The end
22:57, 24 January 2021(გაფრთხილება მათთვის ვისაც არ უნახავს ფეისბუქს პოსტი:გეგმები შეიცვალა და ეს იქნება უკანასკნელი თავი)
მწერლის თვალთახედვა
ქერა გოგონა დივანზე სასაცილო პოზაში წევს და მისი ტელეფონი გვერდით უგდია.უკვე მერამდენე დღეა ასე ეძინება.თითქმის ყოველდღე ჰპირდება თავის თავს, რომ ამჯერად მაინც საწოლში დაიძინებს, მაგრამ ბოლოს მაინც დივანზე ეღვიძება ჩართულ ტელევიზორთან ერთად.
კარზე კაკუნმა გამოაფხიზლა და სახიდან მისი მოკლე თმა გადაიწია, ფეხზე წამოხტა და კართან მიირბინა.წარმოდგენა არ ჰქონდა ვინ უნდა ყოფილიყო, მასთან არავინ დადიოდა.
საკეტი გადაატრიალა, კარის სახელურს ხელით დააწვა და გაოცებისგან მალევე მიხურა.მის წინ, კარის უკან ლიამი იდგა.იმ დღის შემდეგ ის არ უნახავს, არც უკონტაქტია და ახლა მისმა აქ ხილვამ დიდ დაბნეულობასთან ერთად მასში სიბრაზეც გამოიწვია.თუმცა რატომ?
იმ დაწყევლილი დღის შემდეგ არავისთან ულაპარაკია. ორი თვე, უკვე ორი თვე იყო გასული რაც ყველა მიატოვა და ჯორჯიაში გადავიდა. იქ გადაიტანა უნივერსიტეტის საბუთებიც და მუშაობა პატარა კაფეში დაიწყო.არ იცოდა ეძებდნენ თუ არა.არც უნდოდა სცოდნოდა.
ხო, არ უნდოდა და სწორედ აქ ცდებოდა.ერჩივნა მთელი დღე ეფიქრა რატომ გააკეთა ზეინმა ეს, ნუთუ სხვა გზა არ ჰქონდა? მაგრამ ის მხოლოდ ფიქრობდა, ფიქრობდა უსასრულოდ.მაშინ, როდესაც შეეძლო ზეინს დალაპარაკებოდა და უბრალოდ სიმართლე გაეგო.
აი რატომ ვიტანჯებით ყოველთვის, ჩვენ ამაყები ვართ.სუსტები, მაგრამ ამაყები. არ შეგვიძლია ერთმანეთის მოსმენა, გაგება და პატიება.ვეჭიდებით ამ ამპარტავნობას და ისიც კი არ ვიცით რისთვის.დრო ხომ გადის?საუკეთესო წლები ხომ ისე მალე ქრება თითქოს ცვარი იყოს ან გაელვება?მაგრამ მაინც ვძიობთ შურს, საკუთარი სისხლით. სიკვდილის წინ კი, როდესაც უკან მოვიხედავთ, ხელში ფუჭად დაკარგული წლების მტვერი შეგვრჩება.ჩვენ შეგვიძლია ვაპატიოთ, მაგრამ ჯოჯოხეთში ჩავალთ ოღონდ ეს არ გავაკეთოთ, ოღონდ შური ვიძიოთ მათ საქციელზე. თუმცა შურისძიება ყველაზე ტკბილი და მომწამლავი ხილია, ამას კი იქამდე ვერ გავიგებთ სანამ არ გავსინჯავთ
–წადი–ერთადერთი სიტყვა დაიძახა ხმა ჩამწყდარმა. ლიამის წამიერმა დანახვამ, თითქოს ყველა მოგონება ერთად გაახსენა და ყელში მაგრად წაუჭირა.
–ორი თვეა დღე და ღამ გეძებ, ამ კართან სიკვდილიც რომ მომიწიოს მაინც არ წავალ–კარის მეორე მხრიდან ლიამის გატეხილი ხმა გაიგო. უფრო მეტად დაუმძიმდა გული, თვალებში ტკივილის და მონატრების ცრემლები ჩაუდგა. ბრძოლა უნდოდა მაგრამ ამისთვის საკმაოდ გამოფიტული იყო, ორი თვე იბრძოლა 'გმირულად' და გაუტეხლად. ახლა კი იგრძნო როგორ დაღლილა, როგორ ჩასდნობია საკუთარ თავს ხელებში.
კარი გამოაღო და მის წინ მდგომს მიაჩერდა. თითქოს იქ ლიამი კი არა მისი მთელი წარსული იდგა.
ლიამი სახლში სწრაფად შემოვარდა და უძრავად მდგარ ბიანკას მოეხვია.
