Fanfics

Introduction

22:06, 16 February 2021

„მე რომ დავიბადე არემარეს ზამთრის ფუმფულა, თეთრი კაბა ეცვა. ბებიაქალმა დედას უთხრა, რომ ზამთრის ბავშვები სხვებზე ძლიერები არიან. ისინი ხომ სულ პაწაწინები უმკლავდებიან სუსხიანი ქარის ქროლვას სახლის გარეთ? თუმცა მე ამის ატანა სახლის შიგნითაც მიიწევდა. ეს ქარი ჩემს საყვარელ ადამიანებს შემოჰქონდათ და თავს მახვევდნენ, მწარე სუსხით მივსებდნენ გულს და წარუშლელ კვალს ტოვებდნენ ჩემში."

კარზე კაკუნი მესმის და დღიურს სწრაფად ვაცურებ ბალიშის ქვეშ.

-ღიაა

ოთახში თავი ლეილამ შემოყო და თბილი ღიმილით დამაჯილდოვა.

-ბიანკა, ჩამოდი ვჭამოთ ლიამი უკვე მოვიდა, ბობიც გველოდება.

ლიამის სახელის გაგონებაზე ვიღუშები.

-მე ტოსტი შევჭამე წეღან, თქვენ ივახშმეთ.

-კარგი ერთი, ტოსტი გეყოფოდა ვითომ?

გამომცდელად მიყურებს და საწოლზე, ჩემ გვერდით, იკავებს ადგილს.

–ეს ყველაფერი ლიამის გამოა?–პასუხს აღარ დაელოდა და სიტყვებს ოხვრა ამოაყოლა.

შეწინააღმდეგება გადავიფიქრე. მგონი დრო იყო ერთხელ და სამუდამოდ მეთქვა ის რაც აქ მოსვლის პირველი დღიდან ჩემს მთავარ პრობლემად იყო ქცეული.

-თითქმის ერთი წელი გავიდა, მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა ვცდილობ ნორმალურად დაველაპარაკო, ის თავს მარიდებს. უარეს შემთხვევაში არც კი იმჩნევს ჩემს არსებობას. ასე რომ არ მინდა შევაწუხო, სახლში კი უხერხულობა შევქმნა.

აქამდე ყურადღრით და ჩაფიქრებით მისმენდა ლეილა.

–ხომ, ამას ვამჩნევთ მეც და ბობიც, ვაპირებ კიდეც დალაპარაკებას, მაგრამ გთხოვ მანამდე უბრალოდ ჩვენთან ერთად ივახშმე. გპირდები ხვალიდან ეს აღარ შეგაწუხებს. ბობს გეგმა აქვს.

ბოლო სიტყვებზე ჩაეცინა და ჩემს ხელს, რომელიც საწოლზე ესვენა თავისი დაადო და ოდნავ მოუჭირა.

არ მიყვარდა როცა ბევრს მეხვეწებოდნენ, მით უმეტეს არ მინდოდა იმ ადამიანების წყენინება, რომლებიც ჩემი ძმის გარდაცვალების შემდეგ ჩემზე უანგაროდ ზრუნავდნენ.

ჩემი გრძელი ქვედაბოლო შევისწორე და ლეილას გავყევი პირველი სართულისაკენ.

მაგიდასთან ბობი და ლიამი ჩუმად საუბრობდნენ. ჩემ დანახვაზე ბობმა გამიღიმა ლიამი კი მოიღუშა და ადგომა დააპირა.

–მე გავალ, არ მშია.

–ლიამ-ერთი წლის განმავლობაში პირველად მესმის ბობის მკაცრი ხმა, თითქოს ამ ერთი სიტყვით ყვიროდა.–შენს ადგილას დაბრუნდი!–ლიამის არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის რომ ვინმეს ასეთი ტონით მოემართა, ალბათ ცრემლებად დავიღვრებოდი. ვერ ვიტან ყვირილს, უფრო სწორად მეშინია ყვირილის და ამიტომაც იყო, რომ ბობის ხმაზე მთელს ორგანიზმში გამაკანკალა.

