Fanfics

<17>

10:46, 28 October 2017

დიდი ხნის შემდეგ, როგორც იქნა ფერად და სასიამოვნო სიზმრებს ვხედავდი, რომ უეცრად ვიღაც ჩემს საწოლზე ძლიერად დაენარცხა და ჩემი ფეხი, მისი სიმძიმის ქვეშ მოყვა. სწრაფად წამოვდექი და ჩემ წინ მდგარ ექვს ბიჭს მივაშტერდი, შემდეგ კი ყურებამდე გაღიმებული ჯონგუკი ჩემი საწოლიდან გადავაგდე.

- თუ ახლავე დამტოვებთ, შეიძლება გაპატიოთ. - ჩავილაპარაკე და დავამთქნარე, შემდეგ კი იმაში სრულიად დარწმუნებულმა რომ ბითიესის აქაურობას გაეცლებოდა, მათ ზურგი ვაქციე და საბანში გავეხვიე.

- ადექი ძილის გუდა, საუზმე უნდა მივირთვათ! - ჩამჩურჩულა შუგამ და იმის გაფიქრებაზე რომ ის ჩემთან ასე ახლოს იყო, ტანში ჟრუანტელმა დამიარა. ვეცადე არც სახეზე და არც ხმაზე არაფერი შემტყობოდა და ნელა წამოვჯექი.

- არ მშია. უბრალოდ დაძინება მინდა.

- ჩვენ კი შენთან ერთად საუზმობა.

- ოჰ, ჯანდაბა, კარგი, ახლავე ავდგები.  თუ რა თქმა უნდა, მარტო დამტოვებთ რომ ტანსაცმელი ჩავიცვა - ჩავახველე და კარებზე მივუთითე. შვიდივე მაშინვე გარეთ გავიდა, მე კი ჩავიცინე და ჩემს ბალიშს დავუბრუნდი.

ალბათ, მალე ჩამეძინებოდა, რომ უეცრად ვიღაცამ სარკასტულად ჩაილაპარაკა ,,ვიცოდი ამას რომ იზამდიო", შემდეგ ხელში ამიყვანა და დიდი სიჩქარით გამაქანა კარისკენ.

- ძირს დამსვი!!!! - დავიყვირე და შუგას მკერდზე მუშტები დავუშინე.

- ასე თუ გააგრძელე დამივარდები - მხრები აიჩეჩა, შემდეგ ლოყაზე ნაზად, ღიმილით მაკოცა და გზა მშვიდად გააგრძელა. სახეზე სიწითლემ გადამკრა. უკვე აღარ ვებრძოდი და მშვიდად შევეგუე იმ ფაქტს რომ ვეღარ დავიძინებდი.

შუგამ სამზარეულოში ჩამიყვანა და მაგიდის წინ დამსვა. ბიჭებს ზიზღით სავსე მზერა ვტყორცნე და უხალისოდ დავიწყე ჭამა.

- ჩვენ ექვსნი მთელი დღე სახლში არ ვიქნებით - დაიწყო ჯინმა - მაგრამ ჯონგუკი შენთან დარჩება,  ასე რომ იმედია არ მოიწყენ.

- მასთან ერთად სახლში ჯდომას მირჩევნია გარეთ გავისეირნო.

- გირჩევნია, მაგრამ არ შეგიძლია - მიპასუხა შუგამ.

- იქნებ განმარტო საკუთარი სიტყვების მნიშვნელობა!

- შენ საფრთხეში ხარ, ჩვენ უნდა დაგიცვათ. ეს არის და ეს.

- მაღიზიანებთ. - უკმაყოფილოდ შევიშმუშნე და წარბი შევკარი, თუმცა ჩემი ბრაზი  ნამდვილად არ გაჭრიდა. მომიწევდა მთელი დღე სახლში დავრჩენილიყავი.

ნახევარი საათის შემდეგ, სასტუმრო ოთახში დივანზე წამოწოლული ველოდებოდი როდის მორჩებოდა ჯონგუკი ჭურჭლის რეცხვას. როგორც კი გამოჩნდა, შევჩივლე რომ მომწყინდა, იმ იმედით რომ გარეთ გასვლის საშუალებას მომცემდა.

- მაშინ გავერთოთ.

- რითი?

- ვიდეოთამაშები ვითამაშოთ.

- არ მიყვარს სუსტ მოწინააღმდეგესთან დაპირისპირება. - ცალყბად ჩავიღიმე. ჯონგუკი მიხვდა რაზეც ვანიშნებდი და თავი გააქნია.

- ის ბავშვობაში იყო, ახლა გაცილებით უკეთ ვთამაშობ.

- კარგი, მაშინ ასე შევთანხმდეთ. თუ კი წააგებ, ჩემს სურვილს შეასრულებ. ნებისმიერ სურვილს.