–მაპატიე, გევედრები მაპატიე... ყველაფრის ახსნა შემიძლია. უბრალოდ მომისმინე–ცრემლებით უსველებდა კისერს და შეუჩერებლად იმეორებდა ერთიდაიგივეს
გოგონა გაუნძრევლად იდგა. ისიც ტიროდა, მასაც სტკიოდა, მაგრამ ახლა თუ ხელებს შემოხვევდა ეს იმას ნიშნავდა, რომ აპატია. ამისთვის მზად იყო? მზად იყო ამხელა ტყუილი ეპატიებინა? ასე უყვარდა? ის იყო ლამის მოშორება გადაწყვიტა და თავში უროსავით დაარტყა ტობიასი სიტყვებმა '' თუ საყვარელი ადამიანის მონანიებას ყურს არ ვათხოვებთ ესეიგი უმიზეზოდ დაგვიკარგავს და თუ მათ დავკარგავთ რისთვისღა ვიცხოვრებთ? '' და მართლაც, რისთვისღა უნდა ეცხოვრა ახლა? მან ხომ ყველა დაკარგა? ყველა მიატოვა? ადვილი იყო ცხოვრება ისევ თავიდან დაეწყო? შეიძლება კი, შეიძლება არა, მაგრამ ფაქტი ერთია, ის ვეღარასოდეს იქნებოდა ისეთი ბედნიერი, როგორიც თავის ძველ ცხოვრებაში იყო. ღრმად ჩაისუნთქაძირს ჩამოყრილი მისი ხელები ჰაერში აწია და ძმას ჩაეხუტა. მაგრად მოხვია სუსტი ხელები და მთელს სხეულში იგრძნო სასიამოვნო ჟრუანტელი. და ამის უფლებას არ აძლევდა საკუთარ თავს? ამას უკრძალავდა? ამ გრძნობისთვის ხომ უკვე სიცოცხლესაც დათმობდა.
–გაპატიებ... გაპატიებ–ახლა თვითონ ამოისლუკინა და ცრემლებით თვითონ დაუსველა ნაცრისფერი ქურთუკი. დიდი ხანი იყვნენ ასე. არც ერთს უნდოდა ამ ტკივილით და ბედნიერით სავსე მომენტის დამთავრება. არც ტირილის შეწყვეტა სურდათ. ეს ხომ ორივეს გრძნობებისგან ანთავისუფლებდათ.
–იცი რამდენი ხანი გეძებდი? იცი როგორ ვინერვიულე? ცოცხალიც კი აღარ მეგონე–თავის დიდ ხელებში მოიქცა ლიამმა ბიანკას სახე. ახლა უკვე ორივე ხედავდა ერთმანეთის ტირილისგან დაწითლებულ თვალებს. –არც კი მჯერა ახლა რომ გხედავ და გეხები.
ცრემლები მოწმინდა და ორივე თვალი დაუკოცნა.
–ბოდიში ასე რომ განერვიულეთ–თავის ფეხებს დააჩერდა ბიანკა. მთელი ამ დროის განმავლობაში თავი ნაგვად პირველად იგრძნო. პირველად გაიაზრა როგორ ძალიან დააშავა როცა ყველაფერი ასე მიატოვა. მათი საქციელის მიზეზიც კი არ უკითხავს. საკუთარი თავის მიმართ ზიზღის გრძნობა გაუჩნდა. რატომ ვერ ვხვდებით საკუთარ დანაშაულს იქამდე სანამ წარსულს პირდაპირ თვალებში არ ჩავაშტერდებით?
–არა, არა ბოდიშს შენ ნუ იხდი. აქ ერთადერთი დამნაშავე მე ვარ, ჩვენ ვართ, ყველა ვინც მოგატყუეთ.
–მე კი მიზეზიც არ მიკითხავს ისე გავიქეცი. ჯანდაბა უბრალოდ შემეშინდა. შემეშინდა, რომ თქვენს საქციელს გამართლება ექნებოდა. მე კი ეს არ მინდოდა, შურისძიება მინდოდა თქვენთვის გულის ტკენით. ძალიან სულელი ვიყავი, ძალიან–ბიანკას თვალებიდან ცრემლებმა გზა კიდევ ერთხელ გაიკვლიე. საუბრის მომენტში უფრო მეტად იაზრებდა საკუთარ დანაშაულს და უფრო მეტად სძულდა საკუთარი თავი. პირველად იგრძნო როგორი ბოროტი შეიძლება ყოფილიყო გულნატკენი ადამიანი. ერთი ხანობა შიშისგანაც კი გააჟრჟოლა, საკუთარი თავის გამო.
–მხოლოდ ის მინდა, რომ ზეინს მეტი გამოსავალი არ ჰქონდა. მეც იქ ვიყავი, ყველაფერი ვნახე. ტობიასის სურვილი იყო ეს მომხდარიყო და ასე შენ გადაერჩინე. –ლიამმა სიტყვები სწრაფად მიაყარა ერთმანეთს. თითქოს ეშინოდა უარის მიღების. ბიანკას სახეზე გაკვირვება გამოესახა. ვერ მიხვდა მას რა კავშირი შეიძლება ჰქონოდა ამ ამბავთან.
–დავსხდეთ–იმ დივანზე ანიშნა ნახევარი საათის წინ რომ უკომფორტოდ ეძინა.
*flashback*
–ზეინ ჯორჯიაში მაგარი ნაშები ჰყავთ–ნაილმა თვალი რამდენიმე გოგოს გააყოლა და ზეინს მხარი გაკრა. ზეინმაც თვალი ამაყად ჩაუკრა.
–და ყლეობა დასალევი–ერთი ყლუპი მოვსვი თუ არა დავიჭყანე და ჭიქა ისევ მაგიდაზე დავაბრუნე.
–ეს დალიე–ჰარიმ ლუდი მომაწოდა.
–გეფიცებით ჯორჯიაში გადმოვდივარ საცხოვრებლად–თვალებგაფართოებუმა თქვა ნაილმა როცა ნახევრად შიშველმა გოგომ ჩაგვიარა. ყველას სიცილი აგვიტყდა ნაილის გამომეტყველებაზე.
ზეინმა სახე უცებ დაასერიოზულა და თვალები მოჭუტა. რაღაცას აკვირდებოდა. მეც იმ მხარეს გავიხედე. უბრალო ბიჭი იყო ძველი ტანსაცმლით და დაბნეული დადიოდა. ზეინი მიხვდა მეც რომ ვაკვირდებიდა და გამომხედა. კითხვის ნიშნიანი სახით შევხედე.
