Connection of bodies
19:02, 10 January 2021–სიარულს შეძლებ? –ზეინმა მკითხა, როდესაც მანქანა სახლის წინ გააჩერა და კარი გამოაღო.
სახლის თვალიერებით ისე გავერთე მის კითხვას ყურადღება არ მივაქციე. მანქანიდან გადმოვედი და ახლა უკვე ფეხზე მდგომმა გავაგრძელე მისი შესწავლა.
პატარა სახლი იყო თეთრი კედლებით და პატარა, თუმცა მშვენიერი ბაღით. მწვანე, ხასხასა მინდორზე შახმატურად დაერგოთ წითელი ვარდები. ღობესთან ახლოს თეთრ სკამსაც შეამჩნევდით.
–მეგონა დიდ, მდიდრულ სახლში იცხოვრებდი.
–მარტო ვცხოვრობ და დიდი სახლი რად მინდა–თვალები აატრიალა და ხელით მანიშნა გავყოლოდი.
სუსხიანმა ქარმა კარგად გამომაფხიზლა. თაბრუსხვევას აღარ ვგრძნობდი და დამოუკიდებელად სიარულიც შემეძლო.
ღობიდან სახლამდე მიმავალ ვიწრო ბილიკს უხმოდ გავუყევით. არც სახლში შესვლის და ჩემი ქურთუკი დაბინავების დროს გაგვიცია ხმა ერთმანეთისათვის.
–სუფთა ტანსაცმელს მოგცემ და მოწესრიგდი კარგი?
–გოგონების ტანსაცმელი გაქვს? –თავი უხერხულად მოვიფხანე.
–არა, ნუ ნერვიულობ, აქ არავინ მომყავს. ჩემი ტანსაცმლიდან აგირჩევ რამეს. –ისევ თვალები აატრიალა და ოთახისკენ წავიდა.
იმედი მაქვს ეგ თვალები ერთხელ სამუდამოდ გადაგიტრიალდება ზეინ მალიკ.
–საიდან მოიტანე, რომ ვნერვიულობ? –ნაბიჯები ოდნავ ავუჩქარე რომ დავწეოდი. –უბრალოდ ვიკითხე.
–კარგი, დამაჯერებლად ჟღერს. –არც შემომხედა, კარადასთან მივიდა და რამდენიმე ტანსაცმელი გადმოალაგა.
გაბუსხული დავუწყე თვალიერება. არ ვიცი ის უფრო მაღიზიანებდა ყველა წვრილმანზე რომ ვეჭვიანობდი თუ ის რომ ამას ვერ ვმალავდი და ზეინიც ამით სარგებლობდა.
–ჩემი შარვლები ძალიან დიდები გექნება ხო? –თავისი სპორტული შარვალი წელზე მომაზომა და რომ მიხვდა ზედმეტად დიდი იყო უკან დააბრუნა.
მის შემხედვარეს ჩამეცინა. ყოველთვის ძალიან საყვარელია როდესაც მისი ქმედებები დაუგეგმავი და უბრალოა.
–მოდი ჩემს ერთ ძალიან დიდ მაისურს მოგცემ და კომფორტულად იქნები კარგი? მეც დიდი მაქვს ისეთია, ასე რომ თავს უხერხულად არ იგრძნობ. და თუ ღმერთი გწამს მოიშორე ეგ სულელური ღიმილი სახიდან–უკანასკნელ სიტყვებზე შემომიბღვირა და სავარაუდოდ იმ მაისურის ძებნა დაიწყო რომელიც ამიღწერა.
ვერ ვხვდები რატომ მიბღვერს. ჩემი ბრალი ხომ არაა ასეთი საყვარელი რომაა და ბედნიერ ღიმილს სახიდან ვერ ვიშორებ.
რამდენიმე წუთში შავი მაისური, მისი ბოქსერები და დიდი პირსახოცი ხელში შემომაჩეჩა. მე სააბაზანოს გზა მასწავლა თვითონ კი სამზარეულოსკენ წავიდა.
შხაპი სწრაფად მივიღე.დიდი ხანი ბანაობას ვერ ვიტან. ცხელი წყალი ჩემს კანს ცუდ მდგომარეობაში აგდებს.