–რა გინდა მამა?–თვალები აატრიალა ლიამმა, მაგრამ იმავე პოზაში დარჩა, რომელშიც იყო.

–ბიანკასთან რაიმე პრობლემა გაქვს?

ბობი თვალებიდან ნაპერწკლებს ჰყრიდა, პირველად ვხედავდი ასეთს და ეს ჩემ გამო ხდებოდა. სულელი ხარ ბიანკა, სულელი ხარ, რომ მოგინდა უცებ შენი პრობლემების გადმოლაგება.

–ამას იმიტომ მეკითხები, რომ მას მოსიყვარულე ძამიკოსავით არ ვექცევი?–ცინიკურად გაიცინა ლიამმა.

ბობიმ სკამი უხეშად გასწია და ფეხზე წამოდგა.

–ასე არა ლიამ? მოგინდა ხომ მამაშენთან ასეთი ტონით ლაპარაკი? შენ ისეთი გაბედული ჩანხარ, ბიანკას იმასაც ეტყვი რატომ ვერ იტან ასე ძალიან. მიდი გისმენთ. მიდი ლიამ რას ელოდები აუდიტორია გვყავს, მიდი ამოანთხიე ყველაფერი და მერე ვნახოთ თავს სად ამოყობ, მიდი ლიამ, მიდი–ბოლო სიტყვები ყვირილით წარმოთქვა და მაგიდას ხელი მაგრად დაარტყა.

ვგრძნობდი თვალის გუგებში ჩამდგარ ცრემლებს, ეს ყველაფერი ხომ ჩემი ბრალი იყო, ჩემ გამო ჩხუბობდნენ და კიდევ ერთი მიზეზი მქონდა რატომაც უნდა დამეწყევლა ჩემი გაჩენის დღე.

–ბობი გეყოფა–აქამდე ჩუმად მყოფი ლეილა ბობთან მივიდა და მისი პატარა ხელები ქმრის მკლავს შემოხვია.

–შენ და ბიანკამ ივახშმეთ, მე და ლიამი კი საუბარს ზემოთ გავაგრძელებთ.

–ბობ არ...

–საყვარელო, გპირდები არ ვიჩხუბებთ. თუ ზედმეტ ხმას გაიგებ მაშინვე ამოდი.

ლეილას თავზე აკოცა და ზემოთ ავიდა, ლიამიც მას გაჰყვა.

აი ახლა კი მივეცი თავს უფლება მეტირა. საშინელი ადამიანი ვიყავი, სადაც მივდიოდი ყველგან ჩხუბი და დაპირისპირება მიმქონდა. მე რომ დავიბადე, ასე ვთქვათ დაუგეგმავი ბავშვი ვიყავი, ჩემებს სულ ჩხუბი ჰქონდათ. ისედაც ღარიბ ოჯახს ორი ბავშვის გამოკვება უჭირდა და ყველა წარუმატებლობას მე მაბრალიდნინ. ერთადერთი იყო ტობი, ჩემი ძმა, რომელსაც სიცოცხლეზე მეტად ვუყვარდი და ეს ადამიანიც წარმართვეს გასულ წელს. ასე მოვხვდი ამ პატარა, მყუდრო ოჯახში და ეს სიმყუდროვე, ნებსით თუ უნებლიედ, ჩემი დამსახურებით დაირღვა.

–ბია, კარგად ხარ? მოიცადე შენ რა ტირი? ღმერთო რამოხდა? ბობის ხმამ შეგაშინა ხო?

ლეილა მეხვევა და კითხვების კორიანტელს მახვევს. ნეტავ მართლა ასე იყოს, ნეტავ მხოლოდ ყვირილს შევეშინებინე და ამ დაწყევლილ თავს დამნაშავედ არ ვთვლიდე.

-უბრალოდ ყველგან, სადაც მივდივარ, არეულობა და ჩხუბი მიმაქვს. დავიღალე ამით.

