<19> - <ფინალი>
07:57, 29 October 2017ოთახში გაშეშებული ვიდექი და არ ვიცოდი რა მომემოქმედებინა. ბითიესის თითოეულ წევრს დავურეკე, თუმცა ტელეფონი ყველა მათგანს გამორთული ჰქონდა. ძალიან შეშინებული ვიყავი. თვალებიდან უნებურად მცვიოდა ცრემლები და არეული გამოსახულების ფონზე ვეცადე გზა გამეკვლია.
ბიგჰიტის შენობაში უნდა მივსულიყავი. ეს ერთადერთი იყო, რაც გონებაში მომდიოდა.
ტაქსი გავაჩერე და უკვე რამდენიმე წუთის შემდეგ, რომელიც კანკალსა და გონებიდან ათასი საზარელი ფიქრის გაფანტვაში გავატარე, დანიშნულების ადგილზე ვიყავი.
შიგნით შევედი თუ არა, პირველივე შემხვედრს შუგას შესახებ ვკითხე, თუმცა ვერაფერი მიპასუხა და მხოლოდგაკვირვებული მზერით დამასაჩუქრა.
კიბეზე შევირბინე და იმ ოთახისკენ გავწიე, სადაც შუგა აქ ყოფნისას ჩვეულებრივ იჯდა, - ან სიმღერას წერდა, ან კიდე პიანინოზე უკრავდა. კანკალი უფრო და უფრო ძლიერ მიტევდა. იმედი მქონდა რომ როგორც კი კარებს მივუახლოვდებოდი, ნაცნობი ჰანგები მისწვდებოდა ჩემს სმენას, ამის ფონზე კი გულში სიმშვიდე დაისადგურებდა, თუმცა მსგავსი არაფერი მომხდარა.
გარშემო სრული სიჩუმე სუფევდა.
სახელურს მაგრად ჩავჭიდე ხელი და კარი შევაღე. სიტყვებით ვერ გადმოვცემ რაც მაშინ ვიგრძენი. ტირილს უფრო ვუმატე, თუმცა ამჯერად სიხარულის ცრემლებს ვღვრიდი.
შუგა აქ იყო, კედელზე მიყრდნობილს პატარა ბავშვივით მშვიდად ეძინა.
მივუახლოვდი და სწორედ მაშინ, როცა მის ლოყას ნაზად შევახე ჩემი ტუჩები, მივხვდი რომ შუგას რომ რაიმე მოსვლოდა, ვერ გადავიტანდი.
ის საფრთხეში არ უნდა ყოფილიყო და ერთადერთი გამოსავალი მის დასაცავად, ჩემი შორს ყოფნა იყო.
უკან, ბუსანში უნდა დავბრუნებულიყავი.
*** ძვირფასო დღიურო, უკვე რამდენიმე დღე გავიდა მას შემდეგ რაც ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე სეული დავტოვე. ვიცი, ბიჭებს და განსაკუთრებით შუგას, უსამართლოდ მოვექეცი, თუმცა არ შემეძლო მათთვის რაიმე მეთქვა, რადგან წამოსვლის უფლებას არ მომცემდნენ, მე კი აუცილებლად უნდა მოვშორებოდი მათ, ისევ მათი კეთილდღეობისთვის.
მხოლოდ ნამჯუნმა, არ დაიჯერა ჩემი ისტორია დედაჩემის ავად გახდომის შესახებ, ასე რომ მომიხდა სიმართლე მეთქვა. ნამჯუნი ვერ დამპირდა რომ სხვებს არაფერს ეტყოდა, ასე რომ უკვე ვხვდები მათ ყველაფერი იციან.
შუგას არც კი დაურეკავს. ალბათ ნაწყენია.
P.S. სხვათა შორის, მშობლებთან ყველაფერი კარგადაა. ისინი არ შერიგებულან, თუმცა, ვფიქრობ უკვე მესმის მათი და ვცდილობორივესთან კარგი ირთიერთობა შევინარჩუნო..
- მინჯი!! - წერა დედას ყვირილმა შემაწყვეტინა. - ვიღაც ძალიან სიმპათიური და მომიბვლავი ბიჭი გკითხულობს. სწრაფად ჩამოდი, არ ალოდინო.
მხრები ავიჩეჩე, დღიური საგულდაგულოდ გადავმალე და კიბეზე დავეშვი. კარებთან მივირბინე და გაოცებისგან კინაღამ შევკივლე. ჯონჰანი ბოლო ადამიანი იყო, ვისაც ახლა ველოდი.
- ჯონჰან?
- არ შემომიპატიჟებ?
ჯანდაბა, როგორი სულელი ვარ. ვაპირებ კარებში მდგომს ვესაუბრო?
- შემოდი - შესასვლელს ჩამოვშორდი და ჯონჰანს შესვლის საშუალება მივეცი.