ზეინის ბოქსერები რომ ამოვიცვი ისევ ისე უაზროდ გამეღიმა და ეს ღიმილი იქამდე არ შემიწყვიტავს სანამ მაისურიც არ გადავიცვი და სარკეში საკუთარ თავს თვალი არ მოვკარი. უკვე ზედმეტი მომდიოდა. საკუთარი თავის კონტროლი უნდა შევძლო და შევწყვიტო ოცნების კოშკების შენება. ზეინმა უკვე ამიხსნა, რაც არ უნდა ძალიან სდომოდა ჩემთან ყოფნას ვერ შეძლებდა და ის რასაც ახლა აკეთებს მხოლოდ მეგობრულ ჟესტად უნდა აღვიქვა.
სააბაზანოდან გეზი სამზარეულოსკენ ავიღე. ეს მაისური მართლა კომფორტულად მაგრძნობინებდა თავს. ბარძაყებს მთლიანად მიფარავდა რაც მოსახერხებელი იყო.
ზეინი მაგიდასთან წელში მოხრილი იჯდა, ტელეფონში რაღაცას ათვალიერებდა მის წინ კი ორ თეფშზე გადანაწილებული მაკარონი იდგა. მხოლოდ საჭმლის დანახვის შემდეგ მივხვდი როგორ ძალიან მშიოდა.
ზეინის წინ სკამზე მოვთავსდი. ვუცდიდი სანამ ყურადღებას მომაქცევდა, რომ ჭამა ერთად დაგვეწყო. როგორც იქნა იკადრა ტელეფონიდან თავის ამოწევა
–ჭამე–საჭმელზე მიმითითა–ლეილას უკვე მივწერე, რომ სასმელის გამო ცუდად იყავი და ჩემთან წამოგიყვანე, მაგრამ არ მგონია მისი კითხვების ქარიშხალს გადაურჩე.
–ლიამი? ლიამს ეკონტაქტები?
–რატომ არ უნდა ვეკონტაქტებოდე? –ცალი წარბი ამიწია.
–იმ ამბების შემდეგ, ხომ ხვდები.
–თავის მოკვლა შენ სცადე მე კი არა.
–როგორი პირდაპირი ხართ ბატონო მალიკ–გამოვაჯავრე.
–მე შენს ადგილას გვარით მომართვას მეორედ აღარ გავბედავდი. –თვალი თავხედური ღიმილით ჩამიკრა.
–თორემ რა მოხდება ბატონო მალიკ? –გამომწვევად გავუცინე და ოდნავ წინ გადავიწიე. არ ვიცი რატომ მაგრამ მომწონდა მისი გაღიზიანება. შეიძლება სხვ ბიჭებთან მორცხვი ა ისეთი მორიდებული ვიყავი ორ სიტყვას ერთმანეთზე ვერ გადავაბავდი, მაგრამ ზეინთან, ყველა კოთხე კუნჭულში გაფანტული სითამამე თავს ერთად იყრიდა და სიამოვნებას იღებდა ზეინის გამოწვევით.
–სიტყვებით აგღიწერო თუ პირდაპირ გაჩვენო–ისიც წინ გადმოიწია და გამომწვევად ამათვალიერა.
მიუხედავად ჩემში არსებული უდიდესი სითამამის და ვნების ნარევისა უკან მაინც დავიხიე და ჭამა მშვიდად გავაგრძელე. ჯერ მზად არ ვიყავი მის გამოწვევებთან განსამკლავებლად.
აღარც ზეინს ამოუღია ხმა.
–წვენი გაქვს?–არ შემეძლო საჭმლის ისე ჭამა რომ წვენი არ დამეყოლებინა.
–მაცივარშია. ჭიქები ზემოთ თაროზე. –ხელით მანიშნა და ისევ ტელეფონში ჩაძვრა. როგორი ზრდილობიანია.
წვენი თვალების ტრიალით დავდგი მაგიდაზე და ჭიქების მოსატანად წავედი.
