Tobias
11:17, 14 January 2021–შენ თუ გგონია გამეპარები ძალიან ცდები–ლეილას ნამძინარევი ხმა მესმის და ხმის მიმართულებით სწრაფად ვტრიალდები.სამზარეულოს კარს ხალათიანი მიყრდნობია და ჭიქაში რაღაცას ურევს.
–ამ... მე... ის.. შენ გღვიძავს?
–ყველა ნაცვალსახელი გამოიყენე ბიანკა–თვალები აატრიალა და მისაღებში გამოვიდა.–მე კი მღვიძავს, მაგრამ შენ ამ დილაუთენია ზეინმა სახლიდან გამოგაგდო?
–აჰ, არა. სიმართლე ისაა რომ სამეცადინო მქონდა და სახლში მალე მოსვლა გადავწყვიტე. –სწრაფი ტყუილი მოვიფიქრე. ლეილას ნამდვილად ვერ მოვუყვებოდი, რომ ზეინთან სექსი მქონდა მეორე დილას კი გავიღვიძე, ვინანე ჩემი გადაწყვეტილება რადგან ვიცოდი ზეინი ჩემთან ყოფნაზე უარს იტყოდა მე კი ერთჯერად გოგოდ ყოფნის იდეა არ მომწონდა. ამიტომ ამ რეალობას იქამდე დავემალებოდი სადამდეც შევძლებდი.
–გამოიცვალე და კლუბზე დავილაპარაკოთ–მას რომ არასდროს ახასიათებს ისეთი მკაცრი ტონით მითხრა.
–ლიამი სახლშია? –შეპარვით ვკითხე. ზეინის რჩევის გათვალისწინებას ვაპირებდი.
–არა გუშინ სახლში ისევ არ მოსულა. ეგეც ძალიან ნერვებს მიშლის–ლეილას ამოიხვნეშა და დივანზე მძიმედ დაეხეთქა.–წადი, მოწესრიგდი.
მეტი არაფერი მითქვამს, კიბეებზე ავირბინე. როგორც ჩანს ლიამისთვის დარეკვა მომიწევს მას შემდეგ რაც ლეილას ლექციებს გადავიტან, რაც ძალიან საჭიროა რადგან გუშინ მართლა ზედმეტი მომივიდა.
შხაპი მივიღე, თმა გავიშერი და ლეილასთან დაახლოებით ნახევარ საათში გავჩნდი.მისაღებში აღარ დამხვდა ამიტომ სამზარეულოში შევედი და ადგილი მის წინ დავიკავე.ჩემს წინ მაკარონით სავსე თეფში რომ დავინახე გუშინდელი ღამე გამახსენდა და ტირილი და სიცილი ერთად მომინდა.სამყარო აშკარად დამცინის.
–გუშინ ზეინმა მომწერა, რომ კლუბში ბევრი დალიე და ცუდად გახდი. –ლეილამ მშვიდი ხმით დაიწყო–არ მინდა იფიქრო რომ რაიმე სახით გბოჭავ. უკვე 19 წლის ხარ და შეგიძლია ნებისმიერი გადაწყვეტილება თვითონ მიიღო, მაგრამ ცუდად გახდომამდე გამოთრობაში კარგი არაფერია. ისააკმა იქ მარტო დაგტოვა. წარმოდგენა არ მინდა რა შეიძლებოდა მომხდარიყო ზეინს შენი სთორი რომ არ ენახა და არ დაერეკა. შეიძლება ძალადობის მსხვერპლი ისე გამხდარიყო ვერავის შეძლებოდა შენი დახმარება, ამიტომ გთხოვ როგორც მეგობარი და არა შენზე უფროსი ადამიანი, მსგავს საქციელს ნურასდროს გაიმეორებ.გაერთე, იცეკვე, ცოტა დალიე კიდეც, მაგრამ ნურასდროს დალევ ისე რომ საკუთარ თავს ვეღარ აკონტროლებდე.
