Fanfics

<12>

21:22, 8 March 2018

მეორე დილით, ადრე გავიღვიძე.

ოთახში ბოლთას ვცემდი და იმ ანონიმურ შეტყობინებებზე ვფიქრობდი, რომ ამ დროს ტელეფონის ზარი გაისმა.

უხალისოდ დავწვდი ტელეფონს და ყურმილი ავიღე.

გისმენთ

მინჯი, როგორ ხარ? 

ვაპირებდი მეკითხა, თუ ვინ იყო, თუმცა უეცრად თვითონ მივხვდი ჩემი მოსაუბრის ვინაობა.

კარგად ჯონჰან, შენ როგორ ხარ? 

კარგად. შენთან თხოვნა მაქვს

რა თხოვნა უნდა ჰქონდეს ჩემთან ჯონჰანს?

,რა თხოვნა?

დიდი ხანი არ არის რაც მერი ქალაქში ჩამოვიდა. აქაურობა მისთვისაც ისეთივე უცხოა, როგორიც შენთვის. მერის არცმეგობრები ჰყავს, ამიტომ თუ წინააღმდეგი არ იქნები, შენი გაცნობა უნდა. შეგიძლია დღეს შეგვხვდე?

ო, ღმერთო,  ნამდვილად ბედისწერა დამცინის.

,ჯონჰან მე... - დავიწყე, თუმცა უეცრად სიტყვა გამიწყდა. რა უნდა მეპასუხა?

ტუჩზე ვიკბინე და ნაძალადევი მხიარულებით გავაგრძელე საუბარი.

კარგი. შეგვიძლია საღამოს შევხვდეთ, პარკში.

კარგი. გმადლობ  -  გახარებული ხმით შემომყვირა ჯონჰანმა და ყურმილი დაკიდა.

რატომ დათანხმდი მინჯი?

ღრმად ამოვიოხრე და თმა ავიჩეჩე. საკუთარ თავზე ბრაზითა და ბუზღუნით გავედი გარეთ. ამ დროს შუგა დავინახე,  თავისი ოთახიდან გამოდიოდა. უეცრადრაღაც იდეა მომივიდა და სასწრაფოდ ვთხოვე ერთი წამით გაჩერებულიყო.

- რამე გინდა? საუზმობას ვაპირებ და ნამდვილად არ მსურს ერთი წუთით მაინც რომ დავიგვიანო.

- დღეს ჯონჰანისა და მისი შეყვარებულის ნახვას ვაპირებ და შეგიძლია წამომყვე? - პირდაპირ ვუთხარი და განათებული თვალებით შევაცქერდი.

შუგამ ხმამაღლა გაიცინა. ასე იშვიათად იცინის.

- გაგიჟდი?

ტუჩები მოვკუმე და ერთი ამოსუნთქვით მოვუყევი ყველაფერი ჯონჰანის ზარისა და მის შემოთავაზებაზე ჩემი დაუფიქრებელი თანხმობის შესახებ.

- კარგი, მაგრამ მაინცდამაინც მე რატომ მთხოვ რომ წამოგყვე? 

- არ ვიცი. - იატაკს მივაშტერდი და შემდეგ  ისევ მას ავხედე - უბრალოდ პირველად შენ გამახსენდი!  თუ უარს მეუბნები, არაუშავს. წავალ და ჯეიჰობს ვთხოვ. დარწმუნებული ვარ აუცილებლად წამომყვება!

კიბისკენ წავედი, თუმცა შუგას სიტყვებმა მაიძულა გავჩერებულიყავი.

- როდის მივდივართ?

***

შუგა მთელი გზა ბუზღუნებდა, რადგან მანქანით წამოსვლაზე არ დავთანხმდი, თვითონ კი ფეხით სიარული ეზარებოდა.

როგორც იქნა, პარკამდე მივაღწიეთ და პატარა შადრევნის ირგვლივ მდგარი სკამებიდან ერთ-ერთზე ჩამოვსხედით.

ჯონჰანი და მერი ჯერ არ იყვნენ მოსული.  ცოტა ხანი ველოდეთ, თუმცა ისინი ისევ არ ჩანდნენ.

ჯონჰანისთვის დარეკვა დავაპირედა სწორედ ამ დროს მისგან შეტყობინება მივიღე, რომლის საშუალებითაც ბოდიშს მიხდიდა და მატყობინებდა, რომ მერის მამა შეუძლოდ გახდა და იძულებულები გახდნენ ქალაქ გარეთ წასულიყვნენ.