–არაფერი–მხრები აიჩეჩა და ისევ მოსვა სასმელი. როგორც ჩანს მისთვის ისეთი საზიზღარი არ აღმოჩნდა როგორც ჩემთვის.
–ჯანდაბა, ვინმე დამეხმარეთ. კვდება–გოგოს სასოწარკვეთილი ხმა მეორე სართულიდან გავიგეთ. ერთმანეთს გაოცებულებმა გადავხედეთ და იქით დავიძარით.
მეორე სართულის ჰოლში ბიჭი იწვა. თვალის გუგები სულ ატრიალებული ჰქონდა და პირიდან ქაფი მოსდიოდა. ზედოზირება. ათასჯერ მაინც მქონდა ეს საშინელი სცენა ნანახი.
ზეინმა სწრაფად მიირბინა სხეულთან, მაისური გადაიძრო და ბუჟღი იმით მოწმინდა.
ზეინი ყოველთვის ასეთი იყო. მისთვის ყველაზე მტკივნეულად მოქმედებდა ხალხის ასე დანახვა. თითქოს ყველა შევეგუეთ გარკვეული დროის განმავლობაში, მაგრამ ის არა. ზეინი ამას ვერასოდეს შეძლებდა.
–ეს გამომართვი და ხშირად მოსწმინდე. გაიგე? თორემ დაიხრჩობა–გოგო შოკისგან კანკალებდა ამიტომ ზეინს დაყვირება მოუწია.
–მეგობრებს დაუძახე და საავადმყოფოში წაიყვანეთ, ახლავე! –გოგომ თავი დაუქნია და დასარეკად ტელეფონი მოიმარჯვა–მანამდე მითხარი ბოლოს ვის ელაპარაკა, ბიჭი იყო ძველი ტანსაცმლით? –ჯერ კიდევ აკანკალებული გოგო თავს სწრაფად იქნევდა.
–ამის დედაც–თითქმის დაიღრიალა და სადღაც გავარდა. სამივე უკან ავეკიდეთ და ძლივს დავეწიეთ
–ზეინ რა ხდება?
–ლიამ ის ბიჭი გახსოვს ძველ ტანსაცმელში? ჩვენ ძალიან გვგავდა. ასეთები ვიყავით როდესაც საიმონთან ვმუშაობდით. თან ეს ზედოზირების ამბავიც.
–კი მაგრამ ეს ჯორჯიაა
–მაგ ნაბოზვრისგან არაფერი უნდა გაგვიკვიდეს. –კიბეები ჩავიბინეთ. იმ ბიჭს ზედ გასასვლელთან მივასწარით. ზეინმა საყელოში ხელი დაავლო და კარს მიაჯახა.
–აქ რა ჯანდაბა გინდა–ვიცოდი როგორი ფაქიზი თემა იყო ეს ზეინისთვის და არ გამკვირვებია ყვირილი რომ დაიწყო. ვერც გავაჩერებდი რადგან არ დამიჯერებდა.
ბიჭი ერთიანად დაიბნა. იმეორებდა რომ უბრალოდ წვეულებაზე იყო მაგრამ სახეზე ეტყობოდა რომ იტყუებოდა.
–მისმინე ბიჭო. შენს სიტუაციაში ჩვენც ვიყავით. ჩვენც გვაიძულებდნენ ნარკოტიკების გასაღებას, მაგრამ თავი დავაღწიეთ. თუ მეტყვი ვინ გიკეთებს ამას დამიჯერე კისერს მოვუმტვრევ. –ახლა უკვე წყნარად უთხრა, რადგან ყვირილით ვერაფერი შეძლო და პირიქით უფრო შეაშინა.
–ზედმეტად გავლენიანია. მას ვერაფერს დააკლებ–დანებდა და ამოილუღლუღა.
–ოჯახი გყავს?
–მხოლოდ და.
–გიყვარს შენი და? თუ გიყვარს ახლავე წამიყვან იმ ნაგიჭვართან, რადგან ერთი არასწორი ქმედებაც რომ ჩაიდინო შენს და რამეს დაუშავებს. ეს გინდა? რა თქმა უნდა არა! ამიტომ უფლება მომეცი მე მივხედო.
ზეინის სიტყვებმა იმოქმედა. ყველანი მანქანაში ჩავსხედით და ის ბიჭი გვკარნახობდა გზას. ბოლოს მანქანა დანგრეულ შენობასთან რომ გაჩერდა სხეულში უსიამოვნო შეგრძნებამ დამიარა. დარწმუნებული ვარ ყველა ასე იყო, ეს შენობა ძალიან გავდა იმას, რომელმაც ცხოვრების დიდი ნაწილი გაგვიუბედურა.
შიგნით რომ შევედით და ძველ მაგიდასთან საიმონი დავინახე მართლა გამიკვირდა. ზეინი თითქმის დარწმუნებული იყო, მაგრამ მე მის ახირებად მივიჩნიე. ახლა კი ჩემ წინ იდგა და მისი ამდენი ხნის შედეგ ხილვა ძარღვებში სისხლს მიყინავდა.
ჩვენს დანახვაზე ოდნავ გაოცდა, მაგრამ მალევე დაფარა სახე ბოროტმა ღიმილმა.
–ესენი ვინ მოგიყვანია ტობიას? –ოთხივეს გვათვალიერებდა, თან ხელებს იწმენდდა. დეჟავუ ტვინში უროსავით მიკაკუნებდა.