დაბალი არ ვარ, მაგრამ ზეინს თარო თავის თავზე ჰქონდა მორგებული. მომიწევს მატლივით გავიწელო.
ფეხის წვერებზე ავიწიე, მთელ სიგრძეზე გავიწელე, მაგრამ მხოლოდ თითის წევრების სახელურზე დადება მოვახერხე.
მცდელობებით ისე გავრთე ზეინის მოახლოება ვერც ვიგრძენი. ხელები რომ წელზე დამაწყო და ზემოთ ამწია შიშისგან წამოვიკივლე.
–მალე გამოიღე–ჩემს მოშიშვლებულ ბარძაყებთან ამოიჩურჩულა. ვიგრძენი მთელს სხეულზე ბეწვი როგორ ამეშალა.
სწრაფად გამოვიღე ორი ჭიქა და ზეინმაც იმ წამსვე ძირს დამსვა. თუმცა გაწევა არ ეჩქარებოდა. ხელები ჩემს უკან ბარზე ისე ეწყო რომ თავის დაძვრენის საშუალება არ მოეცა.
თავი გვერძე გადააგდო და ღიმილით ამათვალიერა. აშკარად ხალისობდა ჩემს დამფრთხალ სახეზე.
სახე ახლოს მოწია, თავისი ლიმონის, გონების დამბინდველი სურნელი შემომაფრქვია. ჩემი ტანი მის ქმედებებზე რეაგირებას ვერ წყვეტდა.
ქვედა ტუჩზე თითი გადამისვა. თვალები მიმეხუჭა. კოცნის მოლოდინში გავინაბე, თუმცა მხოლოდ ლოყაზე მოფერება და მსუბუქი ამოოხვრა მივიღე.
–თუ დავიწყებ, გაჩერებას ვერ შემძლებ–ყურთან მიჩურჩულა და იქვე დამიტოვა პატარა კოცნა.
იმედგაცრუებულმა დავიკავე ჩემი ადგილი. ყველაფრის სურვილი გამიქრა არც ჭამა მინდოდა და აღარც წვენის დალევა.
–ბია, იმედია ხვდები...
–არაფერია –ხელები ანერვიულებულმა ავწიე მის გასაჩუმებლად–ჩვენ ერთად ყოფნას ვერ შევძლებთ და კიდევ რაღაც ჩემ განადგურებაზე.
ცინიკურად ჩავიცინე და ხელები გადავაჯვარედინე.
–ისე იმ ქერა გოგოს შენი ქმედებებით არ უქმნი საფრთხეს?
–როგორი ეჭვიანი ყოფილხარ–ისევ ისე ღიმილით ამათვალიერა.
–სულაც არა–სწრაფად ვუარყავი–და შეწყვიტე ჩემთვის ეჭვიანობის დაბრალება.
ცხვირი წყენით ავიბზუე რასაც მისი ხმამაღალი ხარხარი მოჰყვა. ყოველთვის ისეთი ლამაზია როდესაც სიცილის დროს კბილები უჩანს, შეუძლებელია მასზე გაბრაზებული დარჩე.
–მგონი ჯობია დაისვენო –თითით ცხვირზე გამეთამაშა, მაგრამ სახე გავწიე. უნდა იცოდეს რომ მასზე გაბრაზებული ვარ.
–ჯერ არ მეძინება. თუ შეიძლება ტელევიზორს ვუყურებ. –უემოციოდ ვუთხარი.
–მისაღებში გადი–ამოიოხრა და თეფშები ნიჟარაში ჩააწყო.
სამზარეულოდან მისაღებში გადავინაცვლე. დიდი ტელევიზორი კი ჩავრთე მაგრამ მაშინვე ტელეფონში ჩავძვერი. ინტერნეტის პაროლის პოვნა არ გამჭირვებია. როუტერზე ეწერა.
დივანზე წამოვწექი და სოციალური ქსელების შემოწმება დავიწყე. ისააკის შეტყობინებები დავაიგნორე. ახლა მისი თავის მართლების მოსმენის ნერვები არ მქონდა. ისედაც არ ვადანაშაულებდი მას.