- წავიდეთ - შევთავაზე შუგას, თუმცა ის ხმას არ იღებდა.

- ცოტა ხანი დავრჩეთ - ღიმილით მითხრა ბოლოს და თავის ღრმა ფიქრებს დაუბრუნდა.

მე ჰორიზონტს მივაშტერდი. ხმის ამოუღებლად ვისხედით სიჩუმეში მანამ, სანამ ბიჭები გამოჩნდებოდნენ.

- აქ რას აკეთებთ? - შეუბღვირა შუგამ.

- თქვენ გამოგყევვით. - მშვიდად უპასუხა თეჰიონმა და მხრები აიჩეჩა.

- პაემანზე პარკში ჯდომის გარდა არაფერს აკეთებთ? თანაც, ერთმანეთს არც კი ელაპარაკებით. არ მეგონა ასეთი მოსაწყენი წყვილი თუ იქნებოდით.

- რა პაემანი? - გაკვირვებულმა შევყვირე და უეცრად მივხვდი, რომ მათ არასწორად გაიგეს ჩვენი აქ მოსვლის მთელი არსი.

- კარგი რა! ვიცით რომ პაემანი გაქვთ! და იმაზე, რომ თქვენი ურთიერთობის ამბავი დაგვიმალეთ, სხვა დროს ვისაუბროთ! - გვითხრა ჩონგუკმა და თვალები გადაატრიალა.

- შეცდით ბიჭებო - გავიცინე და ყველაფერი  ავუხსენი, რათა სისულელეების როშვაშეეწყვიტათ.

- რა სიგიჟეა! - ჩაილაპარაკა ბოლოს ჯიმინმა.

- სახლში დავბრუნდეთ - შემოგვთავაზა შუგამ და თვითონ წასასვლელად მოემზადა.

- არა! რამე ვითამაშოთ! - წამოიყვირა თეჰიონმა.

- რა უნდა ვითამაშოთ?

- ფეხბურთი.

- ფეხბურთი? ამ ღამით? - დაიყვირა შუგამ ისე, თითქოს ყურებს ვერ უჯერებდა.

-ჰო, მერე რა?

- კარგი აზრია! - მხარი აუბეს სხვებმაც და შუგა იძულებული გახდა დათანხმებულიყო.

თეჰიონმა ბურთი იყიდა და მოედნისკენ გაგვიძღვა. ორ გუნდად გავიყავით. მე, ჯონგუკი, ნამჯუნი და შუგა ერთ გუნდში ვიყავით, დანარჩენები კი მეორეში.

თამაში დავიწყეთ და წილად მეკარის პოზიცია მხვდა.

რამდენიმე წუთი თვალს ვადევნებდი ბიჭებს და მივხვდი, რომ აქ ერთადერთი ადამიანი ვიყავი, ვინც თამაშის წესებს იცნობდა.

უამრავი საჯარიმო და უამრავი არასწორი მანევრი, თუმცა არანაირი სათანადო რეაქცია. ყველას მხოლოდ ერთი მიზანი ჰქონდა - გაეტანა გოლი მოწინააღმდეგის კარში და ამ მიზნის მოსაღწევად, თითოეული ცალ-ცალკე იბრძოდა.  

სანამ მე მათზე მეცინებოდა, ჯინმა ბურთი ჩემი მიმართულებით ისროლა.ვერ მოვხერხე ბურთის დაჭერა და და მალევე სახეზე საშინელი ტკივილი ვიგრძენი. მიწაზე დავეცი და ცხვირიდანსისხლი წამომივიდა.

თამაში შეწყდა.

ბიჭები წამოდგომაში და სისხლდენის შეჩერებაში დამეხმარნენ. წასვლამდე კიცოტა ხნით ჩამოვსხედით, რომ დაგვესვენა.

ცას ვუყურებდი და ვფიქრობდი, რომ უეცრად  ვიგრძენი  ძილი როგორ მომერია. თვალებიუნებურად დავხუჭე და ჩამეძინა.

***ვიცი პატარა თავებს ვდებ და ისიც ვიცი რომ ამჯერად ძაააალიან დავაგვიანე😢😢😢ბოდიშს გიხდით, ეს აღარ განმეორდება😢❤სკოლის დაწყებამ ყველაფერი არია😔

There are no comments yet. Log in to be the first to leave a review!

Similar stories