-არც კი გაბედო ამის მეორედ გამეორება. შენ აქ არაფერ შუაში ხარ. მე და ბობი დიდი ხანია ვამჩნევთ ლიამის ამ დამოკიდებულებას და არ ვაპირებ ასე უბრალოდ გავატაროთ. პატარა ბავშვი ხომ არაა, რომ იეჭვიანოს არა? ამხელა ბიჭია და ელემენტარულს ვერ ხვდება. რაც შეგეხება შენ, შენ უბრალოდ არაჩვეულებრივი გოგონა ხარ და თუ შენმა მშობლებმა შენში მრავალი საუკეთესო თვისება ვერ შეამჩნიეს ეს მხოლოდ მათი პრობლემაა და არ დავუშვებ ასეთი თვითშეფასება ჩამოგიყალიბდეს. წამოდი ახლა ვჭამოთ, შემდეგ კი ორივემ დავისვენოთ. მე შენს ადგილას უნივერსიტეტამდე დარჩენილ დროს სარფიანად გავფლანგავდი.

ლეილა თვალს მიკრავს და მაგიდას უჯდება, მეც მის წინ ვიკავებ ადგილს.

-შენი დიეტა? -ვეკითხები როცა ვხედავ მოზრდილ ქათმის ნაჭერს როგორ იდებს თეფშზე.

-დიეტის დედაც, ისედაც ძვალიღა ვარ დარჩენილი. -არ არსებულ მუცელზე ხელს ირტყავს და ორივეს სიცილი გვიტყდება.

ხშირად მიფიქრია რა მოხდებოდა მეც რომ მათი შვილი ვყოფილიყავი. ალბათ ნაკლებად დავიტანჯებოდი ამ გიჟ წყვილთან, რომლებმაც 17-18 წლის ასაკში გადაწყვიტეს შეუღლება.

ვახშმის შემდეგ ბევრი ვეხვეწე ლილას, მაგრამ დაიჟინა მე მივალაგებ შენ დაისვენეო და მეც დანებება მომიწია, ახლა ერთადერთი ის დამრჩენოდა დღიური შემევსო და მასთან ერთად არც ისე ტკბილ სიზმრებში გადავსულიყავი.

***

მაღვიძარას ხმა სრულად ვერ მაღვიძებს და ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფი ვარკვევ რა ხდება. და ხო, მე ისევ დამავიწყდა მაღვიძარას განრიგის გამორთვა. ხელს ზოზინით ვუსვამ ტელეფონის ეკრანს და ძილის გაგრძელებას ვცდილობ. მაგრამ ვინ გაცდის ლეილა ოთახის კარს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ანგრევს და საწოლის იმ მხარეს იმუხლება რომელ მხარესაც თავი მაქვს.

-ბიააა უნდა გაიღვიძო-ზედმეტად აღფრთოვანებულია იმისთვის, რომ უბრალოდ დავაიგნორო ამიტომ ცალ თვალს ზანტად ვახელ.

-ბია დღეს მე და ბობს ქორწინების 22წლის თავი გვაქვს-იმ ცალი თვალითაც ვხედავ თავიდან ბოლომდე როგორ ბრწყინავს.

-გილოცავ? -გაუაზრებლად ვლუღლუღებ. გასაკვირი არცაა მე ხომ ნახევრად მძინავს.

-რა თქმა უნდა მილოცავ-კისკისებს ლეილა და თმაზე მეფერება-თუმცააა მთავარი ეს არარის-ეშმაკურად ათამაშებს წარბებს-ორი კვირით პარიზში მივყავარ-ბოლო ხმაზე ყვირის და ოთახში სირბილს იწყებს.

-რააა? ღმერთო რა მაგარია-ვკივი და სულ მავიწყდება ორი წუთის წინ მკვდარივით, რომ მეძინებოდა ისე ვიწყებ მასთან ერთად სირბილს.

ვერ ვიტყვი ჩემი ოცნების ქალაქი პარიზია-თქო, მაგრამ ლეილა დიდიხანი ოცნებობდა მანდ წასვლაზე და მეც გულწრფელად მიხაროდა ეს ოცნება რომ აუხდა.

-ახლა უნდა გავიქცე და ბარგი ჩავალაგო-აქოშინებული ჩამოეყრდნო კარის სახელურს. -თუ ლიამი რამეს გეტყვის უბრალო ზარი და პირველივე რეისით აქ ვართ.

