Fanfics

<4>

08:46, 16 April 2019

- გამარჯობა  - მიესალმა ბიჭებს და მეც ღიმილით თავი დამიკრა. ვგრძნობდი უხერხული იყო ასე რომ მივშტერებოდი, თუმცა თავს ვერაფერს ვუხერხებდი.

- გამარჯობა - ენერგიულად შეჰყვირა ჯეი-ჰოუფმა. სწორედ ამ დროს გვერდით მონი ამომიდგა და ჩამჩურჩულა რომ ნამდვილი სულელის ჩთაბეჭდილებასვტოვებდი. მეც თავს ძალა დავატანე და ვეცადე ნაკლებად ვყოფილიყავი მორცხვი. გულის ცემა დავიწყნარე და ამჯერად ჯონჰანს ისე შევხედე, როგორც ჩვეულებრივ ადამიანებს ვუყურებ.

- გაიცანი, ეს მინჯია. ჩემი ბიძაშვილი. ბუსანიდან ჩამოვიდა ცოტა ხნით.

- სასიამოვნოა შენი გაცნობა მინჯი.

- ჩემთვისაც - ვუთხარი და ოდნავ გავუღიმე.

რესტორანში ერთად შევედით და ერთ მაგიდას მივუსხედით. დარწმუნებული ვიყავი რომ ეს ყველაფერი ბიჭებმა მოაწყვეს, თუმცა ისე ბუნებრივად იქცეოდნენ, ეჭვის მიტანა შეუძლებელი იყო. მათი მსახიობური ნიჭი ნებისმიერს განაცვიფრებდა.

საღამო მშვიდად მიდიოდა.

განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა. ბიჭები ჯონჰანთან სხვადასხვა თემაზე საუბრობდნენ, რაც ჩემთვის გაუგებარი იყო. სახელები, რომელთაც ისინი ახსენებდნენ, სრულიად მეუცხოებოდა, ასე რომ უხმოდ ვიჯექი და ჯონჰანის ყოველ მოქმედებას, ყოველ გაღიმებას ჩუმად ვაკვირდებოდი.

- სიყვარულს ნერვიულობით, ნერვიულობას კი ძალადობით გამოხატავ? - ჩამჩურჩულა ყურში  შუგამ და ვიგრძენი, ცალყბად ჩაიღიმა.

- რა?

- ბოლო თხუთმეტი წუთია ხელზე მაგრად მიჭერ და რომ არ დაგიმალო, ეს ძალიან მტკივნეულია. მემგონი სისხლის მიმოქცევაც კი შემიწყდა.

- ბოდიში - ხელი სასწრაფოდ გავუშვი და დარცხვენილმა თავი დავხარე.

- წამოდი ვიცეკვოთ!

- ვიცეკვოთ?

პასუხი არც კი გამცა, უბრალოდ ხელი ