Fanfics

<9>

23:37, 16 August 2018

იატაკზე გაშხლართულს გამეღვიძა. როგორც ჩანს, მთელი ღამე თავი ცუდად მედო, ამიტომაც კისერი საშინლად მტკიოდა. ფეხზე სწრაფად წამოვიჭერი და საწოლზე წამოვწექი. ბუტბუტით და საკუთარი თავი გაკიცხვით გული რომ ვიჯერე, გუშინდელი დღის გახსენება ვცადე. ასე თუ ისე,  მეხსიერებაში ყველაფერი ნათლად აღვიდგინე და სახეზე ერთიანად გავწითლდი. როგორ უნდა გამოვჩენილიყავი იუნგის, ჯინის ან თუნდაც ჯეიჰობის თვალწინ?! როგორ უნდა შემეხედა მათთვის თვალებში?

თავი ბალიშში ჩავრგე და გულის მოსაოხებლად კივილს მოვყევი. ალბათ ხმა ჩამივარდებოდა,  კარზე კაკუნს რომ არ გავეჩუმებინე.

- არ მცალია, დეპრესიაში ვარ!! - განწირული ხმით დავიყვირე და რადგან კაკუნი მაინც არ შეწყდა, კარი გავაღე.

- კარგად ხარ?

- კი.

უკან ოთახისკენ შემოვბრუნდი და კომოდის ლაგებით დავკავდი, რომ ნამჯუნისთვის თვალი ამერიდებინა.

- ჯინმა ყველაფერი მითხრა.

- ჰო, ცოტათი დავთვერი. ეს აღარ განმეორდება.

- ამას არ ვგულისხმობ.

- ჯონჰანზე ლაპარაკი არ მინდა.

- მინჯი! ერთი წუთით დაჯექი! - ხელი მტაცა, მისკენ შემაბრუნა და დაჯდომა მაიძულა. - არ მომწონს ასეთს რომ გიყურებ! რატომ არ გინდა მელაპარაკო? ჩვენ ხომ კარგი მეგობრები ვართ!

- მაპატიე, უბრალოდ ძალიან ცუდად ვარ და ეს მხოლოდ ჯონჰანის გამო არ არის. საქმე ჩემს მშობლებს ეხება. ისინი ეყრებიან - თავი ვეღარ შევიკავე და ავტირდი. ნამჯუნმა ცრემლები მომწმინდა და გულში ჩამიკრა.

- პირიქით, მე მაპატიე, რომ ვერაფრით გეხმარები.

- შენი აქ ყოფნით ისედაც ბევრს აკეთებ ჩემთვის - გავიღიმე და ბავშვივით სლუკუნი შევწყვიტე.

- ნამჯუნ უნდა წავიდეთ!!! - ჯინმა დაიძახა და ოთახში შემოუსვლელად ჩაიარა.

- ბიგჰიტის შენობაში მივდივართ. ხომ არ წამოხვიდოდი?

- სიამოვნებით. მარტო ყოფნას წამოსვლა მირჩევნია.  მოვემზადები და ჩამოვალ.

ნამჯუნმა დამტოვა, მე კი ტანსაცმელი გამოვიცვალე მალევე და მათ წინაშე გამოვცხადდი.

- მოიცადეთ - წამოვიძახე კარებში გასვლისას - შუგა სად არის?

- ის ადრე წავიდა - მიპასუხა ჯიმინმა.

- კი მაგრამ...უკვე კარგად არის? - ეჭვნარევი ტონით წარმოვთქვი და დადებითი პასუხის მოსმენის შემდეგ, თითქოს შინაგანად დავმშვიდდი.

ბიგჰიტის შენობა უზარმაზარი  იყო და  აღფრთოვანებულს დატოვებმა ყველა მნახველს. როგორც კი შიგნით ფეხი შევდგი,  გაოცებისგან შევყვირე. ყველაფერი ულამაზესად გამოიყურებოდა ძალიან დიდ შთაბეჭდილებას ტოვებდა.

- სანამ საქმეებს მოვრჩებით, შეგიძლია აქაურობა დაათვალიერო. და ეს ბარათიარ დაკარგო, თუ არ გინდა რომ კუნთიანმა დაცვამ გარეთ გაგაძევოს

ჩამჩურჩულა ჯონგუკმა, მხარზე ხელი მომითათუნა და დანარჩენებთან ერთად გაუჩინარდა.

ინტერესით ვაკვირდებოდი ყველაფერს და თან ხილის წვენს ვწრუპავდი. უკვე რამდენიმე საათი იყო გასული მას შემდეგ რაც ხეტიალი დავიწყე. მეხუთე სართულზე ვიყავი და გრძელ დერეფანს მივუყვებოდი, რომ ამ დროს ნაცნობი სახე შევნიშნე. თავპირისმტვრევით გავიქეცი, კედელს ამოვეფარე და იქედან დავუწყე თვალთვალი.

