Fanfics

Alcohol

16:42, 8 January 2021

–ჯანდაბა–გეომეტრიის რვეული მოვისროლე იატაკზე დაუძილობისგან დასიებული თვალები მოვისრისე.თითქმის სამი საათია ერთ ნახაზს ვარ ჩაშტერებული, მაგრამ გულს ვერ ვუდებ.

ფიქრები ლიამისკენ გამირბის.საავადმყოფოდან რამდენიმე დღის წინ გამომწერეს, მაგრამ ჩემს სანახავად იმ დღის შემდეგ არ მოსულა.არც ვამტყუნებ, უფრო სწორად ვერც, დაუფიქრებლად მოვიქეცი იმ დაწყევლილ დღეს.

ამოვიოხრე და თავი რამდენჯერმე ძლიერად მივარტყი საწოლის თავს.

ტელეფონის ეკრანი მესიჯმა გაანათა.ისევ ჰარი იყო.იმ დღის შემდეგ ცდილობს ჩემთან დაკავშირებას და ჩემს შემორიგებას.168 შეტყობინება?ეს ბიჭი შეშლილია!

მისი ნომერი მოვძებნე და დავრეკე.

–ბია? –გაუკვირდა

–ჰარი რა გინდა?!

–ბი, უნდა მომისმინო.

–შენ მომისმინე, როდესაც გამოსავალს ვეძებდი? აჰ გამახსენდა შენ გაქცევა არჩიე. უნამუსოდ მიმატოვე.–ტელეფონი გასათიშად მოვიმარჯვე.

–მაგრამ მივხვდი, უნდა გნახო და დაგელაპარაკო.

აღარ მოვუსმინე და გავთიშე.თმაში ხელები შევიცურე და ძლიერად მოვქაჩე.

არ მინდა ვინმეს იმიტომ უნდოდეს ჩემთან ურთიერთობა, რომ ვეცოდები.

ტელეფონზე ისევ ზარის ხმა გაისმა, არც დავკვირვებივარ ნომერს ისე ვუპასუხე.

–რა გინდა ჰარი?! –გაღიზიანების დამალვა არც მიცდია.

–ჰეი, ჰეი დამშვიდდი. ისააკი ვარ. –ტელეფონიდან გაოცებული ხმა გავიგე.

–ჯანდაბა, მაპატიე–თავზე ხელი ისე მივირტყი თითქოს დაინახავდა.

–შენ სულ გაბრაზებული როგორ უნდა იყო? –ხმამაღლა ჩაეცინა–თუმცა მაწყობს ეს სიტუაცია. მე, ლიზა და ჩვენი რამდენიმე მეგობარი კლუბში ვაპირებთ წასვლას. წამოდი და ხასიათი გამოგიკეთდება.

–აჰ არ მგონია კარგი იდეა იყოს.

–არაუშავს, მე მგონია. გაემზადე გამოგივლით.

ტელეფონი ისე სწრაფად გათიშა, სიტყვის თქმა ვერ მოვასწარი.

რა თქმა უნდა არ ვაპირებ წასვლას.არ ვარ გართობის ხასიათზე და ვერც კლუბი გამომისწორებს ხასიათს.

–ბი, ჩამო რა ქვემოთ ცოტახანი–ლეილას პირველი სართულიდან ამომძახა.

მასთან ლაპარაკი კი ნამდვილად გამომისწორებს ხასიათს.ერთადერთია ვინც თავს დამნაშავედ არ მაგრძნობინებს.

–რა ხდება?–მოვეხვიე და მაგრად ვაკოცე.

–საყვარელო, მე და ბობი შაბათის ტრადიციულ ვახშამზე მივდივართ. ისააკმა დამირეკა, გამაგებინა კლუბში წასვლას რომ აპირებთ ამიტომ გასაღები მე მექნება, ვფიქრობ მე სახლში ბევრად ადრე მოვალ.

ისააკმა დაურეკა? ეგ ბიჭი შეშლილია.თუმცა თუ ლეილაც წასვლას აპირებს, სახლში მარტო ჯდომას მირჩევნია მათთან ერთად გავერთო.როდის გავხდი ასეთი ექსტროვერტი.

–ამ კარგი და ლიამი?

–ლიამი დიდი ხანია სახლში არ რჩება, ალბათ დღესაც ნაილთან იქნება.

–კარგი–მხრები ავიჩეჩე და ღრმად ამოვიოხრე.