საუბრის დასრულების შემდეგ პასუხის მოლოდინში მომაჩერდა.ერთადერთი პასუხი მქონდა და ეს დაპირება იყო, რომ მის რჩევას აუცილებლად გავითვალისწინებდი.
ლეილამ სასურველი პასუხის მიღების შემდეგ კმაყოფილმა გაიღიმა და ჩემს მაგიდაზე მოთავსებულ ხელს თავისი მოუჭირა.
–ახლა კი გემრიელად მიირთვი–თავით საჭმელზე მანიშნა თვითონ კი ოთახიდან გავიდა.
უხალისოდ დავაჩერდი საჭმელს.ლეილას სიტყვებმა თავი ორმაგად ცუდად მაგრძნობინა.არ მწყენია, უბრალოდ დამაფიქრა რამდენად დაუფიქრებელი ვიყავი.თითქოს ყოველთვის წინ ვიყურები და ვგეგმამ ჩემს ნაბიჯებს, მაგრამ ასე არაა, ხშირად ვაბჟირდები წვრილმანებს და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს სპონტანურად ვიღებ.შემდეგ ვნანობ, თუმცა უკვე გვიანია და ეს სინანული არაფერში მეხმარება, მხოლოდ შიგნიდან მანგრევს.
მაკარონით უხალისოდ თამაში დავიწყე.
ხასიათი ისედაც გაჭებული მქონდა, ამაზე მეტად ალბათ ვერაფერი გამაღიზიანებდა, ამიტომ ლიამთან დარეკვა გადავწყვიტე.
პორველ დარეკვაზე არ მიპასუხა. არც მიკვირს ჯერ მხოლოდ დილის რვა საათია, არ მგონია ამ დროს ეღვიძოს. ნომერს მეორედ დავაწექი. დიდი ხნის ლოდინის შემდეგ ზარი გაწყდა და მეორე მხრიდან ლიამის ნამძინარევი, ბოხი ხმა გავიგე.
–გისმენთ–ღიმილის შეკავება ვერ შევძელი ისე მომენატრა მისი ხმა.
–ლიამ ბიანკა ვარ, ბოდიში რომ გაგაღვიძე.
–ბიანკა, ყველაფერი კარგადაა?–ცოტა ანერვიულება დაეტყო ხმაში.
–კი, კი უბრალოდ შენთან დაელაპარაკება მინდოდა. სახლში მოხვალ?
–კი, რამდენიმე საათში. –დაბნეულმა მიპასუხა.
–კარგი მაშინ დროებით–ტელეფონი სწრაფად გავთიშე და ბედნიერად შევხტი სკამზე. შეიძლება დიდი ვერაფერი, მაგრამ ეს პატარა, წინ გადადგმული ნაბიჯიც კი დიდ იმედად მესახებოდა.
ხანდახან, როდესაც გვგონია, რომ სამყარო თავზე გვექცევა სულ პატარა მზის სხივიც კი კაშკაშა სინათლედ გვეჩვენება.
ტელეფონი იქვე დავდე და ახლა უკვე ხალისით გავაგრძელე ჭამა. საჭმლის ჭამა დავასრულე და თეფშის ნიჟარაში ჩასადებად რომ წამივდექი ტელეფონმა რეკვა დაიწყო.იქამდე დავაიგნორე სანამ თეფში თავის ადგილას არ დავდე და ხელები არ გადავიბანე.
ტელეფონის ეკრანს რომ დავხედე ლამის იქვე დავკარგე გონება. ჯანდაბა, ჯანდაბა, ჯანდაბა. ზეინი იყო, ამ დილაადრიან რამ გააღვიძა?
ვერ ვუპასუხებდი. არ მინდოდა იმის მოსმენა რასაც მეტყოდა. ამას იქამდე გავაჭიანურებდი სადამდეც შვძლებდი. შეიძლება მშიშარა ვჩანვარ და ასეცაა, მაგრამ ახლა არ შემიძლია არ ვარ მზად ამხელა იმედგაცრუებისთვის.