ზეინი ოთახში გიტარით შემოვიდა. თვალის კუთხიდან გავხედე. არ მინდოდა დაენახა რომ ვუყურებდი. დივანზე ჩემს ფეხებთან დაჯდა და გიტარა მოიმარჯვა.
please my wonderful girl, Take my apologies
ტკბილად წაიმღერა და ღიმილით გამომხედა.
ღიმილის დასამალად თავი ჩავხარე.
–შეწყვიტე ჩემს ნერვებზე თამაში.–ფეხის გულებზე მომიღუტუნა.
–ჰეიი, რას აკეთებ–წამოვიკივლე და ფეხები მოვკეცე. საშინლად მეზიზღება ღუტუნი. ამის გამო ვიღაცის მოკვლაც კი შემიძლია.
–გააგრძელებ გაბუტვას, გავაგრძელებ ღუტუნს.–გამიმწვევად აათამაშა წარბებეი
–კარგი ხო–ფეხმორთხმული დავჯექი მის წინ–რამე მიმღერე და შეგირიგდები.
–მაინც რა?
–არ ვიცი რაც გინდა ის.
–შენ ჩემი ნამღერი ყველაფერი მოგეწონება არა?
–ნარცისო–ხელი მხარში მივარტყი.
–უბრალოდ ავღნიშნავ როგორ გიყვარვარ–მხრები უდანაშაულოდ აიჩეჩა.
–დაუკრავ თუ არა? –სანამ გავწითლდებოდი იქამდე გადავწყვიტე მისი შეჩერება.
გიტარა ხელში მოიმარჯვა.
I heard you say, meet you in the long grassSomething good at long last, and we're awayNext to me, found you by the old tree, something we can both seeAnd we're away
Oh let's run away and not know where we're going toLet's go for today and it's all going to be wonderful
Oh, oh, oh, oh
Far away, find us in the future, something in your natureAnd we're awayWhat d'you say, meet you by the seaside, somewhere we can both hideAnd we're away
Oh let's run away and not know where we're going toLet's go for today and it's all going to be wonderfulOh let's run away and not know where we're going toLet's go for today and it's all going to be fineOh, oh, oh
მთელ სიმღერას თვალდახუჭული ვუსმენდი. ყოველი ნოტი ახალ გამოუცდელ გრძნობებს აღმიძრავდა.
–მოგეწონა? –ხმადაბლა და თითქოს მორიდებით მკითხა.
–ძალიან, საოცრად მღერი. რატომ არ გინდა ამით გააგრძელო კარიერა.
–ბიზნესი მომწონს. მინდა მამას რესტორნების ქსელი მე ვმართო–გიტარა გადადო და დივნის ზურგს მიეყრდნო. –თუმცა შენთვის დავუკრავ ხოლმე.
ბოლო სიტყვებზე ღიმილით გამომხედა.
–იცი, კომაში რომ ვიყავი შენი ხმა ჩამესმოდა, შენი სიმღერის ხმა. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ერთხელ მქონდა შენი სიმღერა მოსმენილი.
მხრები ღიმილით აიჩეჩა, არაფერი უთქვამს.
–აღარ გაბედო მსგავსი სისულელის გაკეთება.–უეცრად შემომიტრიალდა სერიოზული სახით. –თორემ თუ გადარჩები, სულს ღუტუნში ამოგხდი.
ჩემკენ ოდნავ გადმოიხარა.
–არა, არა ოღონდ ეგ არა. –ხელების ქნევა დავიწყე რომ ვერ მომკარებოდა.
–კარგი, მოიწიე ჩემკენ–სიცილით დამავლო ხელი და თავისკენ დამქაჩა. მის მკერდს მივეხუტე და ხელები მოვხვიე.
–ვიცი რომ თავს ცუდად გრძნობ.–თმაზე ხელი გადამისვა და ზედ მაკოცა– მარტივი არ იყო ის რისი გადატანაც მოგიწია, თუმცა ეს სულელური გამოსავალია. ოდესმე ყველაფერს შეეჩვევი და უკან გახედვისას საკუთარ ფიქრებზე და ქმედებებზე გაგეცინება.
