<15>
07:56, 29 October 2017- მინჯი, აქ რას აკეთებ?
შუგა ნელ-ნელა მომიახლოვდა და მაიძულა მისთვის შემეხედა. სახიდან ღიმილს არ იშორებდა, მე კი უხერხულობისგან ვერც კი ვლაპარაკობდი. თვალებს ხშირ-ხშირად ვაფახურებდი და ვფიქრობდი როგორმე თავიდან ამეცილებინა ჩემი და შუგას მომავალი დიალოგი, რაც დიდი ალბათობით უფრო უხერხულ მდგომარეობაში ჩამაყენებდა.
- მე...
- მიყურებდი როგორ მეძინა?
- რა? არა! რა სისულელეა!- ვიუარე და ცალ ფეხზე დაყრდნობილმა წონასწორობის შენარჩუნება ვცადე, თუმცა ვერ მოვახერხე და პირდაპირ შუგას მკლავებში აღმოვჩნდი. ეს პირველად არ მომხდარა, თუმცა როგორც კი მან დამიჭირა და ხელები წელზე შემომხვია, რაღაც უცნაურად სასიამოვნო და ამავდროულად ამაღელვებელმა გრძნობამ დამიარა მთელს სხეულში.
რამდენიმე წამით ერთმანეთს თვალებში მივშტერებოდით, შემდეგ კი უხერხული სიჩუმე ხმადაბალი ბუტბუტით გავფანტე, თმა გავისწორე და ვეცადე არ შემტყობოდა რომ გულის ცემა ამიჩქარდა. შუგამ როგორც იქნა ხელი გამიშვა, რის შედეგადაც ისევ წავბარბაცდი და საბოლოოდ, მის საწოლზე აღმოვჩნდი.
- მე მიყურებდი, არა? - კიდევ ერთხელ მკითხა და ისე გაიღიმა, მივხვდი ამას ჩემს გასაბრაზებლად აკეთებდა.
- არ მოკეტავ? ფეხი საშინლად ვიტკინე, შენ კი ისევ შენი დაგიჩემებია!
დავუყვირე და თვალი თვალში გავუყარე.
- კარგი, მშვიდად იწექი სანამ ტკივილი გაგივლის, მე მალე დავბრუნდები. - მითხრა და გარეთ გავიდა.
მინდოდა ჩემს ოთახში დავბრუნებულიყავი, თუმცა მივხვდი ჩემი ეს მცდელობა სადმე დაცემით დამთავრდებოდა, ამიტომაც გადავწყვიტე იქ დავრჩენილიყავი სადაც ვიყავი და მშვიდად დავწექი ემბრიონის პოზაში. ბალიშს მისი სურნელი ასდიოდა.
უჩვეულოდ ნასიამოვნებმა შევეცადე ხარბად შემესუნთქა შუგას სურნელით გაჟღენთილი ჰაერი და შემდეგ ბალიშს ჩავეხუტე.
არ ვიცოდი რას ვაკეთებდი, ან რატომ, თუმცა თავს ბედნიერად ვგრძნობდი და ღიმილის შეკავება მიჭირდა.
მგონი, ცოტა ხნით ჩამეძინა, თუმცა თვალი მალევე გავახილე და საწოლოს გვერდით დალაგებულ ლანგრებს მივაშტერდი.
- შენ რა, საუზმე აქ ამომიტანე? - სიცილით ვკითხე შუგას, რომელიც ფანჯარაში იყურებოდა.
- უბრალოდ არ მინდოდა მარტო მესაუზმა. ბიჭები სახლში არ არიან.
მომიახლოვდა და ერთ-ერთი ლანგარი მომაწოდა. მხრები ავიჩეჩე და მადიანად ჭამას შევუდექი. დროდადრო თვალს შუგასკენ ვაპარებდი და ვუყურებდი როგორ ილუკმებოდა.
რატომ მეჩვენება რომ საოცრად მომხიბლავი და საყვარელია?
- მოდი ვითამაშოთ. - წამოიყვირა შუგამ, როცა ჭამას მოვრჩით და ჩვენთვის უკვე ნაცნობ, უხერხულ სიჩუმეში ვისხედით.
- ვითამაშოთ? რა? - ინტერესით ვკითხე, რადგან მისგან ასეთ შემოთავაზებას არ ველოდი.
- თამაშს ჰქვია ,,სიმართლე". მე კითხვას დაგისვამ, შენ კი გულწრფელად უნდამიპასუხო.
- ეს თამაში შენი გამოგონილია, არა? - წარბი ავზიდე და ხელები გადავაჯვარედინე.
- თავისთავად.
- არ მინდა თამაში.
- სხვა გზა არ გაქვს.
- რას ნიშნავს სხვა გზა არ მაქვს?
- თუ არ დამთანხმდები, ვაპირებ რომ გაკოცო.
- როგორ შემეშინდა!
გავიცინე და ნიშნის მოგებით შევხედე. მან კი ტუჩის კუთხეში ჩაიღიმა და ჩემკენ წამოვიდა. ხელებს შორის მომიქცია დააპირებდა მართლაც ეკოცნა, რომ ამ დროს ხელი ვკარი და მოვიშორე.
- კარგი! კარგი, ვითამაშებ!