–შენ კიდევ არ შეეშვი არა სხვების ცხოვრებით თამაშს–შეუღრინა ზეინმა.
–შენც გამარჯობა ზეინ, მადლობა რომ მეწვიეთ. თუმცა დიდად არ გამხარეია ოთხი ლაწირაკის დანახვა რომელმაც ბიზნესი გამინადგურა.
–იგივეს გაგიკეთებ, ოღონდ ახლა ისე ვიზავ იქ სამუდამოდ ამოლპე–ზიზღით აათვალიერა ზეინა.
–შენს მამიკოს ეტყვი? –მოჩვენებითი საცოდავი ხმით თქვა–ყოველთვის ასეთი დაუნახავი იყავი მალიკ! ყველაზე მეტად შენზე ვზრუნავდი და ძირიც შენ გამითხარე. –ცინიკურად გადმოგვხედა–თქვენ არ გეწყინოთ ბიჭებო.
გააზრება ვერავინ მივასწარით ისე მიეჭრა ზეინი და ყბაში მუშტი გაუქანა.
–შენ მაგას ზრუნვას ეძახდი ცივსისხლიანო ნაბიჭვარო? –დაუღრიალა და სანამ გონს მოეგებოდა კიდევ ერთხელ დაარტყა–შენს გამო საკუთარი თავი მძულს.
ზეინისკენ წამოსული დაცვა საიმონმა ხელით გააჩერა და ღიმილით მოიწმინდა ტუჩი. ვიცოდი რა მაზოხისტიც იყო, როგორ სიამოვნებას ანიჭებდა ეს ყველაფერი. ზეინმაც იცოდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ ახლა ყველაზე ნაკლებად ფიქრობდა ამაზე.
–ადამიანებს მაკვლევინებდი. ბავშვებს ზედოზირებისგან საკუთარ ქაფში მახრჩობინედი და ვიდეოს მაღებინებდი, რომ შემდეგ შენნაირ სირებს ამაზე ენძრიათ. რამდენი კლიენტი დამასახიჩრებინე, რამდენი ოჯახი გამანადგურებინე–ზეინი ყოველ წინადადებაზე სახეში ურტყავდა საიმონს. უკვე ცრემლები სდიოდა ჩემს მეგობარს დი ისე ღრიალებდა მთელს სხეულზე ეკალა დამაყარა. საიმონი კი იდგა დასისხლიანებული სახით და მაინც სარკასტულად იცინოდა.
–ამით არ დამისრულებია ზეინ. მე კიდევ გავაკეთებ ერთ პატარა რაღაცას რაც სამუდამოდ დაგასამარებს. –თქვა თუ არა იარაღი ამოიღო. დავიღრიალე გაჩერდი თქო მაგრამ ზეინს კრინტიც არ დაუძრავს. მუხლებზე იდგა და სულ ერთი იყო ის იარაღი გავარდებოდა თუ არა. მას შემდეგ ხშირად მეუბნებიდა ნეტავ მართლაც ესროლა და შიგ გულში მეგრძნო ტყვიაო.
–იცი ტობიასს ერთი მარტივი რაღაც დავავალე. წვეულებაზე ნარკოტიკი მიეტანა, მაგრამ იმდენად უმწეო აღმოჩნდა, რომ ჩემი ძველი მოსწავლეები დამაყენა თავზე. ვფიქრობ გამოუსადეგარია–საიმონმა სწრაფად მიუშვირა იარაღი ბიჭს. მაშინ კი წამოვარდა ზეინი
–არ გაბედო მაგის გაკეთება
–ზეინ ამას მე არც გავაკეთებ. ეს შენ იქნები ერთადერთი ვინც მას შუბლს გაუხვრეტს. წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ლამაზი დის სხეულის ნაწილებს ჩავახუტებ
–არა არა არა–აქ ყოფნის განმავლობაში პირველად ამოიღო ტობიასმა ხმა.–ჩემ დას არაფერი დაუშავო.
–ხედავ ბიჭი როგორ გეხვეწება? –ხელებში შეაჩეჩა შოკისგან გაშეშებულ ზეინს იარაღი ხელში.
–მე წავალ ზეინ მალიკ. არ მინდა პიჯაკი სისხლით დავსვარო. თუ ათ წუთში ჩემი ბიჭები არ დამირეკავენ, რომ საქმე მოგვარებულია, პირდაპირ მისი სახლისკენ ავიღებთ გეზს–თითით ტობიასზე ანიშნა.
ბიჭს რომ შევხედე ისეთი საშინელი დასანახი იყო, მუხლებზე დაცემული ევედრებოდა სიკვდილს, თავისი დის გამო, შენ გამო. ზეინს სხვა არჩევანი არ ჰქონდა, ვერ ექნებოდა. ერთადერთი რაც შეძლო ის იყო, რომ შენს ძმას სიკვდილის წინ დაპირდა, სიცოცხლის ბოლომდე იზრუნებდა შენზე.
*end of flashback*
მთელი ისტორიის განმავლობაში ტირილს ვერ წყვეტდა გოგონა, თავი ჰქონდა მიგდებული ძმის მკერდზე და დაუღალავად ქვითინებდა.
–ჩემთვის გააკეთა, ყველაფერი ჩემთვის გააკეთა. მე კი როგორ მოვექეცი–სლუკუნით ლაპარაკობდა ლიამზე მიხუტებული. –სულელური ვარ, სულელი.
–ჩშშ, დამშვიდდი. ჯერ არაფერი დასრულებულა. ყველაფერი წინაა, მაგრამ უნდა გამომყვე. აქ აღარ დაგტოვ. ყველას სიგიჟემდე მოენატრე. თუ არ წაგიყვან ლეილა სახლში არ შემიშვებს–ბოლოს სიტუაციის განსამუხტად სიცილით დაამატა ლიამმა.