დაველოდე სანამ რეკვა არ შეწყვიტა და ტელეფონი სწრაფად გამოვრთე. თავი რაღაცნაირად დაცულად ვიგრძენი და შავებით ამოვისუნთქე.
ჩემი თეფში ამოვრეცხე, რამდენიმე დასვრილი ჭიქაც მივაყოლე და მისაღებში გავედი. ლეილას კი მოვატყუე სასწავლად წამივედი ასე ადრე თქო მაგრამ ამის საპირისპიროდ მოვიქეცი და დროის გაყვანა ტელევიზორით გადავწყვიტე. რამდენიმე წუთში კიბეებზე ლეილას ხმა გავიგე.
–კი მოვიდა. არ ვიცი, სამზარეულოში დავტოვე. კი დაგალაპარაკებ.
–ბიანკა ზეინს უნდა შენთან ლაპარაკი–კიბეებიდა დამიძახა და შიშისგან თვალები გამიფართოვდა.
სწრაფად გავიქეცი კიბეებისკენ და ლეილას ტუჩზე თითის მიდებით ვანიშე გაჩუმდი თქო.დაბნეულმა გამომხედა „რა ჯანდაბა ხდება“ მზერით
–უთხარი რომ მძინავს–ჩუმად დავიჩურჩულე.
–რაა? რატომ? –თვითონაც დაიჩურჩულა და ტელეფონი გაწია ზეინს ხმა რომ არ გაეგო.
–გთხოვ ლეილა, ყველაფერს აგიხსნი. ახლა კი უთხარი რომ მძინავს–უკვე მავედრებელი თვალებით ვეჩურჩულებოდი.
–უი ზეინ ბიას ჩასძინებია. ოთახში ვნახე ახლა. –ლეილამ ტელეფონი ტურზე მიიდო და გამკიცხავად გამომხედა. –კარგი რომ გაიღვიძებს ვეტყვი დაგირეკოს.
–მადლობა ღმერთს –ამოვისუნთქე როცა ლეილამ ტელეფონი გათიშა და ხალათი ჯიბეში შეინახა.
–პატარა ქალბატონო, გირჩევ ყველაფერი მომიყვე. –მუქარით დამიქნია ლეილამ თითი და სამზარეულოსკენ წამათრია.
–სხვა დროს რომ იყოს–უიმედოდ ვკითხე, მაგრამ ისე შემომხედა მოყოლა ვარჩიე.
–მე და ზეინმა ვიჩხუბეთ და ახლა ცდილობს შემომირიგოს–ტყუილი სწრაფად მოვიგონე.
–კონკრეტულად რაზე–როგორც ჩვევია ჩამაცივდა პარალელურად კი ჩაიდანი დადგა გაზქურაზე.
–სიმართლე ისაა, რომ მე და ზეინს ერთმანეთი მოგვწონს მან კი ვიღაც გოგოს ფოტო დადო და ჩვენც ვიჩხუბეთ. ხვდები? ჯერ მეუბრენბა მომწონხარო შემდეგ ვიღაც გოგოს ფოტოს დებს–ანერვიულებულმა მივაყარე ტყუილ-მართლი ერთმანეთს და აწითლებული ლოყების დამალვა ვცადე.
ლეილა ჩემკენ შოკირებული სახით შემოტრიალდა.
–და მე ახლა უნდა ვიგებდე შენი და ზეინის ურთიერთობის შესახებ? –წარბი გაბრაზებულ ამიწია და ყავის მომზადება გააგრძელა.
–გეფიცები ახალი ამბავია, ახლახანს გამოვუტყდით ერთმანეთს.
–ყველაფრის თავიდან ბოლომდე მოყოლა მოგიწევთ–თითი დამიქნია და ყავა წინ დამიდგა. თვითონაც ჩემ წინ დაიკავა ადგილი.