თავზე მეფერებოდა და თან ხმადაბლა მელაპარაკებოდა.
–ლიამი არასოდეს მაპატიებს–საცოდავად ავხედე მან კი სახე დამიჭირა და ორივე თვალზე მაკოცა. სიამოვნებისგან უფრო გავინაბე.
–უბრალოდ დაელაპარაკებაა საჭირო. შენ კი დარწმუნებული ვარ მშიშარასავით იქცევი და ვერც კი ენახვები.
–ეგ მართალია–ჩამეცინა
–ხოდა ხვალ აქედან რომ წახვალ დაურეკე და შეხვედრა სთხოვე. დარწმუნებული ვარ დიდიხანი ვერც ის გაძლებს გაბრაზებული. უბრალოდ ინიციატივის გამოჩენა არ უნდა, რადგან დამნაშავე შენ ხარ. –მითხრა და ლოყაზე მიჩმიტა.
–მადლობა –დავიჩურჩულე და ლოყაზე ვაკოცე.
–თუმცა ახლა უნდა ადგე და დაისვენო. ისედაც დიდი ხანი გავჩერდით.
ზეინმა ხელები გამიშვა და წამოდგომაში დამეხმარა. არ მესიამოვნა მისი თბილი მკლავებისგან გათავისუფლება, მაგრამ სხვა გზა არ იყო.
–ახლა კბილის ჩოთქს მოვძებნი აბაზანაში დამელოდე.
აბაზანაში შევედი და სანამ ზეინი შემოვიდოდა სახე დავიბანე.
–აი–კბილის ჩოთქი გამომიწოდა.
პასტა წავუსვი და სარკესთან დავდექი კბილების გასახეხად. სარკიდან დავინახე ზეინმა მაისური როგორ გაიძრო. მისი სხეულის თვალიერების გამო სულ დამავიწყდა რას ვაკეთებდი. ფიქრები ისევ მისმა ხმამ გამიფანტა.
–ნუ იბნევი პატარავ, განაგრძე–ხელები წელში ჩამავლო და გვერდით გამწია.
–არ ვიბნევი–კბილის ჩოთქის და დაბნეულობის გამო ძლივს ამოვილუღლუღე.
ზეინს მხოლოდ ჩაეცინა. მგონი უკვე მიეჩვია ჩემგან სრული სიმართლის თავგამოდებულ უარყოფას და აღარც მეწინააღმდეგებოდა.
ზეინს მაისური არც ჩაუცვია ისე გამოიყვანა საძინებელი ოთახისკენ. იმედია ისიც აქ დაწოლა არ აპირებს. ნამდვილად არ მინდა უხერხულობისგან მოვკვდე.
ზეინის ოთხი მუქ ფერებში იყო გაწყობილი, მაგრამ ფერადი ნათურები ანათებდა კედლებს.
ოთახის კედლები გადაჭედილი იყო სხვადასხვა მუსიკალური ჯგუფების, მომღერლების და ფილმების პოსტერებით.უმეტესობას ვერც კი ვცნობდი.
–შემატარებ? –სიცილით გამწია კარში გაშეშებული–რაც აქ მოხვედი უკვე მერამდენედ გაშეშდი. ნამდვილად კარგად ხარ?
–კი, უბრალოდ ისეთი რაღაცეები აღმოვაჩინე გაოცებას ვერ ვმალავ.
–მაგალითად ჩემი იდეალური პრესი? –ხელი პრესს გადაატარა.
თავი სიცილით გადავაქნიე და ისევ გავაგრძელე ოთახის თვალიერება.
–რომელია შენი საყვარელი ჯგუფი? –საწოლზე ფეხმოკეცილი დავჯექი.
–ბევრია, მაგრამ ნირვანას გამოვარჩევდი–მხრები აიჩეჩა და ჩემ წინ ჩამოჯდა.
–კობეინზე მეც ვგიჟდები.
–გროლი და ნოვოსელიკი მოტეხე? –გაოცებულმა გამიღიმა.
დარცხვენილამ გავიცინე.
–არაფერია, ვინც მღერის ყველა იმას ამჩნევს.