ნელა წამოიზლაზნა ბიანკა. ახლა უკვე საკუთარი თავი სძულდა, რომ ასეთი სუსტი იყო, რომ ყოველთვის ეშინოდა სიმართლისთვის თვალებში ჩაეხედა. უხალისოდ ჩალაგა ყველა ის ნივთი რაც გააჩნდა და მანქანაში მოათავსა.
მისგან განსხვავებით ლიამი მშვენიერ ხასიათზე იყო. ორ თვიანმა უშედეგო ძებნამ როგორც იქნა შედეგი გამოიღო, ახლა მის წინ იდგა ბიანკა და თავი სიზმარში უფრო ეგონა ვიდრე ცხადში. წუხდა იმაზე თუ როგორ შეაძულა მისმა მონათხრობმა გოგონას საკუთარი თავი. ისიც იცოდა რომ მალე საკუთარი თავის დადანაშაულებას დაიწყებდა ძმის სიკვდილის გამო, მაგრამ ასევე იცოდა რომ ოჯახი, მეგობრები და ზეინი ამის გადატანაში დაეხმარებოდნენ და თუ ის აქ დარჩებოდა მარტო, ერთ დღეს საკუთარ სიმარტოვეს და უიმედობა ვერ მოერეოდა.
მანქანაში ისე ჩასხდნენ ხმა არცერთს არ ამოუღია, არც გრძელი, დამღლელი გზის გავლილას თქმულა მათ შორის რამე.
ბიანკა საქარე მინას თავით მიყრდნობოდა და ღმერთმა იცის ფიქრებს სად გაეტაცა. ლიამი კი ხანდახან გახედავდა და გამამხნევებლად უცინოდა.
ბიანკამ თავი მხოლოდ მაშინ წამოსწია როდესაც ნაცნობ ქუჩებზე შესრიალდა მანქანა. მონატრებისგან მთელს სხეულში ჟრუანტელი იგრძნო და დღეს უკვე მერამდენედ ჩამოუსრიალდა ლოყებზე ცრემლი.
–ყველაფერი ისევ ისე კარგად იქნება, ხომ იცი არა? –ლიამმა ხელი ხელზე დაადო და ოდნავ მოუჭირა. ქერა გოგონასგან მხოლოდ ოდნავი თავის დაქნევა მიიღო.
–მზად ხარ? –მანქანა ეზოსთან გააჩერა და ისე ჰკითხა.
–ისე როგორც არასდროს –ამდენი ხნის შემდეგ პირველად გაიცინა ბიანკამ და მანქანიდან გადმოვიდა.
ხასიათის შეცვლა ამ სახლს უკავშირდებოდა. ისე მოენატრა მისი ყველა კედელიც კი, რომ ამის კიდევ ერთხელ ხილვამ მოულოდნელად კარგ ხასიათზე დააყენა.
ჭიშკარი დააღეს თუ არა, ხმაზე ლეილა გამოვარდა. თავიდან გაოცებული იდგა კართან, ალბათ დანახულს ვერ იჯერებდა. მის უკან ბობო გამოჰყვა, ის ასეთი დაბნეული სულ არ ჩანდა ცოლს ხელი მოკიდა და ბავშვებისკენ გაიქცნენ.
ორივე მაგრად მოეხვია ბიანკას, ტიროდნენ, იცინოდნენ, ბოდიშებს იხდიდნენ. მაგრამ საბოლოოდ ყველა ბედნიერი იყო. ისევ ოჯახი იყვნენ. და მხოლოდ ახლა იგრძნო ბიანკამ, რომ მისთვის ეს ორი თვე ორ წელიწადს უდრიდა.
–აღარასოდეს გაგიშვებ. სულ შენი სახლში დაბმაც რომ მომიწიოს, დაგაბავ–კიდევ ერთხელ მოეხვია ლეილა და ნაწყენმა ჩასჩურჩულა.
*
კანზასის ქუჩებში ნელა დასეირნობდა ლიამის მანქანით და ღიმილს გვრიდა ძველი, საყვარელი ქუჩების თვალიერება. თითქოს მათი სუნიც კი ახსოვდა. ახლა აღარ იყო მოწყენილი და მოგონებებს ღიმილით ეგებებოდა. ნაცნობ მოლს რომ ჩაუარა ბედნიერება და ტკივილი ერთიანად იგრძნო. ამ მოლში პირველად შეძლო ზეინთან ნორმალურად ესაუბრა.
უცებ თავში იდეამ დაებადა და მანქანა პარკინგზე გააჩერა, ჩანთიდან კი დღიური ამოაძვრინა.დიდი ხანია ეს დღიური ჩანთაში ედო. მისი ბოლო ან დაწვა უნდა ყოფილიყო ან წყალს გატანება.თუმცა ახლა სულ სხვა რამ ჰქონდა გადაწყვეტილი.
თვალი გადაავლო დღიურის ბოლო ფურცელს და ხმამაღლა ამოიკითხა.
''დასასრულ: მე მხოლოდ ერთი რამის იმედი მრჩება. სულში ქაოსის შექმნა გვჭირდება, რომ დავბადოთ ახალი მოკაშკაშე ვარსკვლავი
მეც და შენც! ''
კალამი მოიმარჯვა და თარიღი ახალ ფურცელზე დაწერა შემდეგ კი დაიწყო.