–კი, კი რა თქმა უნდა –უკვე ოფლში გაწურული ვიჯექი და თავის დაღწევის გზას ვეძებდი. საქმე ისაა რომ ტყუილები კარგად არ მეხერხება და ლეილა რამეში აუცილებლად გამომიჭერდა. –მაგრამ კარზე ზარია.
სიხარულით წამოვფრინდი იმ ადამიანთან შესახვედრად ვინც ცოტახნით მაინც გადაავადა ჩემი სასჯელი.
–ლიამმ–ოდნავ წამოვიკივლე და კარში მდგარ ლიამს შემოვეხვიე. –მაპატიე, მაპატიე, მაპატიე. მსგავს სისულელეს აღარასოდეს ჩავიდენ. ოღონდ აღარ გამებუტო, ძალიან მომენატრე–ერთი ამოსუნთქვით მივაყარე. ყოველ სიტყვაზე უფრო ძლიერად ვუჭერდი ხელებს.
–ჰეი, ჰეი დამშვიდდი კარგი? არ ინერვიულო. ყველაფერი კარგადაა–ხელები თვითონაც მომხვია და ჩემგან განსხვავებით ნაზად მომეფერა ზურგზე. –სახლში შევიდეთ.
ხელები შევუშვი რომ ფეხსაცმლის გახდა შეძლებოდა შემდეგ კი მკლავზე შემოვეხვიე და სამზარეულოში ასე შევიყვანე.
–გაგახსენდა სახლის გზა ვაჟბატონო? –ლეილამ თავი უკმაყოფილოდ გააქნია, მაგრამ მაინც ჩაეხუტა ლიამს.
ახლა უკვე სამივე მივუსხედით მაგიდას. ლეილამ ლიამს ყველაფერი მოაყოლა, რას აკეთებდა ნაილთან, რას ჭამდა, როგორ ეძინა, სად დადიოდა. ლიამიც სიცილით პასუხობდა მის ყველა მოსაბეზრებელ კითხვას.შემდეგ ლეილამ ორივე მიგვალანძღა ერთმანეთთან ცუდი დამოკიდებულების გამო, თუმცა არც იმის აღნიშვნა დავიწყებია როგორ უხაროდა ჩვენი საბოლოო შერიგება და სიტყვა „საბოლოო“ მკაფიოდ გამოკვეთა. ბოლოს როგორც იქნა გაახსენდა დაქალებთან შეხვედრას რომ აპირებდა, ორივეს შუბლზე გაკოცა და ოთახიდან ღიღინით გავიდა.
–მასთან არასოდეს მოიწყენ–თავი სიცილით გადააქნია ლიამმა.
–და როგორ დაიწყო შიდსზე ლაპარაკი როცა წვეულება ახსენე–გადავიხარხარე ლეილას ამრეზილი სახის გახსენებაზე.
სიცილში ლიამიც ამყვა. სული რომ მოვითქვით სერიოზული სახით შემომხედა.
–იცი, რომ დარეკე თავიდან ვიფიქრე, ტობიასის დაბადების დღის გამო თვს ცუდად გრძნობდი, ხომ ხვდები და ძალიან შემეშინდა–მოწყენილმა მითხრა ლიამმა.
მისი სიტყვების გაგონებაზე ღიმილი სახეზე შემაშრა.
დღეს მისი დაბადების დღე იყო. მე კი აქ ვიჯექი და მხიარულად ვიცინოდი. საკუთარი ძმის დაბადების დღე დამავიწყდა.
თვალებში ცრემლები ჩამიდგა, თავი ხელებში ჩავრგე და ავქვითინდი. ისე ხმამაღლა და ისე საცოდავად, თითქოს მინდოდა ამ ცრემლებს წაეღოთ ჩემი მწუხარება. მწუხარება, რომელიც თითქმის დავივიწყე. მეგონა, რომ ჩემში აღარ იყო, თუმცა შევცდი. მას მხოლოდ ეძინა, ფხიზელი ძილით და სუსტ ნიავსაც კი შეეძლო მისი გამოღვიძება.