ლეილა ჩემთან ახლოს დადგა და ჩემი სახე ხელებში მოიქცია.

–მალე გადაუვლის კარგი? უბრალოდ დრო სჭირდება. არ მინდა ამაზე ნერვიულონდე.

–ვცდილობ, მაგრამ არ შემიძლია. ძალიან შევეჩვიე.

თვალები დავხარე და უხალისოდ მივაშტერდი იატაკს.

–წადი დღეს კლუბში, გაერთე და საკუთარ თავს დღეს ნუ ჩაუშხამებ–შუბლზე მაკოცა.

თავი ოდნავ დავუქნიე. მანამდე არ შემიშვა ხელი სანამ არ გავიღიმე. შემდეგ კი თვითონაც მოსამზადებლად წავიდა.

*

–გული მერევა, წავიდეთ რაა–მოსვლიდან ორი წამის შემდეგ დავიწყე წუწუნი და ხელზე დავქაჩე ისააკს.

–ბიანკა ჯერ მხოლოდ ახლა მოვედით, თან ვერ ხედავ რა ცოტა ხალხია? ექვსის მერე აქაურობა რომ გაივსება ალბათ ჭკუიდან გადახვალ–თავისი ლამაზი ღიმილით კი გაიღიმა, მაგრამ მაინც გაბრაზებული დავრჩი.

–მოდუნდი ბიანკა, გართობისთვის მოგიყვანეთ აქ წუწუნისთვის კი არა–ლიზამ ბარძაყზე ოდნავ მიბწკინა

ამოვიოხრე და ხელები დანებების ნიშნად ავწიე.

–მე, ლიზა და მეგობრებიო და მეგობრები სად არიან? –იქამდე ვკითხე ისააკს სანამ კუთხეში მდგარ გრძელ დივანს მივუახლოვდებოდით

–აი ისინიც–იქვე მჯდარ ხუთ ადამიანზე მიმანშნა.

–გამარჯობა ყველას–უბრალოდ ხელის აწევით, ზოგსაც ხელის მირტყმით მიესალმა ისააკი. ლიზამ კი რამდენიმე გოგო გადაკოცნა.

–ეს ბიანკაა, ჩვენი ახალი მეგობარი–ჩემი თავი ისააკმა წარადგინა და ხელზე დამქაჩა, რომ მის გვერდით დავმჯდარიყავი. ოდნავ გავიღიმე. ისააკის ხელი, რომელიც ჩემს მხარზე ესვენა უხერხულობას მიქმნიდა. მარტივი მიზეზის გამო, ყველა ამ ხელს აშტერდებოდა და შეთქმულებივით იცინოდნენ.

ყველამ წარმიდგინა თავი, მაგრამ მათი დამახსოვრებით თავი არ შემიწუხებია. მაინც ვერ შევძლებდი.

ლაპარაკმა ყველა ისე შეიყვანა აზარტში მე არავის გავხსენებივარ, ეს ფაქტი მომწონდა კიდეც, თავს კომფორტულად ვგრძნობდი.

–არ დავლიოთ? –ინიციატივა თმა გადაპარსულმა ბიჭმა გამოიჩინა და ხელები ერთმანეთს გაუხახუნა.

–მე ცეკვა მინდა. შვიდი ხდება, მალე დაიწყება წვეულება. –მის მხარს მიყრდნობილმა გოგომ თქვა და ლოყაზე აკოცა. საყვარლები იყვნენ.

არა მხოლოდ მათ, მეც დამიკარგავს დროის შეგრძნება. ირგვლივ რომ მიმოვიხედე, კლუბი უკვე შევსებული იყო. წითელი განათებებიც ჩაერთოთ და შენობას სხვა იერს აძლევდა.

–დაიწყო, დაიწყო–პირველი ნოტები გაისმა თუ არა იმწამსვე წამოიყვირა ლიზამ. ლიზა, ფლეში ხარ.

–წავიდეთ რაღას ელოდებით–ყველა ფეხზე ადგა, მხოლოდ მე დავრჩი ჩემს ადგილას. ცეკვა არ მრცხვენია, უბრალოდ ახლა ამის ხასიათზე ნამდვილად არ ვარ.

–ბია შენ დარჩენა გირჩევნია ხომ? –ოდნავ გამიცინა ისააკმა

თავი დავუქნიე.

–მადლობა –გამიხარდა რომ არ ჩამაცივდა.

