<10>
16:16, 27 October 2017სახლში რომ დავბრუნდით უკვე ყველას ეძინა.
იუნგიმ საკუთარი გასაღებით გააღო კარი და ზარის გაუთავებელი რეკვით არავინ შეგვიწუხებია. შიგნით რომ შევედით, სიბნელის გამო რაღაცას წამოვედე, თუმცა დაცემისგან შუგამ გადამარჩინა.
- მშია! - წაიჩურჩულა მას შემდეგ რაც წონასწორობის შენარჩუნებაში დამეხმარა და სამზარეულოსკენ გაუხვია. მეც უკან მივყევი.
- აქ არაფერია რისი ჭამაც შემიძლია!
- გინდა, რამეს მოგიმზადებ - შევთავაზე და თავმომწონედ გავიღიმე.
- შენზე უკეთ შემიძლია საჭმლის მომზადება.
- კარგი, მაშინ შენ მოამზადე, მე კი დაგელოდები, რომ შეგიფასო.
თვალი ჩავუკარი და ჩემს ოთახს მივაშურე, რათა ჩანთა იქ დამეტოვებინა.
როცა უკან მოვბრუნდი, ალბომს წავაწყდი, რომელშიც ბითიესის სურათები იყო. დაუფიქრებლადავიტაცე ხელში და სამზარეულოში შევედი.
შუგას უკვე მოემარაგებინა საჭირო ინგრედიენტები და ახლა ღიღინით გართული, რაღაცას ჭრიდა. მაგიდას მივუჯექი და ინტერესით დავიწყე ალბომის ფურცვლა. რამით უნდადავკავებულიყავი, თორემ ალბათჩამეძინებოდა.
- რა გაცინებს? - მკითხა უეცრად შუგამ და თვითონაც ახლა გავაცნობიერე, რომსულელივით ვიცინოდი.
- ამ სურათში ისეთი სახე გაქვს, მგონია ჯეიჰობის მოკვლას აპირებ - კიდევ ერთხელ გავიცინე და სურათი ვაჩვენე.
- სიმართლესთან ძალიან ახლოს ხარ. ეგ ფოტო ჰავაიზე გადავიღეთ. ჯეიჰობმა ფეხსაცმელი დამიმალა და გაბრაზებული ვიყავი. ,,ბონ ვოიაჟი"-ს მეორე სეზონი არ გინახავს?
- თქვენი ჯგუფის ფანი არასდროს ვყოფილვარ.
- საჭმელში ცოტა საწამლავს დავამატებ.
- რაც გინდა ის ქენი. მშიერი არ ვარ, ასე რომ შემიძლია უბრალოდ არ ვჭამო.
შუგამ შუბლი შეჭმუხნა და ისევ საჭმელს მიუბრუნდა. ღიმილით მოვაშორე მზერა და ისევ სურათების თვალიერებას მოვყევი.
- მზადაა!! - წამოიძახა ცოტა ხნის შემდეგ და მაგიდასთან ჩემს გვერდით დაჯდა. თან საჭმლით სავსე თეფში მოიტანა და წინ დამიდო. სწრაფად დავწვდი ჩანგალს და ჭამას შევუდექი.
- კარგია! - თეფში ჩემთან უფრო ახლოს მოვაჩოჩე და კიდევ ჩავიდე რამდენიმე ლუკმა. - იმედია, მეტი მოამზადე, რადგან ეს თეფში მთლიანად ჩემთვის მინდა.
პირგამოტენილმა ჩავილაპარაკე და გაღიმება ვცადე.
- არა! სულ ეს არის რაც მოვამზადე! - შუგა თეფშს მაგრად ჩაეჭიდა და წამართვა.
- მაშინ მშიერი დარჩები - თეფში უკანვე გამოვტაცე და წარბი ავზიდე. თან მზერას არ ვაშორებდი.
- შ ე ნ თ ქ ვ ი რ ო მ ა რ გ შ ი ო დ ა!
შუგამ თვალი თვალში გამიყარა და მთელი ძალით სცადა საჭმლის უკან დაბრუნება. გამოუვიდა კიდეც, ამან კი საშინლად გამაცოფა.
- ახლა მომშივდა! - დავიყვირე და საბოლოოდ მინდოდა თეფშის წართმევა, თუმცა ამჯერად ადვილად არ დამანება და სანამ ორივენი ერთდროულად ვექაჩებოდით, შემთხვევით თეფში ძირს დავარდა. მთელი საჭმელი გაფუჭდა.
- მაპატიე. ახლავე მე მოგიმზადებ რამეს. - დანმაშავის ხმით ჩავილაპარაკე და სწრაფად წამოვვარდი ფეხზე.
- დაივიწყე, არ არის საჭირო.
- მშიერი ხომ არ იქნები? რამდენიმე წუთში მოვრჩები.
უკვე ხახვს ვჭრიდი და ძალიანვჩქარობდი ჩემი დანაშაულის გამოსწორებას. სწორედ ამის გამო, თითი გავიჭერი.
მინდოდა შუგასთან არ შემემჩნია, თუმცა ვერ მოვახერხე. სისხლდენის შეჩერებას ვცდილობდი და სწორედ ამ დროს შემამჩნია. თავიდან გაბრაზებულმა შემომხედა, შემდეგ კი მაიძულა საჭმლისთვის თავი დამენებებინა.
- ბოდიში. - თავჩაღუნულმა ჩავილაპარაკე. უკვე სასტუმრო ოთახში, დივანზე ვისხედით.
- რისთვის?
- ყოველთვის პრობლემებს გიქმნი. ნამდვილი სულელი ვარ.
- მართალია, სულელი ხარ, თუმცა არაუშავს.
- არ მინდა მშიერი დარჩე. თითი უკვე კარგად მაქვს. წავალ, და ამჯერად მაინც... - ფეხზე წამოვდექი, თუმცა შუგა ხელზე ჩამეჭიდა და დაჯდომა მაიძულა. შემდეგ თავი კალთაში ჩამიდო და თვალები დახუჭა.
- ჰეი! თუ გეძინება შენს ოთახში წადი!! - შევუბღვირე და მხარზე დავკარი ხელი.
- გაჩუმდი! - ნამძინარევი ხმით მითხრა და მეც გავჩუმდი. უცნაური იყო მისი ქცევა, თუმცა ახლა ამაზე ფიქრი არ შემეძლო. ღიმილით გადავხედე მის ბავშვურ სახეს და უნებურად ხელი მისი თმისკენ წავიღე. მინდოდა მოვფერებოდი, თუმცა სისულელედ მომეჩვენა ეს სურვილი და თავი შევიკავე. ღრმად ამოვიოხრე და დივნის საზურგეს მივეკარი.
***
- ხომ გითხარით, უცნაურად იქცევიან-თქო - გავიგონე ჯეიჰობის ხმა, სასწრაფოდ თვალები დავჭყიტე და აღმოვაჩინე, რომ მე და შუგას ჩახუტებულებს გვეძინა. მოულოდნელობისგან შევყვირე და მძინარე შუგას ხელი ვკარი, რის შედეგადაც დივნიდან გადავარდა.
- რა ჯანდაბ... - დაიწყო უცებ, თუმცა ერთ მწკრივად მდგარი ბიჭები რომ დაინახა, გაჩუმდა. ფეხზე წამომდგარი, უკვე კეფას იფხანდა და დაბნეული აცეცებდა თვალებს.
- ჩემს ოთახში ავალ -ჩავიბუტბუტე და სანამ ვინმე რამეს იტყოდა, სწრაფად შევირბინე კიბეზე.
There are no comments yet. Log in to be the first to leave a review!