–ბია, ჩემო პატარა, გთხოვ დამშვიდდი. –ლიამი ჩემ გვერდით დაჯდა და თმაზე მოფერება დამიწყო.–ასეთს ვერ გიყურებ, უნდა შევწყვიტო საკუთარი თავის ტანჯვა.
–არ შემიძლია ლიამ. და ეს არც შეიძლება, ის უნდა მახსოდეს. ყველაფერი უნდა მახსოვდეს. ჩემი ძმა იყო, ჩემი სულის ნაწილი. მე კი მისი დაბადების დღეც კი დავივიწყე. –უფრო მწარედ ავქვითინდი და ლიამს მოვეხვიე. –საშინელი ადამიანი ვარ.
–ამას ნუ იძახი. აღარ გაბედო ამის თქმა. შენ ყველაზე კარგი ადამიანი ხარ ვინც კი შემხვდრია. შენ არ ხარ ვალდებული მთელი ცხოვრება აჩრდილებს სდიო. შენ უნდა შექმნა საკუთარი მომავალი, უნდა ისწავლო მის გარეშე სიცოცხლე. ახლა ის უკეთეს ადგილასაა და თუ ის გვიყურებს, თავს ყველაზე უბედურ ადამიანად იგრძნობს თუ შენ ასეთ მდგომარეობაში მის გამო იქნები.
*
ჯორჯიასკენ მიმავალ მატარებელში ავდივარ. ლეილას თითქმის ერთი საათი ვარწმუნებდი რომ მარტოც შემეძლო წასვლა და მისი ან ლიამის გაყოლა არ მინდოდა. მისი დარწმუნება არც ისე მარტივია, თუმცა რომ გაიგო ჩემ ძმასთან მარტო დარჩენა მინდოდა საბოლოოდ დანებდა.
ახლა კი მარტო ავედი მატარებელში და ადგილი ფანჯარასთან დავიკავე. იმედი მქონდა მთელი გზა ასე მარტო ვიმგზავრებდი.
წიგნი ამოვიღე დროის გასაყვანად. წინ დამღლელი ნახევარი საათი მელოდა მანამ სანამ მატარებელი დაძვრებოდა. ლოდინი იყო მოსაწყენი თორემ მგზავრობა მიყვარს და დროის გასვლას ვერც შევამჩნევდი.
წიგნის სრულყოფილი სამყაროდან ვიღაცის ჩრდილმა გამომიყვანა, რომელიც ჩემს სახეს გადაეფარა და მზის სასიამოვნო სხივებს ჩემამდე მოღწევის უფლება აღარ მისცა.
–შეიძლება დავჯდე? –ჰარის ბოხმა ხმაზე თავი სწრაფი მოძრაობით ავწიე.
–აქ რა ჯანდაბას აკეთებ? –ჩურჩულით დავუყვირე რომ ხალხის ყურადღება არ მიმექცია.
–ლეილამ მითხრა რომ ჯორჯიაში აპირებდი წასვლას–ადგილი ჩემს წინ დაიკავა–ეს მატარებელი კი როგორც მახსოვს შენი ფავორიტია.
წესი ნომერი პირველი: არავის მისცეთ უფლება თქვენი კარგად გაცნობის. ცხვირში ძმრად ამოგადენენ.
–გასაგებია–გაბრაზებულმა ვთქვი და ისევ წიგნში ჩავძვერი, თუმცა ახლა კითხვას გული ვეღარ დავუდე.
–დიდი ხანი აპირებ ასე გაბუტული იყო?
–არა, დავიღალე–წიგნი დანებებულმა დავხურე. უკვე იმდენი ხანი არ მილაპარაკია მასთან, ახლა ჩემს წინ მჯდარიყო და მე ხმა არ გამეცა, ეს ჩემს შესაძლებლობებს აღემატებოდა.