–ვარდები გიყვარს? –თემა უხერხულობის გასაფანტად შევცვალე.
–დიდად არ მიყვარს. დედაჩემს ძალიან უყვარდა წითელი ვარდები. პატარაობაში როცა ამ სახლში ვცხოვრობდით მაშინ დავრგე, მეგონა ამის გამო მაინც დაბრუნდებოდა, მაგრამ ეს მისთვის ცოტა აღმოჩნდა. შემდეგ უბრალოდ დამენანა მათი ამოყრა.
მხრები მოწყენილმა აიჩეჩა. უხერხულობის გაფანტა მინდოდა, მაგრამ პირიქით მოვიქეცი.
–ბოდიში, ცუდი მოგონებები გაგახსენე.
–არაფერია. ცუდ მოგონებებად არც ვთვლი. ყველაფერი რაც ხდება ჩვენს ცხოვრებაში, კარგიც და ცუდიც, საჭიროა რომ მოხდეს ისინი ძალას გვაძლევენ და მომავლისთვის გვამზადებე.
ხანგრძლივი დუმილის შემდეგ ზეინი ჩემ წინ გადაწვა.საშუალება მომეცა მისი სრულყოფილი სხეული კარგად დამეთვალიერებინა.თვალით მისი ყველა ტატუს კონტური მოვხაზე.
–მიშტერება უზრდელობაა, მაგრამ მე მომწონს როცა მაშტერდებიან, ასე რომ განაგრძე–თვითკმაყოფილმა ჩაიცინა.
მეც გამეცინა.მომწონდა ჩემთან როგორი გახსნილიც გახდა. აღარ იყო ისეთი უჟმური და გულჩათხრობილი ზეინი, როგორიც სხვა დროს. რაც მიზეზს მაძლევდა უფრო მეტად მყვარებოდა.
–შეიძლება შევეხო? –ტატუებზე ვანიშე.
წარბები დაეჭვებით აწია, მეც კი მაეჭვებდა ჩემი სითამამე.
თავი ოდნავ დამიქნია.
თითი გადავატარე თუ არა მის ერთერთ ტატუს, მაშინვე შეკრთა და უკან დაიხია.ისე იქცევა თითქოს ქალი პირველად ეხებოდეს.
–ეს ცუდად დასრულდება–თითი მუქარით და თანაც ეშმაკური ღიმილით დამიქნია.
–მეგონა შეამჩნიე, რომ ცუდი დასასრულების არ მეშინია. –ჩემდა გასაკვირად გამომწვევად ვუთხარი.
მთვრალი აღარ ვიყავი, ძალიან ადეკვატურადაც ვაზროვნებდი, მაგრამ ეს ხელს არ მიშლიდა რომ ზეინი მდომებოდა.ეს ოდესღაც აუცილებლად მოხდებოდა, მე კი წინააღმდეგი არ ვიყავი ჩემი „პირველი“ ის ყოფილიყო.
ზეინმა დაეჭვებით გამომხედა.გამომეტყველება არ შემცვლია.
ჩემი წინ გამოწეული ხელი დაიჭირა, მეორეც შეუერთა და საწოლის თავთან გამიკავა.
ვნებისგან ფეხები ამიცახცახდა. ისე ახლოს იყო ჩემს სახესთან, ისე სწრაფად მეცემოდა მისი ხშირი სუნთქვა, თავის შეკავება მიჭირდა.
–ნუ იქნები სულსწრაფი ბია–ჩემი მოუსვენარი ფეხებზე მისი მოათავსა რომ არ მემოძრავა.
ცალი ხელით შარვლიდან ქამარი მოიხსნა, ცალით ისევ ჩემი ხელები ეჭირა.ხელები მისი ქამრით შემიკრა.
მაისური ერთი ხელის მოსმით გადახია.მთელ სხეულში დამბურძგლა, როცა მივხვდი, მის წინ სრულიად შიშველი ვიწექი.