„ძვირფასო დღიურო. არა, ძვირფასო ზეინ. როდესაც პირველად დღიურის წერა დავიწყე მარტო ვიყავი. მაშინ ერთადერთ მეგობრად მელანი და ეს ფურცლები მყავდა. თუმცა შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, მე ოჯახი შევიძინე, მეგობრები და შენ.წერას კი ვაგრძელებდი და ვაგრძელებდი.რომ მკითხო რატომ, გიპასაუხებ: პირველივე დღიდან დღემდე ყველა ამ ფურცელს შენ გიძღვნიდი. მინდოდა გაგეგო როგორი იყო ბიანკა სინამდვილეში.ვიცოდი ამ დღიურს არასოდეს განახებდი, მაგრამ უცნაური ახირების გამო მაინც ვწერდი.
იმ დღის შემდეგ რაც გავიგე, რომ ჩემი ძმა შენ მოკალი, ორი თვე გავიდა.ვერც შენ გპატიობდი და ვერც საკუთარ თავს.სუსტი ვიყავი და ახლაც ვგრძნობ ამ სისუსტეს ჩემს ვენებში.მაგრამ მხოლოდ სუსტი არ ვყოფილვარ, მე ბოროტიც ვიყავი, რადგან შენთვის ტანჯვის მოყენებით შენზე შურისძიება მინდოდა. თუმცა საკუთარ ბოროტებასთან ბრძოლა შევძელი. თითქოს ერთ დღეში გავიკურნე. ამაში კი სიმართლესთან პირდაპირ დაჯახება დამეხმარა.
ვიცი ვერასოდეს ვიქნებით ისე როგორც ადრე, მაგრამ შეგვიძლია ახალი ისტორია შევქმნათ.სულ ახალი ფურცლიდან დავიწყოთ.
გამარჯობა, მე ბიანკა ჰემსვორდ პეინი ვარ. მიყვარს მათემატიკა, კითხვა, მუსიკა და მიყვარხარ შენ!“
ღიმილით დახურა დღიური საკუთარი თავით კმაყოფილმა და სკამზე მოათავსა.მანქანა დაძრა. დრო იყო არა მხოლოდ ოჯახი, მეგობრებიც დაებრუნებინა.
იმ კლდესთან უნდა მისულიყო, სადაც ის და ჰარი ხშირად დადიოდნენ და სადაც სიცოცხლის დამთავრება გადაწყვიტა.იცოდა აქ იპოვიდა თავის მეგობარს, რადგან მას კარგად იცნობდა.დარწმუნებული იყო აქ იჯდა მთელი დღე და უცდიდა როდის გამოჩნდებოდა ბიანკა.
მანქანიდან რომ გადმოვიდა ღრმად ჩაისუთქა. ქურთუკი ტანზე მჭიდროდ მოიხვია, უკვე ზამთარი იყო და საკმაოდ ციოდა.ამინდის მიუხედავად კლდის პირას ჩამოჯდომა და ჰარის მოსვლამდე დალოდება გადაწყვიტა.ფეხებს ახეთქენდა კლდის პირს და კენჭებს ყრიდა იმ წყლის ტალღებში, ადრე თვითონ რომ შეერწყა.
უკვე ბინდდებოდა, თითქმის იმედი გადაეწურა და ფეხზე წამოდგა.მოტრიალდა თუ არა მის წინ მგდარ ჰარის შეეჩეხა, სახე მთლიანად აწითლებოდა, ხელში კი არყის ბოთლი ეკავა. თვალებგაფართოებული მისჩერებოდა ბიანკას, სიმთვრალის გამო დარწმუნებული არ იყო ნამდვილი ადამიანი იდგა მის წინ თუ მოლანდება.სამაგიეროდ ბიანკას არ დაუყოვნებია და გულში ჩაეკრა დიდი ხნის მონატრებულ მეგობარს.სიხარულის ცრემლები სცვიოდა ორივეს.ახლა უკვე ჰარიც ეხვეოდა და შეუჩერებლად იმეორებდა ერთიდაიგივეს.
–შენ ნამდვილი ხარ, ნამდვილი ხარ.
ცოტახანში ორივე ბიანკას ძველ ადგილას იჯდა და ჰარის ხელები ბიანკას მხრებს ეხვეოდა.
–ამის დედაც, ახლაც კი მიჭირს იმის გააზრება რომ მოლანდება არ ხარ–ჰარის დაბნეულ კომენტარზე ბიანკა მხოლოდ ჩაიცინა.
–იცი რაზე ვფიქრობ რაც დავბრუნდი? ნუთუ ამ ბედნიერებას ვუკრძალავდი საკუთარ თავს.
ბიანკამ მხოლოდ ახლა ახედა მომლოდინე სახით. ყოველთვის უყვარდა ჰარის ჭკვიანური დარიგებები, რომლებიც რთული სიტუაციიდან იხსნიდა ხოლმე და ყველაფერის ახსნას სასწაულად პოულობდა.
–ხშირად მითქვამს რომ ეს და მსგავსი სიტუაციები, უბრალოდ ადამიანური ფაქტორებია.სიამაყე საკუთარ თავთან ბრძოლას გავიძულებს. მთავარია გონს მალე მოეგე და მიზეზების ძებნა დაიწყე. –ცხვირზე უჩმიდა და ჯერ კიდევ მთვრალმა გაუღიმა.
–იმედია ახლა არ გამეღვიძება, იცოდე მწარედ გაზღვევინებ–საჩვენებელი თითი მუქარით დაუქნია ბიანკამ, თნ გადაიკისკისა. უცნაურად ჩაესმა საკუთარი სიცილის ხმა, რადგან დიდი ხანია არ გაეგონა.
