Fanfics

<14>

16:38, 27 October 2017

დილის ექვსი საათი იყო.

ჩემს თოჯინას მაგრად ვეხუტებოდი და თავში ათასი ფიქრი მერეოდა. ჩემი დაშუგას კოცნის გახსენებაზე ღიმილს ვერ ვიკავებდი, ეს გაურკვევლობა კი გულზემაგრად მიჭერდა.

ზურგზე წამოწოლილმა, ჭერს ისე შევხედე, თითქოს ამ ბინდბუნდში რამის დანახვა შემეძლო.

მინდოდა თვალები დამეხუჭა და გონება ფიქრებისგან გამეთავისუფლებინა, მაგრამ არ გამომდიოდა. ბოლოს დავნებდი.

ნელა გამოვედი ოთახიდან და კიბეს დავუყევი. სამზარეულოში სინათლე ენთო, ამიტომ გეზი პირდაპირ იქეთკენ ავიღე.

- ჰეი, ამ დილა ადრიან აქ რატომ ხარ? - ვკითხე ჯიმინს და  მაცივრის კარი გამოვაღე. ბოთლით ცივი წვენი გამოვიღე და ჭიქაში გადმოვასხი.

- ცოტა ხანში სავარჯიშოდ მივდივარ - ღიმილით მიპასუხა და ცარიელ ჭიქაზე მიმითითა. მხრები ავიჩეჩე და მას შემდეგ რაც ჩამოვჯექი, უკვე წვენით შევსებული მეორე ჭიქა ჯიმინს გავუწოდე.

- შენ რატომ ადექი ასე ადრე?

-  უბრალოდ ვერ დავიძინე.

- დავინახე შენ და შუგამ ერთმანეთს როგორ აკოცეთ. - თქვა მოულოდნელადდა თვალი თვალში გამიყარა.

ამის გაგონებაზე შევკრთი და ლამის წვენი გადამცდა. ჯიმინი მზერას არ მაშორებდა, მე კი მითვის შეხედვის მეშინოდა, თითქოს რაღაც დანაშაული ჩამედინოს.

- როგორ დაგვინახე?

- ამას ასეთი დიდი მნიშვნელობა აქვს? - ჯიმინმა თავი ვერ შეიკავა და ძალაუნებურად გაიცინა.

- ძალით მაკოცა - ამოვილუღლუღე და უდანაშაულო კრავის გამომეტყველება მივიღე.

- წინააღმდეგობა არ გაგიწევია.

- იცოდე ახლა მკვლელობას ჩავიდენ! -მოთმინებადაკარგულმა დავიყვირე და თვალები მოვჭუტე. ჯიმინს ბრაზნარევი მზერით ვუყურებდი და თან ვფიქრობდიიმ ფაქტზე რომ შუგამაც იგივე მითხრა და ყველაზე დიდი უბედურება ის იყო, რომ მართლაც არ გამიწევია წინააღმდეგობა.

- შუგა შეგიყვარდა? - მკითხა მას შემდეგ რაც  დაინახა რომ ოდნავ დავმშვიდდი.

- არ ვიცი - ვუპასუხე ყოყმანის შემდეგ და თავი დავხარე. ვიცოდი, მასთან თავისუფლად შემეძლო საუბარი, თუმცარატომღაც ახლა ლაპარაკი მიჭირდა.

- მე კი ვიცი!

ენერგიულად დაიყვირა ვიღაცამ და ამ ხმის პარალელურად, ნაბიჯების ხმაც გაისმა. 

ჯეიჰობი იყო. რა თქმა უნდა, მას ხომ აქვს ტალანტი გამოჩნდეს იქ, სადაც ჩემთვის უხერხული სიტუაციები იქმნება.

- რა იცი?  - შეუბღვირა ჯიმინმა.

- შეიძლება თქვენ ვერ ამჩნევთ ან არ გინდათ შეამჩნიოთ, თუმცა მინჯი, მე ვხედავ როგორ უყურებ შუგას. დამიჯერე, შენ მის მიმართ გრძნობები ნამდვილად გაქვს. უბრალოდ თავს იტყუებ, რომ მსგავსი არაფერი ხდება.

- ამ დილით გენიოსის როლის თამაში დამღლელია ჰობი. - მსუბუქად გავიცინე და წამოვდექი. -  ამ თემაზე შუგასთან არაფერი წამოგცდეთ, კარგი? ახლა კი ჩემს ოთახში ავალ, დროებით. 

სამზარეულოდან გამოვედი და კიბეს ავუყევი. პირდაპირ ჩემი ოთახის გზას დავადექი, თუმცა სანამ შიგნით შევიდოდი,  დავინახე შუგას ოთახის კარი ღია იყო. ინსტიქტურად გეზი შევცვალე და იმის გაუცნობიერებლად თუ რას ვაკეთებდი, მისი საწოლის გვერდით აღმოვჩნდი.  შუგას მშვიდად ეძინა. მისი მოკუმული ტუჩებისა და ნათელი სახის დანახვაზე გამეღიმა. მივუახლოვდი და საწოლთან ჩავიმუხლე. თან თვალისდაუხამხამებლად მივაშტერდი.

შემიყვარდი? ნუთუ მართლა შემიყვარდი?

ჩურჩულით ჩავილაპარაკე და ხელზე შევეხე.  სწორედ ამ დროს ჩემკენ გადმობრუნდა. მეგონა სადაცაა გაეღვიძებოდა, ამიტომ დავიბენი. მხოლოდ ის მოვახერხე სწრაფად წამოვმდგარიყავი და სწორედ  ამ სისწრაფის გამო, კომოდს დავეჯახე.

ფეხი ვიტკინე და იატაკზე დავეცი.

- მინჯი?

ჯანდაბა, გაიღვიძა.

***პატარა გამოვიდა თუმცა აქ რომ არ გამეწყვიტა არ შემეძლო😈 #ბოროტიმე

There are no comments yet. Log in to be the first to leave a review!

Similar stories