მხრები ღიმილით აიჩეჩა და ლიზასთან ერთად წავიდა საცეკვაოდ. ღიმილით გავაყოლე მათ თვალი.

დროის გასაყვანად უაზროდ ვათვალიერებდი შენობის ინტერიერს. ვათვალიერებდი ჩემს ფოტოებს და ვიდეოებს. ისიც ვცადე ყურსასმენებში მუსიკა მომესმინა, მაგრამ შეუძლებელი აღმოჩნდა.

–ჰეი–წინ მაღალი ბიჭი ამესვეტა წვენით ხელში–ეს წვენი ისააკმა გამოგიგზავნა და დაიბარა თუ გადაიფიქრა დამირეკოს და მოვალო

–კარგი, მადლობა–თავი ოდნავ დავუქნიე. ცეკვა ისევ არ მინდოდა, მაგრამ წვენი გამიხარდა, რადგან მე რომ წავსულიყავი მოსატანად, სადმე დავიკარგებოდი.

წვენის დამთავრების შემდეგ ისევ ძველი ფოტოების გადათვალიერება დავიწყე.

–ჰეი, არ ერთობი? –ვერც გავიგე ისააკის მოახლოება. მისი მშვენიერი ღიმილით დამხედა.

–როგორ არა–ტელეფონი ვაჩვენე.

–ცხეაასჯერ ფოტოების გადათვალიერება გართობა არ არის მშვენიერო–მის ზედმეტ სახელზე უსიამოვნო გრძნობამ დამიარა.

ასე მხოლოდ ზეინი მეძახდა, მინდოდა ეს სიტყვა, ჩემი მიმართულებით, ან მისი პირიდან წამოსული ყოფილიყო, ან არავისი.

უბრალოდ მხრები ავიჩეჩე.

–თუ ცეკვა მოგინდეს დამირეკე–ლოყაზე მაკოცა. როგორც ჩანს დალია, მისი ალკოჰოლის სუნი შევისუნთქე თუ არა უსიამოვნოდ დავიჭყანე. ვერ ვიტან სასმელის სუნს, მით უმეტეს თუ ის ადამიანს ასდის, რადგან მის სუნს ერწყმის და უფრო საშინელი ხდება.

–შეგიძლია ინტერნეტის პაროლი ჩამიწერო? თუ იცი. –ტელეფონი გავუწოდე.

–ვინმესთან მიწერას აპირებ? –სანამ წერდა მაშინ მკითხა.

–აჰამ

–გოგოა თუ ბიჭი?–მგონი სასმლისგან ემოციებს ვერ აკონტროლებდა, სახე საყვარელად დამანჭა.

ის რა ეჭვიანობს? მგონი ზედმეტად ბევრი დალია.

–მაგრამ რა ჩემი საქმეა–სწრაფად დააყოლა. ტელეფონი გამომიწოდა და ჩქარა გამეცალა, ისე ჩქარა, რომ სასმელით სავსე ჭიქა მაგიდაზე დარჩა.

ამოვიოხრე და თავი დანანებით გადავაქნიე. სასმელი ადამიანებს ძალიან ასულელებს.

სოციალური ქსელების შემოწმება დავიწყე. არაფერი საინტერესო, საერთოდ არაფერი, უკვე ძალიან ვნანობ აქ წამოსვლას. ჩუმად ჩავიფრუტუნე და ინსტაგრამი ჩამოვსქროლე.

თვალში ზეინის სახე მომხვდა, სქროლვა შევაჩერე. ვიღაც ლამაზ, ქერა გოგოსთან ერთად ედო ფოტო.

ნერვებ მოშლილმა დავბლოკე ტელეფონი და გვერდით მოვისროლე. თუ მისი ფოტო დადო ესეიგი საქმე სერიოზულადაა. რაღაც არამგონია მესამე დედმამიშვილს მალავდნენ მალიკები.

ტელეფონი ხელში მოვიმარჯვე. არაუნდა შევწყვიტო უაზრო ფიქრი. ისევ უკან დავაბრუნე ტელეფონი. არ ნახო ბიანკა, არ ნახო.უბრალოდ რაში გაინტერესებს ვინ არის?

თვალში ისააკის დარჩენილი სასმელი მომხვდა. ახლა ყველაზე მეტად ეს მჭირდება. ჯანდაბა უკვე სხვების გამო დალევაც დაიწყე ბიანკა.