–ზეინი უკვე ნახე? –დიდხნიანი დუმილის შემდეგ შეპარვით ჰკითხა ჰარიმ.
–არა, ჯერ არა, მაგრამ გეგმა მაქვს–ამოიოხრა ბიანკამ და თვალები მოისრისა–ძნელია ხომ ხვდები არა?
ჰარიმ მხოლოდ თავის დაქნევით უპასუხა.
–და გეგმა რაში მდგომარეობს? თუ საიდუმლო არ არის.
–არა, პირიქით, შენ უნდა დამეხმარო–ბიანკა ფეხზე წამოხტა და მანქანიდან დღიური ამოიღოდაწვრილებით მოუყვა ყველაფერი რაც ბოლოს წააწერა.
–შეგიძლია ეს გადასცე?
–ჭკვიანი გოგო ხარ–გაიცინა ჰარიმ და ბოთლი გაუწოდა. კი გაუკვირდა ჰარის ეს საქციელი, მაგრამ მაინც გამოართვა და რამდენიმე ყლუპი მოსვა. ესიამოვნა გაყინული სხეული როგორ გაუხურა სასმელმა.
რამდენიმე საათი ასე ისხდნენ, ხმის ამოუღებლად მიჩერებოდნენ მართლაც რომ უმშვენიერეს ხედს რომელიც მათ წინ იშლებოდა.
*
რამდენიმე კვირამ პეინების ოჯახში მშვიდად და ბედნიერად ჩაიარა. ზამთრის არდადეგების გამო ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ სახლში მეტი დრო გაეტარებინათ.
–ჰეიი, ეგ ბეკონი ჩემი იყო–ბიანკამ ლიამს ხელი ხელში ჩაარტყა როდესაც ტაფაზე დარჩენილ ბეკონს ხელი დაავლო.
–ახლა უკვე ჩემია–პირგამოტენილმა ჩუკრა თვალი ლიამმა.
ბიანკამ ერთი შეუბღვირა და ისე დაჯდა მაგიდასთან.
–ოღონდ შენ არ გაიბუტო–ბობიმ გაიცინა და თავისი ბეკონი ბიანკას თეფშზე მოათავსა.
საუზმე მშვიდად გააგრძელეს, სიმშვიდეს მხოლოდ ლიამის პირის წკლაპუნი არღვევდა.ბოლოს კი ლეილას ხმამ სულ გაფანტა სიჩუმე.
–საყვარელო დღეს მოლში გამომყევი რაა–ტელეფონიდან ამოხედა ბიანკას. –ეს კაბა მინდა ვიყიდო. ახალ წელს ჩავიცვამ.
ტელეფონში ნაქსოვი, გრძელი კაბა ანახა. ბიანკან უბრალოდ თავი დაუქნია. სხვა დროს კი დაეზარებოდა, მაგრამ ახლა ეს უხაროდა კიდეც რადგან დიიი ხანია გარეთ არ გასულა, ამინდის გამო.
საუზმეს რომ მორჩნენ ლეილამ ყველას გასაკვირად სწრაფად ჩაიცვა და ნახევარ საათში უკვე გზაში იყვნენ.
–ეს მოკლე გზაა? –ჰკითხა ბიანკამ როდესაც გზა არ ეცნო.
–კი ეს მოკლე გზაა შენი ბედნიერებისკენ. –თვიდან კი დაიბნა ბიანკა, მაგრამ ზეინის სახლი დაინახა თუ არა ყველაფერი ნათელი გახდა. ფეხებში შიშმა ერთიანად დაუარა.
–გადადი, მიდი გადადი და დაელაპარაკე –მანქანა გააჩერა და გამამხნევებლად გახდა ბიანკას.
–იქნებ...
–არანაირი იქნებ–სიტყვა გააწყვეტინა.
ბიანკამ მოზრდილი ნერწყვი გადაყლაპა და მანქანიდან ზლაზვნით გადმოვიდა.რამდენი წუთში სახლიდან ნელი ნაბიჯით ზეინი გადმოვიდა.შორიდანვე შეამჩნია წვერი როგორ მოზრდოდა და ამას უფრო სექსუალური როგორ გაეხადა.გაუძრევლად იდგა და მისჩერებოდა მისკენ მომავალ ყველაზე ძვირფას ადამიანს.გული სიხარულისგან და ნერვიულობისგან ერთდროულად უთრთოდა.ზუსტად მის წინ დაჩერდა ზეინი.თვალში ჩახედა და ჯანდაბა მისი მზერა კი მონატრებოდა ბიანკას, ისე მონატრებოდა რომ მთელს კანზე ბეწვი აეშალა.მტანჯველი გრძნობაა მონატრება…მაგრამ არ არსებობს იმაზე სასიამოვნო გრძნობა, როდესაც მონატრებულ ადამიანს პირდაპირ თვალებში, მის სულში ჩახედავ.
–გამარჯობა, მე ზეინ მალიკი ვარ. მიყვარს მუსიკა და შენ! –ხელი გაუწოდა მის წინ მდგარ სიხარულისგან და გრძნობებისგან ათრთოლებულ სხეულს.
ბიანკაბმ მისი ხელი დააიგნორა და კისერზე მთელი ძალით მოეხვია. უკოცნიდა ლოყებს, ტუჩებს, ცხვირს, თვალებს, შუბლს. სახის ყველა ნაწილს და განუწყვეტლივ ეჩურჩულებოდა ერთიდაიგივეს.
–მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ.
