Fanfics

<16>

10:40, 28 October 2017

შუგამ მანქანა თვალუწვდენელ მინდორზე გააჩერა.

ირგვლივ მხოლოდ ბალახით ამწვანებული მდელოები იყო და ცოცხალი არსების ჭაჭანებაც არ შეინიშნებოდა.

ღრმად ჩავისუნთქე სუფთა ჰაერი და მზერა შუგაზე გადავიტანე, რომელიც მანქნისსაბარგულიდან რაღაცის ამოღებას ცდილობდა. მალევე, საწადელს მიაღწია და პატარა კალათით ხელში ჩემ გვერდით გაჩნდა.

- ესეიგი პიკნიკზე ვართ - წარბაწეულმა ვუთხარი და გავიცინე. - ისეთ რაღაცებსაკეთებ, რასაც შენგან არ ველოდი.

- მარტივად შემიძლია გადავიფიქრო.

- არა! მიყვარს პიკნიკები.

- მაშინ წამოდი.

შუგამ ცოტა მანძილი გაიარა, შემდეგ კალათა იქვე დადო და მის ამოლაგებას შეუდგა. სანამ ის თავისი საქმით იყო დაკავებული, მე მინდორზე გავირბინედა ბუნებით დატკბობა ვცადე. დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ბოლოს მსგავს ადგილას ვიყავი.

- რა მოხდა? - ვიკითხე, როცა შუგას მივუახლოვდი და დავინახე მოუსვენრად იქექებოდა კალათაში და სახეს უსიამვონოდ მანჭავდა.

- მგონი, სასუსნავი მხოლოდ ერთი ჩვენგანისთვის წამოვიღე. - ჩაილაპარაკა და ალმაცერად გახედა ფერად ნაჭერზე დაგდებულ ჩიფსის პაკეტს.

- არც კი იფიქრო. ეს ჩემია, არ გაგიყოფ. - გავიცინე და პაკეტი ხელში ავიტაცე. შუგა წამოდგა რომ ის ჩემთვის წაერთმია, თუმცა დროულად დავუსხლტი ხელებიდან და გავიქეცი.

მივრბოდი და ხმამაღლა ვიცინოდი, თან ჩიფსის პაკეტს ჰაერში ვაფრიალებდი. შუგა კი მომდევდა და გაჩერებას მთხოვდა , თუმცა არ ვაპირებდი მისი თხოვნა შემესრულებინა.  ბოლოს ფეხის ტკივილმა შემახსენა თავი, უეცრად გავჩერდი და შუგასკენ შევტრიალდი იმის საჩვენებლად რომ დავნებდი.

ის დიდი სიჩქარით მორბოდა ჩემკენ ამიტომ თავი ვეღარ შეიკავა და დამეჯახა. რამდენიმე წამში კი ორივე ჩვენთვის უკვე ნაცნობ პოზაში აღმოვჩნდით. ის ჩემს ზემოდან იყო მოქცეული და დიდი, გაფართოებული თვალებით მიყურებდა.

ისეთი შეგრძნება მქონდა ჩიფსი ორივეს გადაგვავიწყდა და ჩვენი გონება ახლა რაღაც სხვას, ამოუცნობს გაეტაცა.

მოჯადოებულივით შევცქეროდი შუგას გაბადრულ სახეს და სხეული მიხურდა. ჩემს წელზე შემოხვეული მისი ხელების გამო ერთიანად ვთრთოდი და ყოველი მცდელობა რომ მისი ტუჩებისთვის, რომლებიც ნელა უახლოვდებოდა ჩემსას,  თვალი ამერიდებინა, უშედეგო იყო. უეცრად თბილი კოცნა ვიგრძენი და თითქოს გავშეშდი. ვგრძნობდი როგორ ეპარებოდა შუგას ბაგეებს ღიმილი და ვერაფერს ვაკეთებდი, გარდა იმისა რომ კოცნაში ავყოლოდი. სხეულში სასიამოვნო გრძნობა მივლიდა და მინდოდა ეს მომენტი დიდხანს, არა - სამუდამოდ  გაგრძელებულიყო, თუმცა შუგამ ბაგეები მომაშორა და ისევ სახეში შემომხედა.

- სულ სისულელეებზე რატომ ვჩხუბობთ?

უადგილო კითხვა იყო, თუმცა იმედი მქონდა ყურადღების სხვა რამეზე  გადატანას შევძლებდი და შუგას კოცნის შემდეგ დაგროვილ ფიქრებსთავიდან ამოვიგდებდი.

- ეს მხოლოდ ერთი რამის ნიშანია. - წარმოთქვა შუგამ და შუბლიდან თმა გადამიწია.

- რისი?