- ვხედავ ბოროტული აზრები გიტრიალებს.

- შევთანხმით თუ არა?

- კარგი, მაგრამ გარეთ გაშვებას ნუ მთხოვ, რადგან შუგა ჰიონი აუცილებლად მომკლავს.

- ოჰ, კარგი.

ამოვიხვნეშე და ჯოისტიკი მოვიმარჯვე. დიდი ხანი იყო გასული რაც არ მეთამაშა, მაგრამ ჩემი უხილავი სიმარჯვე ისევ ადგილზე იყო. ერთი სიტყვით, თითებს უმისამართოდ და ინსტიქტურად ვამოძრავებდი, თუმცა საბოლოოდ მოვახერხე კიდეც რომ  გამარჯვება მომეპოვებინა.

- აბა, გისმენ - ჩაილაპარაკა ჯონგუკმა და  უკმაყოფილოდ ამოიხვნეშა.

- ერთი წუთით - მრავალაზროვნად გავიღიმე და კიბე შევირბინე. რამდენიმე წუთში წითელი კაბითა და მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმლით ხელში გამოვცხადდი ჩემი ძვირფასი ბიძაშვილის თვალწინ.

- ჩემი სურვილია, რომ ეს ჩაიცვა და არ გაიხადო ბიჭების მოსვლამდე.

- ამას რატომ მიკეთებ!!!!

- მორჩი წუწუნს. კარგი იყო ბავშვობაში უცნობ ბიჭთან ჩახუტება რომ მაიძულე? ძალიან ბოროტი ბავშვი იყავი ჯონგუკ!

- ასეთი მცირე დეტალები საიდან გახსოვს?

- მე ყველაფერი მახსოვს.

ჯონგუკს კაბა დავუტოვე და სამზარეულოში გავედი. რამდენიმე წუთიანი ლოდინის შემდეგ როგორც იქნა ისიც გამოჩნდა. სიბრაზისგან სახე დამანჭოდა. თვალს მარიდებდა, მე კი ამ დროდ სიცილის შეკავებას ვცდილობდი, რადგან უფრო არ გამეღიზიანებინა.

ბიჭები საღამოს დაბრუნდნენ. როგორც კი ეზოში მანქანა გაჩერდა, გუკმა ლამის დამიჩოქა, რომ უფლება მიმეცა ტანსაცმელი გამოეცვალა, თუმცა მისი თითოეული სიტყვა ამაო იყო.

- თეჰიონი მთელ დარჩენილ სიცოცხლეს ჩემს დაცინვაში გაატარებს. - ჯონგუკმათავი ბალიშებს შორის ჩარგო. დროდადრო ხმამაღლა ხვნეშოდა.

- ვინ არის ეს ქალბატონი? - გაკვირვებულმა წამოიძახა ჯიმინმა.

- ჰეი, ბიძაშვილო!

- თავი დამანებეთ!

ეს სიტყვები საკმარისი იყო რომ ბიჭები იატაკზე აღმოჩენილიყვნენ. ექვსივე ხმამაღლა იცინოდა. უეცრად ჯონგუკი წამოვარდა და კიბისკენ გაიქცა, თუმცა ფეხი დაუცდა და წაიქცა. კაბა მთელს სიგრძეზე გაიხა.

- ამისთვის გადაგახდევინებ!!! - შევყვირე და ოდნავ ჩავიცინე, რადგან მისი მდგომარეობა კაბაზე ნერვიულობის საშუალებას არ მაძლევდა.

ჯონგუკის დაცემით თეჰიონმა ისარგებლა და სწრაფადვე ფოტო  გადაუღო.

- ახლავე თვითერზე ავტვირთავ.

- არ გაბედო!

- გავბედავ. ფანებს ძალიან მოეწონებათ ჩემი სიურპრიზი.

- თეჰიონ, ტელეფონი მომეცი. არ ვხუმრობ!!!

- არა! - დაიყვირა თეჰიონმა და მეორე სართულისკენ გაიქცა. ჯონგუკი უკან გაეკიდა.

- კარგად იქნებიან? - მივუბრუნდი ბიჭებს, რომლებიც ჯერ კიდევ იცინოდნენ.

- სულ დიდი, ერთმანეთს ძვლები ჩაუმსხვრიონ. - მხრები აიჩეჩა შუგამ.

- კი, კარგად იქნებიან. - ჩაიცინა ჯინმა და მუცელზე ხელი მიიდო. - ძალიან მშია, მოდით ვივახშმოთ!

***ამ თავში ცოტა ვიბავშვე, მაგრამ არ ვიცი კიდევ როდის მომეცემოდა მსგავსი რამის დაწერის საშუალება😂😂❤

იააააა გაიიიზ დასასრულს ვუახლოვდებით

There are no comments yet. Log in to be the first to leave a review!

Similar stories