ჰარის ჩემს ნათქვამზე გაეცინა და ადგილი ჩემ გვერდით სკამზე დაიკავა. თავის მის მხარზე ჩამოვდე.
–ძალიან დავიღალე–ისე ამოვიოხრე მთელი მწუხარება ამოვაყოლე
–ყველაფერი ნელნელა უკეთესობისკენ შეიცვლება ხომ იცი?
–მეც ასე ვიმხნევებ თავს, მაგრამ პირიქით, ახალ-ახალ სირთულეებს ვაწყდები ყოველ ნაბიჯზე.
–მთავარია იმედი არ დაკარგო ბია, თუ იმედს დაკარგავ, საკუთარ თავსაც დაკარგავ. ყოველთვის იფიქრე იმ მანათობელ, თუნდაც პატარა, წერტილზე რომელიც შენს ცხოვრებაშია.
–და თუ არ არის ეს მანათობელი წერტილი ჩემს ცხოვრებაში? –თავი ავწიე და ინტერესით ჩავაშტერდი მის გაზაფხულისფერ, თითქმის ყოველთვის სევდიან თვალებში. ხო, ისინი ყოველთვის სევდიანი იყო, მაშინაც კი როცა იღიმოდა, სულ მინდოდა მეკითხა ასე რატომ იყო, მაგრამ შესაფერის დროს ვერ ვნახულობდი.
–ნათელი წერტილი ყველას აქვს ბია და მას მომავალი ჰქვია. აი რისი იმედი უნდა გვქონდეს ყოველთვის, მომავალის. თუ ვიბრძოლებთ მისთვის, ის არასოდეს იქნება ისეთი ცუდი როგორიც აწმყოა
ცხვირზე გამეთამაშა და ახლა მან მოათავსა თავისი შოკოლადისფერი კულულები ჩემს მხარზე.
–იცი დღეს მისი დაბადების დღეა–დიდხნიანი დუმილის შემდეგ ამოვიჩურჩულე.
–ვიცი ბი, მახსოვდა.
–აი მე კი არა. ლიამმა შემახსენა–სიმწრის ღიმილი ავიკარი სახეზე. ცოტა მაკლდა რომ ისევ ტირილი არ დამეწყო.
–შენც ადამიანი ხარ ბიანკა–ოდნავ მკაცრი ტონით მითხრა. –შენც შეიძლება დაგავიწყდეს რაღაცეები.
–მაგრამ არა ჩემი ძმის დაბადების დღე–საკუთარ თავზე და მათზე გაბრაზებულმა ამოვილაპარაკე. მათზე ვინც მარწმუნებდა რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო და ის ოდესმე უნდა დამევიწყებინა.
–ამაზე დიდი ხანია საუბარი მინდოდა, ვფიქრობ ახლა საუკეთესო დროა. –თავი ჩემი მხრიდან აიღო და ხმა ჩაიწმინდა.
–თავს ნუ შეიწუხებ. ლიამი უკვე მელაპარაკა, მაგრამ ჩემი გადარწმუნება ვერ შეძლო. –ისე ვთქვი არც შემიხედავს. თავი მივადე მატარებლის ფანჯარას და მთელს სხეულში სიამოვნება დამეუფლა როცა მატარებლის დაძვრა ვიგრძენი.
–ლიამი არ ვარ ბია! ლიამმა არ იცის როგორ ათენებდი ტობიასის გამო ტირილში ღამეებს, ხო ტობიასის. იცი მას ტობიასი ქვია, ბოლოს როდის ახსენე მისი სახელი აღარც კი გახსოვს. ამ სახელის ხსენებაც კი გიმძიმს.
ტანში ერთიანად დამიარა სიბრაზის ტალღამ, ის მართალი იყო, საშინლად მართალი და სწორედ ეს მაცოფებდა.
–ის წავიდა ბიანკა. აღარ არის ამ ქვეყნად შენ კი ისევ არსებობ. მას მომავალი აღარ აქვს შენ კი გაქვს და სწორედ ამ მომავლისთვის უნდა იბრძოლო. ყველა ვინც ხელს შეგიშლის გზიდან უნდა ჩამოიშორო.