ამ სიტყვებს ასჯერ და ათასჯენ გაიმეორებდა, ოღონდ ყველა გრძნობა გადმოეცა. ეს შეუძლებელი იყო, მეც არ შემიძლია სიტყვებით აგიხსნათ ორი ერთმანეთთნ დაკავშირბული სული რას გრძნობს როდესაც ერთმანეთს ხვდება დიდხნიანი განშორების შემდეგ. ერთი კი ვიცი, ამ დროს ყველაფერი ქრება, სამყარო მოძრაობას წყვეტს და გრძნობები გამოდის მათი სხეულებიდან. დაზაფრული ვუყურებ ხოლმე შეყვარებულ წყვილებს, რადგან ვიცი მათთან ახლოს ვნების, სიყვარულის პატივისცემის, ბედნიერების ძლიერი ტალღები ღელავს.
გაზაფხული
–და მაინც ვფიქრობ რომ რავიკს არ უყვარდა ჯოანი–ბალახზე წამოგორებულმა ამოიოხრა ზეინმა.ბიანკა ლამის ცრემლებში იხრჩობოდა საყვარელი წიგნის უკვე მესამედ წაკითხვის შემდეგაც კი.ზეინის გურგრილ წამონასროლზე ნერვებ მოშლილმა ხელი მხარში კრა.
–არც მისმენდი? ვერ გაიგე რა მოხდა ბოლოს?
–ხო მაგრამ რავიკი არ მიატოვებდა რომ ყვერებოდა.–ბიანკამ წინადადების დასრულების თანავე შეუბღვირა. მანაც მიატოვა, მაგრამ მაინც უყვარდა.
–ბოდიში–ხელები სინანულით აწია ზეინმა და გაუღიმა. ბიანკა ისევ ცხვირ აბზუებული იჯდა.
–მიმღერე და გაპატიებ! –წარბები ეშმაკურად აუთამაშა.
–რა გიმღერო?
–ჩემი საყვარელი სიმღერა!
–electric love?
–ეიი მეგონა ვერ მიხვდებოდი
–პირველად ეს სიმღერა გიმღერე შენ კი ბიანკა პეინი ხარ–საკუთარი თავით კმაყოფილ ზეინს სახე გაებადრა
გიტარა ხელში დაიკავა და ტკბილი ხმით ჩაამთავრა მთელი სიმღერა. მისი ლამაზი აქცენტი მელოდიას უფრო სასიამოვნოს ხდიდა. იგივე ტალღამ დაუარა ბიანკას სხეულში, თითქოს პირველად მღეროდა მისთვის. ამ სიმღერის გავლენას ვერასოდეს დააღწევდა თავს. დაასრულა თუ არა ზეინმა, ბიანკა პირი რაღაცის სათქმელად გააღო, მაგრამ ზეინმა თითი დაადო ტუჩებზე.
-ჩემი ჯერია, ახლა მე უნდა ვთქვა ჩემს გრძნობებზე. ყველაფერი ვიცი, რას გრძნობ, რას განიცდი, რას ფიქრობ, მაგრამ შენ არ იცი რას ვგრძნობ მე. მე დღიურს ვერ დავწერ, თუმცა შემიძლია აქვე და ახლავე გითხრა ყველაფერი რასაც განიცდი როდესაც გხედავ. არ ვიცი როდის დაიწყო შენმა დანახვა ჩემში შფოთვის დაწყება, მაგრამ ვიცი რომ ეს არასდროს დამთავრდება. როცა გიყვარს, შენში დიდი სიმდიდრე იშლება. არც კი გჯერა, რომ ასე შეგიძლია გიყვარდეს, სანამ შენ შეგხვდებოდი, არც კი წარმომედგინა ამ გრძნობას ჩემი განადგურება თუ შეეძლო. ახლა კი, შენ თუ დაგკარგავ, ჯოჯოხეთში ჩავალ შენს დასაბრუნებლად. შენთან ერთად ვიცოცხლებ და შენთან ერთად მოვკვდები, ჩვენი ძვლებიც ერთად დაიმარხება რადგან სიყვარული წამებაა, უსიყვარულობა – სიკვდილი.
დიადო ღმერთებო, არც კი მჯერა რომ დავამთავრე! დაახლოებით ორი საათი ვწერდი ამ თავს, რედაქტირების თავი საერთოდ აღარ მაქვს ამიტომ ბოდიშით ყველა შეცდმოისთვის და იმისთვისაც თ საკმაოდ კარგი თავი ვერ გამოვიდა და იმედები გაგიცრუეთ.
ფიკის დაწყებიდან დასრულებამდე ჩემი მოტივაციის მთლიანი წყაროები იყავით. მადლობა ყველა იმ ლამაზი კომემტარისთვის რომელიც ძალას მაძლევდა გაეგრძელებინა წერა. ასევე მადლობა ვოუთებისთვის.მინდოდა ამ ფიკით მეთქვა თქვენთვის, რომ გაუგეთ ერთმანეთს, აპატიეთ, გიყვარდეთ, რადგან ცხოვრება მიქრის, ვკარგავთ წლებს, რომლებსაც ვერასოდეს დავაბრუნებთ უკან.ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი ამ თავთან და ზოგადად ფიკთნ დაკავშირებით.
შეიძლება დროებით, შეიძლება სამუდამოდ არ ვიცი, მაგრამ გემშვიდობებით. ყველა ძალიან მიყვარხართ. 💖
There are no comments yet. Log in to be the first to leave a review!

![Dust Bones [Harry Styles]](https://fanficsread.net/media/fs-stories-1/1198/conversions/a640cdb809d084e5d20475eedbf3c663.jpg)



