Fanfics

<11>

16:18, 27 October 2017

საყვარელო, როგორ ხარ? შენზე ძალიან ვნერვიულობ. ზარებს რატომ არ პასუხობ გაბრაზებული ხარ? ძალიან მომენატრე. შეგიძლია ერთხელ მაინც დამელაპარაკო? მინდა ყველაფერი აგიხსნა. დარწმუნებული ვარ, გაგვიგებ მე და მამაშენს. როგორც კი შეტყობინებას ნახავ, დამირეკე   -  დედა

არ გიხდება ეგ საქციელი. უკვე ბავშვი აღარ ხარ და ისე უნდა მოიქცე როგორც ზრდასრულ ადამიანს შეეფერება. დამირეკე, უნდა ვილაპარაკოთ - მამა.

ორივეს შეტყობინება წავიკითხე და თვალები ცრემლებით ამევსო, რადგან მომეჩვენა რომ მათ უსამართლოდ ვექცეოდი. მიუხედავად ამისა, მშობლებთან საუბრის სურვილი არც ახლა გამჩენია და უბრალოდ მინდოდა რომ ორივესგან თავი შორს დამეჭირა. ეს ძალიან ეგოისტური სურვილი იყო, თუმცა საკუთარ თავს ვერაფერს ვუხერხებდი. ალბათ, დრო მჭირდებოდა რომ მათთვის მეპატიებინა.

გადავწყვიტე, ამჯერადაც დამეიგნორებინა ისინი და პასუხი არ გამეცა, თუმცა თავი ცუდად ვიგრძენი და გადავწყვიტე მოკლეშეტყობინებები მაინც გამეგზავნა და  მეთქვა რომ ნერვიულობის მიზეზი არ ჰქონდათ და ჩემთვის დაფიქრების და ყველაფრის გაანალიზების საშუალებაუნდა მოეცათ.

მას შემდეგ რაც მშობლებს პასუხი დავუბრუნე,  ცოტა ხნით ფანჯარაში გადავიხედე და ხედს მივაშტერდი. ირგვლივ გამეფებულ სიჩუმეს გრილინიავის შრიალი თუ არღვევდა.

გასეირნება მომინდა და გადავწყვიტე, თან მოლში შემევლო. იმედი მქონდა გზას ადვილად მივაგნებდი და არსად დავიკარგებოდი. ოთახი დავტოვე და უნებურად შუგას ოთახიდან გამოსულისიმღერის ხმას დავუგდე ყური.

,,მაშინ, როცა თავს ხიდან ჩამოვარდნილი შემოდგომის ფოთოლივით იგრძნობ, რომელსაც ქარი თავის ნებაზე  დაატარებს, მიხვდები თუ რა რთულია იყო მარტო... "

ალბათ ახალ სიმღერას წერს.

გავიფიქრე, მხრები ავიჩე და ქვემოთ ჩავედი.

- სადმე მიდიხარ? - მკითხა მონმა, როცა ჩანთით ხელში დამინახა.

- ჰო, ვიფიქრე ცოტას გავივლიდი და თან საჭირო ნივთებს ვიყიდდი.

- მარტო მოახერხებ? თუ გინდა, წამოგყვები.

- არ, არის საჭირო. - გავუღიმე და სახლიდან გავედი და ქუჩას პირდაპირ დავუყევი და მარცხნივ შევუხვიე, სადაც პარკი მეგულებოდა.

საღამომდე პარკში ვიჯექი და უბრალოდ გარემოს ვუყურებდი, საღამოს კი მოლში შევიარე, რომელიც პარკის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობდა.

შიგნით რომ შევედი და მერე მივხვდი რომ სულაც არ ვიყავი აქ ყოფნის ხასიათზე. უღიმღამოდ ვათვალიერებდი ტანსაცმელს და არცერთი მათგანი არ მომწონდა. უეცრად გვერდით ვიღაც ქუდიანმა პიროვნებამ ჩამიარა და მხარი გამკრა, რის შედეგადაც იატაკზე დავეცი, თუმცა დახმარება ან ბოდიშის მოხდა არც კი უფიქრია.

ბუზღუნით წამოვდექი ფეხზე და თვალი ზიზღით გავაყოლე, ამ დროს კი მივხვდი რომ ეს ჩვენი შეხვედრის პირველი შემთხვევა არ ყოფილა და მე ის დღეს დილითაც დავინახე, სახლიდანრომ გამოვდიოდი.

უეცრად ის ტექსტური შეტყობინება გამახსენდა,  გუშინ რომ მივიღე და უნებურად შიშმა შემიპყრო.

ხელცარიელმა დავტოვე მოლი და სახლისკენ წავედი. მალევე მივხვდი, ის პიროვნება უკან მომყვებოდა და ახერხებდა კიდეც ჩემთან მოახლოებას. როცა უკვე მეგონა რომ თითქმის ჩემს უკან იდგა, უბრალოდ სიარული შევწყვიტე და კანკალით შევტრიალდი.

ის ნელა მოდიოდა. 

სახეს ვერ ვამჩნევდი, რადგან ქუდი ეხურა.

უეცრად სვლა უფრო მეტად შეანელა, გაჩერდა, შემდეგ კი სირბილით გამოექანა და გვერდით ჩამირბინა. ასე მეგონა გული გამისკდებოდა, თუმცა როგორც კი თვალს მიეფარა, შვებით ამოვისუნთქე. სწორედ ამ დროს ვიღაცისგან შეტყობინება მივიღე.

შეგეშინდა? ეს გაფრთხილება იყო. იმედია, კარგი გაკვეთილი მიიღე

ტელეფონი ჯიბეში კანკალით დავაბრუნე და გზა გავაგრძელე. ეზოში რომ შევედი, იქ შუგა დამხვდა.

- აქ რატომ ხარ?

- გაფითრებული ჩანხარ. კარგად ხარ?

- კი...უბრალოდ...მეგონა დავიკარგე და ცოტათი შემეშინდა - ვიცრუე და თვალთმაქცურად გავიღიმე - შენ არ მიპასუხებ კითხვაზე?

- შენ გელოდებოდი.

- მე? რატომ?

- რაღაცის თქმა მინდა.

- კარგი, შიგნით შევიდეთ, რადგან სადაცაა გაწვიმდება.

- არა! აქ დავრჩეთ ჯობია.

- კარგი

მხრები ავიჩეჩე და იქვე გრძელ სკამზე ჩამოვჯექი. შუგაც გვერდით მომიჯდა.

- შეგიძლია დაიწყო.

- არ შემიძლია.

- რა? - წარბი შევკარი.

- წვიმა დაიწყო. სახლში შევიდეთ. არ მინდა ისევ გავცივდე - სწრაფად წამოდგა და შიგნით შევიდა.

რა ჯანდაბა სჭირს?

ირონიულად გავიცინე მის სულელურ ქცევაზე და უკან მივყევი.

***საუკუნეა ახალი თავი არ დამიდია🙏მაპატიეთ...

There are no comments yet. Log in to be the first to leave a review!

Similar stories