შეეშვი აჩრდილების დევნას. ეს მხოლოდ ტკივილს გაყენებს. ამას მხოლოდ თვითგანადგურებამდე მიჰყავხარ. იმ წყეულ კლდესთან რომ იდექი შენს საყვარელ ადამიანებზე კი არა საკუთარ თავზე უნდა გეფიქრა და წინ ერთი მილიმეტრითც კი არ წაიწევდი არა თუ იმ უფსკრულში გადაეშვებიდი. ესაა შენი პრობლემა, საკუთარ თავზე ყოველთვის ყველაზე ნაკლებად ფიქრობ.
რამდენჯერ გამოგაცალე სიკვდილს ხელებიდან ტობიასის გამო? გგონია მას მოეწონებოდა მის გამო რომ ეს გაგეკეთებინა? რა თქმა უნდა არა!ან ამით რას მიიღებდი? არაფერს! იქ გადაეშვებოდი საიდანაც არავინ ბრუნდება და იმ ერთ სიცოცხლესაც, რომელიც არასოდეს მეორდება, სანაგვზე მოისროდი.
ბევრჯერ დავმდგარვარ სარკის წინ და გამირეპეტიციებია ამ სიტყვებს როგორ გეტყოდი ისე რომ გული არ გტკენოდა, მაგრამ ახლა არ მაინტერესებს რას იგრძნობ. ახლა როცა ჩემ გამოც კი გადაწვიტე სიცოცხლის მოსპობა, მირჩევნია გეტკინოს და შემიძულო, თუმცა ცოცხალი დარჩე და დიდხანს, ბედნიერად იცხოვრო. უნდა მიხვდე ბია, რომ შენ სიცოცხლედ არავინ ღირს, საერთოდ არავინ.
–მომენატრე იცი? შენი ლაპარაკი, შენი ხმა, შენი გამოხედვა, ეგ მწვანე თვალები ყველაფერი მომენატრა.
მაგრად მოვეხივიე მის სუსტ წელს და თავი მკერდზე დავადე. როგორი მართალი იყო, ღმერთო როგორი მართლი იყო თითქმის ყოველთვის და ეს მაიძულებდა ერთდოულად მისი მოკვლის და ჩახუტების სურვილი გამჩენოდა.
საპარუსოხოდ პატარა კოცნებს მიტოვებდა თავზე, იქამდე სანამ მასზე მიხუტებულს არ ჩამეძინა. შეიძლება მას შემდეგაც, მაგრამ მე აღარ გამიგია.
ძილში ჩამესმა ტელეფონის გამაყრუებელი ხმა. მისი დაიგნორება ვცადე, თუმცა ჰარის სიტყვები „გისმენ ზეინ“ გავიგე თუ არა მაშინვე თვალები დავაჭყიტე. ამ სიტყვებს მოჰყვა „კი ჩემთანაა“ და ლამის იქვე გავითიშე
ჰარის ხელით ჯერ საკუთარ თავზე ვანიშნე შემდეგ ხელები უარყოფის ნიშნად გავაქნიე გაოცებულმა შემომხედა „ვერაფერი ვერ გავიგე“ სახით.
–მე აქ არ ვარ–ხელებს ტუჩის მოძრაობაც დავამატე უკეთ რომ გაეგო.
–დაგალაპარაკო? –დაბნეულმა ჰკითხა ჰარიმ ზეინს. მუდარით გავაქნიე თავი.
–ვინ დაგალაპარაკო?
–ბიანკა ვინ უნდა დამალაპარაკო–ჰარიმ სპიკერი ჩართო მეც რომ გამეგო ზეინის საუბარი.
–ააა, არა ბიანკა აქ არ არის. მე გავიგე ბლეიკი, ჩემი ბიძაშვილი. ბიანკას ვერ მივუსწარი და მასთან ერთად წავედი.