ტუჩებზე ისე სწრაფად მაკოცა საშუალება არ მომცა ავყოლოდი, კოცნით ჩაუყვა ყელს, მკერდს, მუცელს, წელს
ტრუსის ზოლს კბილები გადაატარბა.ვიგრძენი თბილი სითხის ჩემი ორგანიზმიდან გამოდინება და სასიამოვნო პანიკა რომელიც სხეულს იპყრობდა.
კბილებს ხელებიც შეაშველა და ტრუსი გამაძრო.კლიტონზე ნაზი კოცნა დამიტოვა.მოთმენა აღარ შემეძლო, მინდოდა მის თმას ჩავფრენოდი და მაგრად მომექაჩა, მაგრამ შეკრული ხელები ხელს მიშლიდა, რაც უფრო მაგიჟებდა.მხოლოდ ფეხების მის წელზე შემოხვევა შევძელი.
ზეინმა ჩემი ფეხებიდან ისევ მკერდთან გადაინაცვლა. ძუძუსთავებზე ნაზად მაკოცა, ამდენი ხნის შენახულმა ვნებამ, რომლის გამჟღავნებისაც მრცხვენოდა, ერთიანად ამოხეთქა. რამდენჯერმე ხმამაღლა ამოვიკვნესე. საკუთარი თავი უკვე მე აღარ მეკუთვნოდა. დამოუკიდებელად ახდენდა რეაქციას ზეინის ქმედებებზე.
ზეინის ენა სწრაფად აღმოჩნდა ჩემს საშოსთან. ენა მთელ სიგრძეზე ამატარა, ამოვიხვნეშე. სურვილისგან მთელი სხეული მითრთთოდა. და ეს ჯოჯოხეთურად ცუდი იყო. ფეხების ერთმანეთზე მიჭერა გადავწყვიტე, მაგრამ ზეინმა სწრაფად დამაშრებინა ერთმანეთს.
–მე აქ რისთვის ვარ მშვენიერო–კიდევ ერთხელ მაკოცა კლიტონზე და იქვე ამოიჩურჩულა–მზად ხარ?
–კიი–აჟიტირებულმა ლამის დავიყვირე.
ზეინმა ფეხები გადამიწია და ძლიერად შემოვიდა ჩემში.
წამით მთელი ვნება სადღაც გაქრა. ვგრძნობდი ზეინის ბიძგებს, მაგრამ ვნებას ვეღარ, თუმცა ეს არ ნიშნავდა სიამოვნების დასასრულს. ერთიანად ვიგრძენი ის რაც აქამდე გამოცდილი არ მქონდა.
ვიგრძენი ზღვის ქაფი თითებში. საკურას ყვავილების ფარფატი ჩემს სახეზე. ზღვის ტალღების მოძრაობა. უდაბნოს ქვიშანი ქარი. ვიგრძენი პოლარული დათვის ცივი ბეწვის შეხება. აქლემების მშვიდი ფშვინვა. ესპანელი ქალების ცეკვის დროს მათი კაბებისგან წამოსული ნიავი.
ნირვანიდან ტკივილმა გამომაფხიზლა.
შემდეგ ისევ სიამოვნება და ტკივილი
ეს ორი რამ ერთმანეთს ენაცვლენოდა. რიტმულად, თანაბრად.
ეს იყო მწარე სიამოვნება. და მხოლოდ ახლა მივხვდი როგორი შეიძლება ყოფილიყო ტკბილ-მწარე სიმფონია.
შეიძლება ზეინისთვის და ბევრი სხვისთვის ეს მხოლოდ სხეულთა სასიამოვნო კავშირი იყო, მაგრამ იქ სადაც სიყვარულია ვერასოდეს იქნება მხოლოდ ფიზიკური სიამოვნება ან დაკმაყოფილება. როდესაც ორი ერთმანეთზე შეყვარებული სხეული ერწყმის ერთმანეთს, მაშინ მათი სულებიც ერთიანდებიან.
ყველანაირად ვეცადე კარგი თავი გამომსვლოდა.იმედი მაქვს მოგეწონებათ.
There are no comments yet. Log in to be the first to leave a review!

![Dust Bones [Harry Styles]](https://fanficsread.net/media/fs-stories-1/1198/conversions/a640cdb809d084e5d20475eedbf3c663.jpg)