დაუფიქრებლად დავცალე ნახევარი ჭიქა ლუდი. პირის ღრუში უსიამოვნო შეგრძნება გამიჩნდა, მაგრამ მეორე ნახევარი მაინც დალიე.

მოწყენილი დაველოდე სასმელის მოქმედებას, თუმცა არაფერი.ერთი ჭიქის იმედი არც უნდა მქონოდა.

ტელეფონში ისააკის ნომერი მოვძებნე

–ბიანკა გადაიფიქრე?–ხმამაღლა დამიყვირა ტელეფონში.

–შეგიძლია ხმადაბლა ილაპარაკო, ჩემთან ხმაური არაა.

–ხოო? –ისე გადაიხარხარა ტელეფონი ყურიდან მოვიშორე.

–შეგიძლია მოხვიდე? ცეკვა მინდა

–რაა? აქ ხმაურია არ ისმის

–მოდი და წამიყვანე, ცეკვა მინდა–ახლა ხმამაღლა დავუყვირე და ირგვლივ მიმოვიხედე, რატომღაც მეგონა ხალხის გაოცებულ სახეს დავინახავდი.როგორც ჩანს აქ ყვირილი ჩვეულებრივი მოვლენაა.

ისააკი ხუთ წუთში ჩემთან გაჩნდა.

–რა მალე გადიფიქრე–ხელში თავისი დავიწყებული ჭიქა შეათამაშა–მახსოვს ეს სავსე დავტოვე.

–სიმართლე გითხრა ცეკვა კი არა დალევა მინდა. –შენიშვნა დავუიგნორე.

–ბიანკა პეინ, ეს შენ ხარ თუ ძალიან ბევრი დავლიე–გაოცებულმა შემათვალიერა.

–გეყოფა რა–ცოტა გაღიზიანებული ვუთხარი. არ მქონდა მისი ნერვები, მალე მინდოდა ის წყეული სითხე ორგანიზმში მეგრძნო.

ბარისკენ დავიძარით.საცეკვაოდ წამოსვლა შემომთავაზა, მაგრამ უარი ვთქვი და ბართან დავრჩი.

–თქვენ წვენი თუ მინერალური–მაღალმა ბარმენმა თავხედი ღიმილით დამხედა.

უფრო გამიმძაფრდა ალკოჰოლის მიღების სურვილი.ეს რაიმე მარკეტინგული გათვლა აქვთ?

–რაიმე ძლიერი დამისხით–თვალები დავუწვრილე.

ჩაიცინა და პატარა ჭიქაში გამჭვირვალე სითხე დამისხა, სწრაფად დავლიე.ჯანდაბა ეს ლუდზე საშინელია, მაგრამ ჭიქა ისევ გამუწიე.წარბის აწევით გამომხედა და ისევ დამისხა.მეორეს მესამე მოჰყვა, მესამეს მეოთხე და მეხუთე ჭიქაზე სასმელის სიმწარეს ვეღარ ვგრძნობდი.სასმელის სიმწარეს კი არა ვეღარაფერს ვგრძნობდი.ვინმეს რომ მოეყოლა დილით და აქ მოსვლის პირველ საათებში როგორი განწყობით ვიყავი, ალბათ სიცილით მოვკვდებოდი.ისედაც ძლივს ვიკავებდი სიცილს, კბილებით ლოყებს ვიჭამდი აქვე უაზროდ რომ არ ავხარხარებულიყავი.

–მეტს აღარ დავასხავ ბევრი მოგივიდა–ბარმენმა მისკენ წაწეული ჭიქა უკან დამიბრუნა.

–ფულს გიხდი–ასი დოლარი წინ დავუდე. ეს უკვე მეოთხე ასდოლარიანი იყო–ასერომ დაასხი.

–ფული უკან დაიბრუნე და დალევა შეწყვიტე. ის შენი მეგობარი საერთოდ რაზე ფიქრობდა აქ რომ მარტო დაგტოვა–თავი გააქნია და ჭიქების წმენდა გააგრძელა.

თვალები ავატრიალე.

–ჰეიი ბიი, აქ ხაარ–ლიზა ჩემ გვერდით როგორ გაჩნდა ვერ გავიგე.არც მიკვირს რომ ვერ გავიგე.ისე ვიყავი აქვე დავიძინებდი.

–ღმერთო თვალები რას გიგავს–სახე ხელით დამიჭირა–ბევრი დალიე?

–საკმარისი იმისათვის რომ ხასიათი გამომსწორებოდა.

–ანუ ბევრი დალიე–გამიცინა და იქვე ჩამოჯდა.