- ჰეი! აქ რატომ იმალები?

- ჯანდაბა თეჰიონ, შემაშინე!! - ჩურჩულით ვუთხარი და ბრაზიანად შევხედე.

- ჯონჰანი აქ რას აკეთებს? იცოდით რომ მოვიდოდა და განგებ წამომიყვანეთ, არა? უკვე აღარ არსებობს იმის საჭიროება რომ ჩვენი დაახლოების მიზნით ერთმანეთს შეგვახვედროთ, ასე რომ შეწყვიტეთ ეს სისულელეები!!

- დაწყნარდი! როცა მოვედით ჯონჰანი უკვე აქ იყო. ჩვენ წარმოდგენაც არ გვქონდა ამის შესახებ. ახლა კი მხოლოდ ის ვიცი, რომ მას და შუგას საერთო გამოსვლა ექნებათ. შუგა პიანინოზე დაუკრავს, ჯონჰანი კი იმღერებს.

პასუხის გაცემა ვერც კი მოვასწარი, რომ უეცრად ჯონჰანი ჩვენ წინ გაჩნდა. მას შემდეგ რაც ერთმანეთს მივესალმეთ, თეჰიონმა მარტო დაგვტოვა, რის გამოც მომინდა მიმეხრჩო.

- მინჯი, სიმართლე გითხრა შენი ნახვა მინდოდა.

- რა? რატომ? - ჩავახველე და ხელები ზურგს უკან შევკარი.

- მერისთვის საჩუქრის შერჩევა მინდოდა და...შენ როგორც ქალს...მინდა გკითხო რა შეიძლება ყველაზე მეტად მოეწონოს?

პირველი რაც აზრად მომივიდა ვარდები იყო, თუმცა ეს ის საჩუქარი იყო, რის მიღებაზეც ჯონჰანისგან ყოველთვის ვვოცნებობდი, ამიტომ სხვისთვის რომ მიერთმია, ამას ვერ ავიტანდი.

- მმ...შეგიძლია ყელსაბამი აჩუქო, რომელზეც თქვენი ინიციალები იქნება გამოსახული - ხმადაბლა ვუთხარი და შევამჩნიე ხმაში ბზარები შემეპარა.

- კარგი გმადლობ, ძალიან დამეხმარე - გახარებულმა წამოიძახა, ლოყაზე სწრაფად მაკოცა და კიბეზე დაეშვა. რამდენიმე წამი გაშეშებული ვიდექი, ბოლოს გამოვფხიზლდი და ყურებჩამოყრილი ჩამოვჯექი იქვე მდგარ სკამზე.

- კარგად არ გამოიყურები. გინდა გავისეირნოთ?

- თავისუფალი ხარ?

- კი.

- მაშინ, წავიდეთ.

შუგასთან ერთად ფეხით დავუყევი გრძელ ქუჩას. ღრმად ვვოხრავდი და არაფრის გუნებაზე არ ვიყავი. ყოველთვის ასე  უნდა მომსვლოდა ჯონჰანთან შეხვედრის შემდეგ?

- აპირებ თავი იტანჯო, თუ აპირებ მისი დავიწყება სცადო? 

- სათქმელად მარტივია.

- კარგი რა, ვითომ რატომ?! -  ამ სიტყვებზე გავჩერდი და შუგას პირდაპირ თვალებში მივაშტერდი.

- ოდესმე ვინმე რომ გყვარებოდა, მაგას არ მეტყოდი. და ნუ მიყვირი!

მშვიდად წარმოვთქვი, რადგან აღელვების ძალაც კი არ მქონდა.

- მაპატიე...მე... - შუგამ კეფა მოიფხანა და უცებ ხელი ჩამკიდა. შემდეგ თავისკენ მიმიზიდა და ჩამეხუტა. წინააღმდეგობა არ გამიწევია, არც კი ვიცი რატომ. უბრალოდ დავემორჩილე.

- ეს რატომ გააკეთე? - ვკითხე, როცა გზა გავაგრძელეთ.

- მეგონა გციოდა.

სულელური და არადამაჯერებელი პასუხი იყო, თუმცა გავიღიმე და აღარ ჩავაცივდი. ამ დროს ტელეფონზე შეტყობინება მივიღე.

აიდოლების გულებზე ნადირობა დაიწყე, არა? თუ ასეა, ჩვენ შენზე ვინადირებთ

ცივმა ოფლმა დამასხა. ტელეფონი სწრაფად შევინახე, შემეშინდა შუგას არაფერი წაეკითხა. სახლში ისე მივედით, რომ სახიდან შიში არ მომშორებია.

ვინ უნდა მემუქრებოდეს?

*** ძალიან დავაგვიანე. მაპატიეთ😢თანაც,  ეს თავი ისეთი კარგი არ გამომივიდა, როგორიც მინდოდა. მუზა მღალატობს😭

There are no comments yet. Log in to be the first to leave a review!

Similar stories