავა?

–ბიანკაზე რა გავაკეთოთ? –ჩუმად თქვა და ბიჭს მოლოდინით შეაშტერდა.

–ახლა ზეინისთვის ერთადერთი შვება, ბიანკასთან ყოფნაა. რაც არ უნდა ძალიან მიყვარდეს ბიანკა, ზეინს ვერ დავაშორებ.

–ხომ იცი ერთ დღეს ტობიასზე გაიგებს და ორივე განადგურდება–თითქოს თვალები აემღვრა კაცს.

–მაშინ შენ ყველაფერს გააკეთებ რომ ვერ გაიგო–დარჩენილი ვისკი მოსვა ლიამმა და შენოდა დაუმშვიდობებლად დატოვა.

მოკლედ რომ გადავითვალე შინაარსობრივად, ხუთი თავიღა დარჩა. ეს ხუთი თავი ძალიან მნიშვნელოვანია, მე კიდევ წერის მუზას ნელნელა ვკარგავ(ეს თავიც იმიტომ გამომივიდა ასეთი უაზრო) ამიტომ შეიძლება გვიან დავდო ხოლმე❤

There are no comments yet. Log in to be the first to leave a review!

Similar stories