-კარგი, თქვენ მაგაზე არ ინერვიულოთ და გამაღვიძე რომ გაგაცილოთ. -გასულს მივაძახე და კმაყოფილი ისევ საწოლზე ვეხეთქები.

*

არც კი ვიცი რამდენი ხანი მეძინა, მაგრამ აშკარად ჩემმა პირში ჩატენილმა თმამ გამაღვიძა. ზიზღით მოვიშორე და ცხენის კუდად შევიკარი.

ლეილამ ან არ გამაღვიძა ან ჯერ არც წასულა.

ჩემი ვარაუდი გამართლდა როდესაც კომპიუტერი ჩავრთე და ლეილას მესიჯი ამოხტა.

საყვარელო, ისე ტკბილად ხვრინავდი დამენანა შენი გაღვიძება. რომ ჩავალთ დავრეკავ.

ოდნავ გული დამწყდა მათი გაცილება რომ ვერ შევძელი.

ის იყო იუთუბში მუსიკის ჩართვა გადავწყვიტე, რომ კარზე დააკაკუნეს. ეს ან ლიამია ან გარდაცვლილი ბებიაჩემის სული, ნუ ეს უკანასკნელი უფრო მეტად მგონია ვიდრე ლიამის აქ ხილვა.

-შემოდით-როცა ვრწმუნდები, საბანი ჩემი სხეულის ყველა ნაწილს კარგად ფარავს მხოლოდ მაშინ ვიძახი.

რაც არ უნდა საკვირველი იყოს ოთხში ლიამი ჰყოფს თავს.

-შუადღე მშვიდობის და ის, რა მინდოდა მეთქვა, ამ... სახლში ბიჭები არიან, დედას კი საჭმლის დატოვება დაავიწყდა. შეგიძლია რამე მოგვიმზადო? -ლიამი შიგადაშიგ უხერხულად თავს იფხანდა და ამ დროს ისეთი საყვარელი იყო თავს ძლივს ვიკავებდი, რომ არ მივვარდნილიყავი და ის ლოყები არ დამეკოცნა.

ყველაფრის მიუხედავად, იმის მიუხედავად, რომ ერთი წლის განმავლობაში ნორმალურადაც კი არ დამლაპარაკებია და ბევრჯერ თავი საზიზღარ ადამიანად მაგრძნობინა, უბრალოდ გავუღიმე და თავი დავუქნიე.

-კარგი, მადლობა. მე გავალ-პირველად მიღიმის, ისიც უხერხულად და ოთახიდან გადის.

*

-გეუბნები მაგარი ნაშაა, მიდი რა უპასუხე-ალბათ მეათედ ვისმენ ამ ფრაზას ნაილისგან, რომელიც ზეინს ეჩიჩინება იმ „მაგარი ნაშის" მესიჯს უპასუხოს.

ხმამაღლა ვოხრავ და სპაკეტს პილპის ვაყრი.

-საჭმელი მზადაა-ისე ვიძახი რომ გაიგონ და ისაა ჩემი ოთახისკენ გაპარვას ვაპირებ, რომ ზარის ხმა მესმის. რაღაც არ მგონია ამ ნაშების თვალიერებით დაკავებულმა ხალხმა ზარს ყურადღება მიაქციონ ამიტომ ისევ მე მივდივარ გასაღებად.

-პრინცესა ბიანკა პეინ, გთხოვთ რაინდს აპატიოთ ყვევილების და ტკბილეულის გარეშე მოსვლა. -კარებთან ჰარი დგას და თავისი ბოხი ხმით ჩემს კაბას დასცინის.

-მოგკლავ ჰარი-სიცილით ვემუქრები და მაგრად ვეხვევი მის მაღალ ტანს.

ჰარი ყველაზე მეტად მიყვარს ბიჭებიდან. ალბათ იმიტომ, რომ სხვებზე კარგად მექცევა. გაცნობის დღიდან დავახლოვდით, ის იყო პირველი ვინც ჩემი სახელი იკითხა და ასევე პირველმა მაჩუქა მისასალმებელი ჩახუტება.