- ბევრი დრო არ მაქვს - ჯონჰანი დივანზე ჩამოჯდა - მოკლედ, აქ შენს წასაყვანად ჩამოვედი. ბითიესი ზედმეტად დაკავებულია, ამიტომ ჯონგუკმა მთხოვა დრო გამომენახა შენთან ჩამოსასვლელად. დღეს საღამოს კონცერტია, სადაც სევენთინი დაბითიესი ერთად რამდენიმე ნომერს შევასრულებთ.
- ჯონჰან, იცი მე... - როგორ ამეხსნა ის ყველაფერი, რამაც მაიძულა ასე მარტივად მეთქვა უარი ჩემს გრძნობებზე შუგას მიმართ?
- მინჯი, ყველაფერი დაწვრილებით ვიცი და სასიხარულო ამბავიც მაქვს: ის ვინც შენ გემუქრებოდა,დაიჭირეს. იცი, ფანები ხანდახან აჭარბებენ თავიანთ სიყვარულს აიდოლების მიმართ და ამას ისინი გაუცნობიერებელ საქციელამდე მიჰყავს...
- ანუ ეს ფანის ჩადენილი იყო?
- მოკავშირეებიც ჰყავდა, თუმცა ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. ბარგი ჩაალაგე, ვიღაცას შენი დანახვა ძალიან გაუხარდება. - ჯონჰანი გამომცდელად მომაშტერდა.
გავიღიმე და მადლიერებით სავსე მზერა მივაპყარი. შემდეგ დედას ველაპარაკე, საჭირო ნივთები შევაგროვე და ჯონჰანთან ერთად წავედი სეულში.
და მაინც, როგორ შეიცვალა ვითარება ამ მცირე დროში? ცოტა ხნის წინ როცა აქედან მივდიოდი, რას არ დავთმობდი, ოღონდ ჯონჰანი ახლოდან მენახა, ახლა კი მას მივყავარ იმ ადამიანთან შესახვედრად, რომელსაც მსოფლიოში ყველა უხასიათო პიროვნებად მივიჩნევდი და მასთან ურთიერთოდა შეუძლებლად მიმაჩნდა.
***
კონცერტის დაწყებას რამდენიმე წუთი აკლდა. დარბაზში ვიყავი, სცენასთან ზედმეტად ახლოს ვიდექი და თავზე ქუდიმეხურა, რომელიც ჯონჰანმა მომცა, რათა მინდოდა შუგასგან შეუმჩნეველი ვყოფილიყავი და მოულოდნელი სიურპრივი მომეწყო. ეს ვერ გამოისყიდიდა იმ ტკივილს, რაც მივაყენე, თუმცა...ჯანდაბა, განა საერთოდ მაპატიებდა?
როგორც უკვე ვიცოდი, კონცერტს შუგა და ჯონჰანი ხსნიდნენ და აი ისინიც.
შუგა შავ შარვალსა და იმავე ფერის მაისურში გამოწყობილი გამოვიდა სცენაზე. მწვანე თმა შუბლზე მოწესრიგებულად ჩამოყროდა. მისთვის ჩვეული, დინჯი გამომეტყველება ჰქონდა და პიანინოსკენ მიმავალი ამ ინსტრუმენტს თვალს არ აშორებდა.
მოჯადოებულივით შევცქეროდი და ახლა ვიწყებდი იმის გააზრებას თუ რაოდენ მომენატრა. უბრალოდ, მომინდა რომ მაგრად ჩავხუტებოდი. არა, მეტის მოთმენა აღარ შემეძლო.
ხალხის გროვას როგორმე გამოვეყე კულისებისკენ გავემართე.
ბიჭების დახმარებით კულისებში შევაღწიე, სწორედ იმ დროს როცა შუგამ და ჯონჰანმა გამოსვლა დაამთავრეს.
სანამ ისინი ფანებს უსაუბრებოდნენ, მე უკვე სცენისაკენ მივიწევდი. შეიძლება რაიმეს ვაშავებდი, თუმცა არ მაინტერესებდა.
შუგამ როგორც კი დამინახა, თვალები გაუფართივდა, თუმცა დიდი ხნით არ მიყურებია მისი გაოცებული სახისთვის, რადგან მოწყვეტით გავიქეცი მისკენ და ჩავეხუტე. გარემო დამაყრუებელმა ტაშმა მოიცვა, თუმცა მე მხოლოდ შუგას ჩურჩული ჩამესმოდა.
- შენ...დაბრუნდი.
- დავბრუნდი და აღარსად წავალ. მაპატიე, მაპატიე...
- უკვე გაპატიე.
- მიყვარხარ მინ იუნგი!
- ჩემთვის ასე არასდროს მოგიმართავს.
- ჰეი! ეს ის პასუხი არ არის რისი მოსმენაც მინდოდა!
- მეც მიყვარხარ, მინჯი! - გაიცინა და უფრო მჭიდროდ მიმიხუტა.
*** ველოდები თქვენს აზრს მთელს ფიკზე❤აუცილებლად იხილეთ Author's Note❤
There are no comments yet. Log in to be the first to leave a review!