- მაშასე, პირველი კითხვა... - ხელი ნიკაპ ქვეშ ამოიდო და ისეთი სახე მიიღო, თითქოს გლობალური პრობლემების გადაჭრის გზებზე ფიქრობდა. - რა იგრძენი როცა გაკოცე?
- ჰეი!!!
- რა მოხდა?
- ასეთ კითხვებს ნუ მისვამ!
- ასეთში რას გულისხმობ?
- არაფერს!! უბრალოდ რაიმე სხვა მკითხე!
- მაგრამ მე ამ კითხვაზე მაინტერესებს პასუხი.
- თუ ასეა, ვწუხვარ, მაგრამ ვერ მიიღებ მაგ პასუხს!
თავის ქნევით დავეყრდენი ხელებს, ძალღონე მოვიკრიბე და ფეხზე წამოვვარდი. ტკივილის მიუხედავად, გარეთ გასვლა მაინც მოვახერხე. ჩემს ოთახში შევვარდი, კარი დავკეტე და უკვე დამშვიდებულმა რომ შუგა აქ შემოსვლას და ჩემი უხერხული კითხვებით შეწუხებას ვერ მოახერხებდა, ხმამაღლა გავიცინე.
საწოლზე მოვკალათდი და ფეხის ტკივილის დაიგნორება ვცადე.
ისევ ვიღიმოდი.
ცოტა ხნის შემდეგ, როცა სულელური ფიქრების უკუგდება მოვახერხე, ტელეფონი ავიღე და ქეი-დრამების ყურება დავიწყე. ვერც კი შევამჩნიე როგორ გავიდა რამდენიმე საათი. უეცრად შეტყობინება მივიღე.
სასწრაფოდ სამზარეულოში ჩამოდი! - ნამჯუნი.
პირველი, რაც გავიფიქრე, ის იყო რომ ჯუნმა მთელი სამზარეულო ცეცხლის ალში გახვია, ახლა კი წყლით სავსე ბოთლით ცდილობდა მის ჩაქრობას.
ფეხის ტკივილს უკვე გაევლო, ამიტომაც მოვახერხე და სწრაფად დავეშვი კიბეზე. სამზარეულოში სირბილით შევვარდი.
სურათი სრულიად განსხვავებული იყო იმისგან, რაც წარმოვიდგინე.
მთელი ბითიესი მაგიდის გარშემო იჯდა, შუაში კი შოკოლადის ტორტი იდო.
- რა მოხდა? შემაშინეთ! - დავუყვირე ყველას ერთად.
- თეჰიონმა ტორტი გამოაცხო და გვაიძულებს ვჭამოთ. გვინდათუ კი დავიხოცებით, შენთანერთად დავიხოცოთ. ამიტომაცმოდი, მივირთვათ. - ჩაიფხუკუნაჯონგუკმა და თეჰიონისგანმუჯლუგუნიც დაიმსახურა.
თვალები გადავატრიალე და მაგიდას მივუჯექი. ტორტი გემრიელი იყო და ჩემი კმაყოფილება არ დამიმალავს.
- ხშირად უნდა გამოაცხო ხოლმე!
თეჰიონმა გაიღიმა და მორცხვად დახარა თავი, რაზეც გულიანად გამეცინა.
- პატარა ბავშვივით ხარ - ვუთხარი და წამოვდექი. შუგამაც იგივე გაიმეორა და მაჯაში ჩამჭიდა ხელი.
- ფეხის ტკივილმა გაგიარა?
- კი - ვუპასუხე და გაკვირვებულმა შევხედე.
- მაშინ ჩემთან ერთად მოდიხარ.
- არა, არ მოვდივარ!
- კი მიდიხარ - დაიყვირეს ბიჭებმა და ღია კარში გასვლა საერთო ძალებით მაიძულეს. მანქანაშიც იმავე გზით ჩამსვეს და კარი ჩაკეტეს.
კმაყოფილი შუგა გვერდით მომიჯდა და მანქანა დაძრა.
- ის მაინც მითხარი სად მივდივართ! - ბრაზნარევი ხმით ვუთხარი და იმით უკმაყოფილომ რომ გასაქცევი გზა არ მქონდა, მშვიდად მივეყრდენი საზურგეს.
- მოგიტაცე და შენს ტყვედ გაყიდვას ვაპირებ. - ჩაიცინა შუგამ და თვალი ჩამიკრა.
- ძალიან სასაცილოა!
- წარმოუდგენლად სასაცილო!
- მოკეტე!
- დიალოგი შენ წამოიწყე.
- ეს ხელს არ გიშლის იმაში რომ გაჩუმდე.
- საყვარელი ხარ როცა იბუტები.
- მე ყოველთვის საყვარელი ვარ - ნიშნის მოგებით გავხედე და თავმომწონედ ჩავიღიმე.
- ნარცისი - გავიგონე როგორ ჩაილაპარაკა ჩუმად, თუმცა საკმარისად ხმამაღლარომ გამეგო.
- აუტანელი! - ჩავიბუტბუტე მეც და ფანჯრიდან ხედს მივაშტერდი. ნელ-ნელა ქალაქს ვტოვებდით და მდელოებისა და ხეების გარდა აღარაფერი ჩანდა.
There are no comments yet. Log in to be the first to leave a review!