-ბიჭები სად არიან ლამაზო? -ხელს მხვევს და სასტუმრო ოთახისკენ მივყავარ. რატომღაც ეს დისკომფორტს სულაც არ მიქმნიდა.

-ჭამას აპირებდნენ ალბათ უკვე სამზარეულოში არიან. მიდი შენ გადი მე ოთახში ავალ.

-რატომ ვითომ. არ გვკადრულობ? -მოჩვენებითად მიბრაზდება და ვატყობ ხელის აწევას არ აპირებს ჩემი მხრიდან.

სამზარეულოში ძალით მიმათრევს.

-გამარჯობა ნაბიჭვრებო-იკრიჭება ჰარი და ყველას ხელის აწევით ესალმება.

-ჩაიჯვი რა-პირგამოტენილი ამბობს ნაილი, ლიამი კი ჰარისთვის საჭმლის ამოსაღებად დგება.

-ბია შენც შეაჭამ? -ჩემს შემოკლებულ სახელის გაგონებაზე ცოტა ვიბნევი და ორი წუთის მანძილზე ვაშტერდები ლიამს. ასე მხოლოდ ლეილა, ბობი და ჰარი მეძახიან ანუ ის ხალხი ვისაც ვუყვარვარ ამიტომ ლიამისგან ეს შემოკლებული სახელი? ხო ბობს ნამდვილად კარგად უმუშავია, თუმცა ახლა თუ ყალბი ლიამის ყურება მომიწევს, რომელიც იძულებულია მშობლების გამო მეპირფეროს, თავს უკანასკნელ საშილებად ვიგრძნობ.

-ხომ, შევჭამ მეც. -როგორც იქნა ხმას ვიღებ.

ჰარი სკამ წევს რომ დავჯდე. უნებურად მზერა ზეინისკენ მეპარება. ისეთი მზერა აქვს თითქოს დიდი მონდომებით უნდა ამ მზერით გამბურღოს.

რა უნდა?

-მაგარი ამბავი ვთქვა? -ახლა უკვე პირგამოტენილი ჰარი იწყებს საუბარს. -ბეატრისი კარნავალს აწყობს დღეს, მგონი ოთხისკენ და ყველა დაგვპატიჟა.

-ხომ იცის რომ მაინც არ გაჟიმავ და მერამდენედ უნდა გადაყაროს ფული ხმაურის გამო შეწუხებული მეზობლების გაჩუმებაში?

ზეინი მობეზრებული ეყრდნობა სკამის ზურგს.

-ისე ბიაც აქაა და ხო არ მოკეტავდი? ჩანგალს იშვერს ჩემსკენ ჰარი.

-უი ბიანკა შენც აქ ხარ? მგონი უფრო ხშირად უნდა ამოიღო ხმა რომ არ დაგვავიწყდე-ცინიკურად მიღიმის ზეინი და ღმერთია მოწმე დიდი სიამოვნებით დავაპუტავდი იმ ლამაზ შავ წამწამებს.

-რაც არ უნდა იყოს წავიდეთ. -ლიამი სიტუაციის განმუხტვას ცდილობს.

-მერე შენი ბავშვი? -ისევ ცდილობს ზეინი ჩემს გაღიზიანებას და მგონი ახერხებს კიდეც.

-ბიანკაც წავიყვანოთ. -მხრებს იჩეჩავს ლიამი და ახლა ოთხივე მე მაშტერდება პასუხის მოლოდინში. სერიოზულად ლიამ? ერთი წელი ზედ არ მიყურებდი და ახლა, ერთ დღეში რა მოხდა ისეთი, რომ წვეულებაზე კი აპირებ ჩემს წაყვანას.

-ეგეთი ადგილები საჩემო არაა. არ მიყვარს ხმაური.

-რატომ არ მიკვირს-ფრუტუნებს ნაილი, ჰარი კი ცდილობს უკანასკნელად გაიბრძოლოს.

-წამოდი რა, მართლა გაერთობი.

-არა ჰარი მართლა არ მინდა, თქვენ წადით და გაერთეთ.