- სულელი ხარ! - გაიცინა, სწრაფად წამოდგა, ჩიფსს ხელი დაავლო და იქეთ გაიქცა, სადაც საპიკნიკე სუფრა იყო გაშლილი.

- ჰეი!!! - დავიყვირე, თუმცა შეჩერება არც კი უფიქრია. - იდიოტი - ჩავილაპარაკე დაწამოვდექი.

- როგორც ჩანს ძალიან მოგშივდა - ვუთხარი პირგამოტენილ შუგას, რომელსაც ახლახანს მივუახლოვდი და ცინიკურად გავიღიმე.

- ჰო, ასეა.  

იქვე ჩამოვჯექი და თვითონაც გადავწყვიტე რაიმე მეჭამა, თუმცა სინამდვილეში მშიერი არ ვიყავი. ზუსტად მაშინ, როცა ვაშლი შევათამაშე ხელში და მის ჩაკბეჩას ვაპირებდი, ტელეფონის ზარი გაისმა.

- გისმენთ.

-  ძალიან შორს შეტოპე. - ალაპარაკდა ვიღაცის ბოხი ხმა. კანკალმა ამიტანა და გაუცნობიერებლად ტელეფონი გვერდით მოვისროლე.

- რა მოხდა?

- არაფერი - ტელეფონის ასაღებად ავდექი, თუმცა შუგამ დაასწრო და ჩემზე ადრე აიღო. გამახსენდა რომ  შეტყობინებები წაშლილი არ მქონდა და ჭრუანტელის ახალმა ტალღამ დამიარა.

- დამიბრუნე! - შევყვირე, თუმცა უკვე გვიანი იყო.

- ეს რა არის?

- არაფერი.

- როგორ თუ არაფერი? - შუგა ნელ-ნელა ხმას უწევდა.

- აქამდე რატომ არაფერი მითხარი? ეს ხუმრობა გგონია?

- უბრალოდ არ მინდოდა...

- არ მაინტერესებს მინჯი! უნდა გეთქვა და მორჩა!  სახლში ვბრუნდებით.

მთელი გზა შუგას ხმა არ ამოუღია. როგორც ჩანს ძალიან იყო გაბრაზებული. თავისმხრივ, არც მე ვიყავი ლაპარაკის გუნებაზე, ასე რომ ეს სიტუაცია ორივესთვის მოსახერხებელი იყო.

- ტელეფონი - მივუთითე ჩემს ტელეფონზე, როცა შუგამ მანქანა სახლის წინ გააჩერა.

- დაგიბრუნებ, ახლა კი გთხოვ, მანქნიდან გაგადი.

ამჯერად დავემორჩილე მის თხოვნას და მანქნიდან გადმოვედი. სახლში ყურებჩამოყრილი შევედი და პირდაპირ ჩემი ოთახისკენ წავედი.

- აბა, როგორ ჩაიარა პაემანმა? - საიდანღაც ჯონგუკი გამოჩნდა.

- ჯონგუკ, გთხოვ, ახლა არ შემიძლია ლაპარაკი - კიბეს ავუყევი და საწოლზე უსიცოცხლოდ წამოვწექი. საღამო არ იყო, თუმცა მინდოდა ცოტა ხნით დამეძინა, რომ დამევიწყებინა მომხდარი. შუგას გული ვატკინე და ყველაზე მეტადსწორედ ეს მაწუხებდა.

კარზე კაკუნის ხმამ გამაღვიძა. შემეძლო გამომეცნო ვინ იყო, ამიტომაც სწრაფად წამოვვარდი ფეხზე.

- ყველაფერი მოგვარდება - მითხრა შუგამ და ტელეფონი გამომიწოდა. ზედ არ მიყურებდა და ეს გულს მიკლავდა. სწორედ მაშინ, როცა მივხვდი რომ მის მიმართ გრძნობები მაქვს, ჩვენ შორის უზარმაზარი კედელი აღიმართა.

- გაბრაზებული ხარ?

- არა.

- შენი თვალები სხვას მეუბნება.

- მინჯი - მომიახლოვდა და ხელი ჩამკიდა - უბრალოდ ძალიან ვინერვიულე. ხომ შეიძლებოდა შენთვის რაიმე დაეშავებინათ? ბუნებრივია, ცოტათი გაგიბრაზდი კიდეც, მაგრამ შენიც მესმის.

- მაპატიე - ამოვილუღლუღე და რამდენიმე ცრემლი გადმომცვივდა. შუგა დაუფიქრებლად ჩამეხუტა და ჩუმად ჩამჩურჩულა რომ საპატიებელი არაფერი იყო.

- ღამემშვიდობისა. - მითხრა ბოლოს, სანუგეშოდ გამიღიმა და თავის ოთახში შევიდა.

There are no comments yet. Log in to be the first to leave a review!

Similar stories