–მოდი ვიდეო გადავიღოთ–უცებ წამოვიძახე.

–რა გიჟი ხარ, მიდი და ტვალეტში უნდა გავიქცე.

ვიდოე სწრაფად გადავიღე და ინსტაგრამის სთორიზე დავდე.მხოლოდ შენ არ ერთობი ზეინ მალიკ.

ბარმენმა ვიღაცას სასმელი დაუსხა, მაგრამ ავაცალე და მედავლიე.თვალი გამარჯვების ნიშნად ჩავუკარი.

–წავიდეთ ვიცეკვოთ–ლიზა კაბის სწორებით მოვიდა და ხელი დამავლო.

მოცეკვავეების ჯგუფს სწრაფად შევერიეთ.ხალხში ცეკვა არ მიყვარს მხოლოდ ჩემს ოთახში ვცეკვავ, მაგრამ სასმელი ყველანაირი სისულელის ჩადენაში გვიწყობს ხელს.

ტელეფონის ვიბრაცია შარვალზე ვიგრძენი.ბრბო გავარღვიე და ვეცადე წყნარი ადგილი მეპოვა.საპირფარეშოს შევაფარე თავი.

–ეს ბიანკა პეინია და ის გისმენთ–გადავიკისკისე.ხო ჭკუა ახლა ნამდვილად არ მომეკითხება.

–ბიანკა, სად ჯანდაბაში ხარ–სიმთვეალის მიუხედავად ზეინის ხმა მაინც ვიცანი და უსიამოვნოდ გამაჟრჟოლა.

–ზეინ, ნუთუ ეს შენ ხარ

–ბიანკა მოგწონს ჩემი წვალება?

–შენ რომ წვალებაზე დაიწუწუნებ–გადავიხარხარე და კედელს მივეყრდენი–წადი ზეინ შენი ქერა ლამაზმანი გაჟიმე.

ბოლო სიტყვა ვთქვი თუ არა პირზე ხელი ავიფარე.ჯანდაბა მართლა ბევრი დავლიე.

–ზეინ ბოდიში, მე...

–მისამართი მომწერე–სწრაფად გაითიშება.

ბიანკა სულელი ხარ, სულელი.

მისამართი სწრაფად გავუგზავნე.ბართან დაბრუნება მინდოდა, მაგრამ თავბრუსხვევა ვიგრძენი და იქვე კედელთან ჩავიკეცე.გულის რევის შეგრძნება მთელ სხეულში დამეუფლა, ტუალეტისკენ სწრაფად გავიქეცი.

–ბიანკა კარგად ხარ? გეძებდი და მითხრეს რომ აქეთ წამოხვედი–ლიზა ტვალეტში შემოვიდა. უნიტაზთან ჩაცუცქული რომ დამინახა ერთი დაიკივლა და იქვე ჩაიცუცქა.

–მიდი პირი მოიწმინდე, ჯანდაბა ამდენი არ უნდა დაგელია. ისააკს მოვკლავ ასე რომ მიგატოვა.

პირი ხელსახოცით მოვიწმინდე.ჩემი თავი მძულდა, ასეთ მდგომარეობაში რომ ჩავვარდი.

–წამოდი, მეგობარს მივწერ და სახლში წაგიყვანს. –თმა თავისი შესაკრავით შმიკრა.

–არა, არ მინდა ზეინმა დამირეკა და წამიყვანს. უბრალოდ გარეთ დაველოდოთ.

თავი დამიქნია და გარეთ გამიყვანა.თაბრუ მესხმოდა, არ შემეძლო დამოუკიდებელად მევლო.კლუბის წინ სკამზე ჩამოვჯექით.თავი ლიზას მხარზე ჩამოვდე მან კი ჩემი ხელები თავისაში მოიქცია.

–ბოდიში რა, მეც არ უნდა დამეტოვებინე. მეგონა იქ იქნებოდი ისევ. –ცერა თითით ხელზე გამეთამაშა.

ხმა არ გამიცია, მაგრამ მასზე არც ვბარზობდი უბრალოდ დაღლილობისა და სასმელის გავლენის გამო ხმის ამოღების თავიც არ მქონდა.

ჩვენს წინ მანქანა სწარაფად შემოსრიალდა.ზეინი სწრაფად გადმოვიდა მანქანიდან. დაგვინახა თუ არა ჩვენკენ სწრაფად წამოვიდა.