*

ცხელი შხაპის მიღების შემდეგ ვგრძნობ სხეული როგორ მიდუნდება ამიტომ სააბაზანოდან კმაყოფილი გამოვდივარ. ტანსაცმლის შეტანა დამავიწყდა და ამ სკლეროზი გამო მომიწევს სააბაზანოს თბილი ტემპერატურიდან გამოსვლას მხოლოდ პირსახოც შემოხვეული შევწბრძოლო.

-აქ რა ჯანდაბას აკეთებ-გაბრაზებული კი არა უფრო სასოწარკვეთილი ვყვირი, როდესაც ზეინ ჩემს საწოლზე წამოწოლილს ვხედავ ჩემი დღიურით ხელში.

-ღმერთო ჩემო, შემაშინე ბიანკა, რა გაღეიალებს. -აქეთ უკმაყოფილო ხმით მეუბენბა და ხო, ახლა ნამდვილად გავჩეჩავ.

-ანუ მე შაგაშინე არა? ეს ჩემი ოთახია და ეგ ჩემი წყეული დღიური. საერთოდ ვინ მოგცა მისი აღების უფლება?

-შენი აზრით ვინმეს ნებართვა მჭირდება? -თვალებს ატრიალებს და დღიურს ხურავს.

-დადე დღიური! -მაქსიმალურად ვცდილობ არ დამავიწყდეს, რომ მხოლოდ პირსახოცით ვარ.

-მოდი და აიღე-გამომწვევად მიყურებს და ენას ზედა კბილებს ატარებს. წუთით მავიწყდება კიდეც მასზე გაბრაზებული რომ ვარ და ნერწყვს ხმაურიანად ვყლაპავ.

-არა ზეინ დადებ!

-არა ბიანკა მოხვალ და აიღებ.

-თუ მოვალ ყოველგვარი ხრიკების გარეშე მომცემ დღიურს? -ძალიან არ მინდოდა ყველაფერი წაეკითხა, ამის გამო დათმობაზე კი წავიდოდი.

-კი, გპირდები არანაირი ხრიკები

გაუბედავად ვდგავ რამდენიმე დაბიჯს, რომ მის გამოწვდილი დღიურს ხელი დავავლო და უკან მოუხედავად გამოვიქცე უკან.

ნივთს ხელს ვავლებ თუ არა ვგრძნობ როგორ ექაჩება მას ზეინი და ინერციით მისკენ ახლოს ვიწევი.

ძლიერ ხელებს წელზე მხვევს და გაქცევის ყველა გზას მიბლოკავს.არ ვაპირებ ასე მალე დავნებდე.

-გამიშვი ზეინ, გამიშვი. შენ ხომ დამპირდი არანაირი ხრიკებიო? -ბოღმიანად ვლაპარაკობ და კიდევ ვიბრძვი თავის დასაღწევად.

-ხოომ, მე ნამდვილად არ უნდა მენდო-ეს იდიოტი გამარჯვებული ღიმილით დამყურებს ზემოდან.

-რა გინდა ზეინ? რით ვერ დაიღალე ჩემს ოთახში ქექვით და მერე ისე მოქცევით თითქოს პირველად მხედავ.

-ბიანკა, ბიანკა, ბიანკა რამდენი კითხვები გქონია ამ პატარა, ლამაზ თავში-ცალი ხელით სახეს მიჭერს და თვალებში ამოუცნობი მზერით მიყურებს-მომწონს როდესაც შენს თვალებს ჩემზე ვგრძნობ. ისინი ისეთი ცნობის მოყვარეები არინ, ისე ეძებენ პასუხებს. მინდა მათ კიდევ ერთი დიდი კითხვის ნიშანი დავუტოვო. -ვერ ვხვდები რას გულისხმობს და დაბნეული ვუყურებ, თუმცა ყველაფერი ნათელი ხდება როცა თავის დიდ, ფაფუკ ტუჩებს მაწებებსს და სამყაროს მწყვეტს.

ამიგოებო ჩემი პირველი ფანფიქია და თქვენი აზრი ძალიან მაინტერესებს.

vote & comment 🚀

1.9К820

There are no comments yet. Log in to be the first to leave a review!

Similar stories