–რა ბლეიკი ბიჭო. ეგ ვინაა საერთოდ არ ვიცნობ–ზეინის არეულ ხმაზე სიცილის შესაკავებლად პირზე ხელი ავიფარე. –იცოდე რომ ნახავ დამირეკე და დამალაპარაკე.
–კარგი, კარგი–ჰარიმ ზარი გაწყვიტა და მომთხოვნად მომაჩერდა. აზრი არ ჰქონდა მას ვერ გადავურჩებოდი. ყველაფერი თავიდან ბოლომდე მოვუყევი.
–რთული სიტუაციაა–თითები ერთმანეთში ახლართა–მე დაელაპარაკებას გირჩევ. ზეინია, დიდი ხანი ვერ დაემალები. თან თუ ასე გამწარებული გეძებს არა მგონია ამას მხოლოდ იმის სათქმელად აკეთებდეს რომ შენთან ვერ იქნება. ასეთ შემთხვევაში უბრალოდ დაგიკიდებდა. ეს მისთვის უფრო ადვილია.
ამოვიოხრე და ისევ თავი ჩამოვდე მის მხარზე. იმედი კი მომცა ჰარის სიტყვებმა მაგრამ შიში ბევრად დიდი იყო.
–თუმცა ამ საკითხის გადაწყვეტა შენთვის მომინდია–თავზე მაკოცა და თავი ჩემს თავზე ჩამოდო.
ხანდახან ვფიქრობ რომ ის თვით სრულყოფილებაა.
დარჩენილი გზა ძილში გავატარე. ჰარიმ ბოლო გაჩერებაზე გამაღვიძა. კაფეში ვისადილეთ და ყვავილებიც იქვე ახლოს მყოფ მაღაზიაში ვიყიდეთ.
იისფერი ველური ქრიზანთემები. ტიბიასის ერთადერთი საყვარელი ყვავილი.
მისი საფლავიდან ძველი ყვავილები მოვაშრე და მათ ადგილას ახლები დავაწყე.
ნახევარი საათი ჩუმად ვიჯექით და გავყურებდით მის საფლავს. შემდეგ ავდექი უკანასკნელად ვაკოცე საფლავის ქვას და ისე, რომ ჰარის არ დავლოდებივარ სასაფლაოდან გამივედი.
უკანასკნელად, რადგან აქ მეტჯერ აღარ მოვიდოდი. რადგან ჩემს ძმას ტიბიასი ერქვა და ის მოკლეს. რადგან მისი სიცოცხლე დასრულდა ჩემი კი გრძელდებოდა. რადგან ჩვემ სამუდამოდ გავიყარეთ და ახლა ის მხოლოდ ტკბილი მოგონება იყო ჩემს გულში.
წამოსვლისას, როდესაც მატარებელში ვისხედით და ვემშვიდობებიდით ჯორჯიას მშვიდ ქუჩებს, ჰარის ვკითხე რატომ იყო მისი თვალები ყოველთვის დაღონებული, მან კი მომიგო.
–როდესაც ადამიანი ხშირად სევდიანია და უნდა ეს მთელი სამყაროს გასაგონად იყვიროს, თუმცა ამას ვერ ახერხებს, მაშინ მისი თვალები ყვირიან. ისე ხმამაღლა და ძლიერად რომ მათ სამუდამოდ აჩნდებათ ასეთი დაღი.
შემდეგ ცხვირზე გამეთამაშა და როდესაც თვალებში კიდევ ერთხელ ჩავხედე, მივხვდი: გარეგნულად არავის ეტყობა, თორემ ზოგი რახანია მკვდარია.
sorry ტკბილებო დაგვიანებისთვის.
There are no comments yet. Log in to be the first to leave a review!

![Dust Bones [Harry Styles]](https://fanficsread.net/media/fs-stories-1/1198/conversions/a640cdb809d084e5d20475eedbf3c663.jpg)