ჩემი სახის დანახვაზე თვალები გაუფართოვნდა. ხელი ყბაბში დამავლო და შემათვალიერა.

–რა ჭირს? სახეზე რა ფერი აქვს! აქ ამისთვის წამოიყვანე რომ ამ დგომარეობამდე გამოგეთრო? –ჩემი სახისთვის ხელი არ შეუშვია ისე დაუწყო ლიზას ჩხუბი.

–ჰეიი, თავი დაიმშვიდე.–ლიზა ფეხზე წამოხტა–აქ შენმა ძმამ მოიყვანა და მითხრა ყურადღებას მე მივაქცევო.

–მაგ სირს დაურეკე და ორივე სახლში წადით. ბიანკას მე წავიყავან.

–წესიერად ილაპარაკე და როდის წავალ ჩვენ გადავწყვეტთ.–ლიზას უკვე ნამეტანი მოსდიოდა.

–იი ყოჩაღ პატარა ლიზა, როგორ მაგრად შემეწინააღმდეგე. ათიანი, დაჯექი.

ზეინმა ხელში ამიტაცა და მანქანისკენ წამიყვანა.მოულოდნელობისგან ხელები კისერზე შემოვხვიე.

–ნუ უბრაზდები, ჩემი ბრალია.–ამოვილუღლუღე.

–მართლია, შენი ბრალია და არც შენ აგცდება.

გაბრაზებულმა დამხედა, მაგრამ ჩემს საცოდავ სახეზე მაინც ჩაეღიმა.

მანქანაში უკანა სკამზე დამსვა და ღვედი შემიკრა.

–აუცილებლად ასე უნდა დაგელია? და ამ დრომდე უნდა ყოფილიყო კლუბში? –მანქანა დაძრა თუ არა უკანახედვის სარკიდან გამომხედა.

–და შენ უნდა გკითხო როგორ მოვიქცევი?

–ნუ მიწვევ–წარბი გაბრაზებულმა ამიწია.–ლიამმა იცის აქ რომ ხარ?

–ლიამს არ ვაინტერესებ–მხრები ავიჩეჩე.

–კარგად იცი რომ მიზეზი აქვს.

–ჩემი სიცოცხლეს როგორ მოვექცევი ეგ ჩემი გადასაწყვეტია.

–ბიანკა საშინლად ეგოისტი ხარ. ოდნავ მაინც არ ფიქრობდი როგორ გაგვანადგურებდი? ჩემზე და ჰარი ე არაფერს ვამბობ, მაგრამ ლიამი? ლეილა და ბობი? ადამიანები გყავს ვისაც უყვარხარ, შენგამო ჯოჯოხეთშიც კი წავლენ შენ კიდე ელემენტარულ პრობლემაზე სიცოცხლის დასრულება გადაწყვიტე.

მშვიდად მიხსნიდა და შიგადაშიგ სარკიდან მიყურებდა.

–არ იყო ელექტრონული პრობლემა–დავუყვირე და სახე ხელებში ჩავრგე.

–რაც არ უნდა ყოფილიყო გამოსავალი არსებობდა. თვითმკვლელობა მხოლოდ მაშინაა გამართლებული როდესაც ყველა და ყველაფერი დაკარგული გაქვს.

ჩემ წყობილებიდან გამოყვანას ოდნავაც არ აუფორიაქებინა. ისევ მშვიდად გააგრძელა ლაპარაკი. თითქოს ჩემ წინ სულ სხვა ზეინის იყო.

მანქანა მოუხვია. მთვრალი ვიყავი მაგრამ ჩემი სახლის გზას მაინც კარგად ვიცნობდი, ეს კი არ იყო ჩემი სახლის გზა.

–ზეინ სად მივდივართ?

–ჩემს სახლში.

–არა, არა არ მინდა ვერ დავენახები შენებს ასე.

–დამშვიდდი მარტო ვცხოვრობ.

–მაინც არ მინდა, სახლში მინდა–გავჯიუტდი.

–ლეილას გული გაუსკდება ასეთს თუ დაგინახავს ასერომ შეეშვი სიჯიუტეს.

მე როგორც ძალიან ჭკვიანმა, გუშინ თავი ავტვირთე და გამოქვეყნება დამავიწყდა.დავიძინე არხეინიად.შემოვედი ნოთფიქეიშენების სანახავად და სადაა?მაპატიეთ ტკბილებო

There are no comments yet. Log in to be the first to leave a review!

Similar stories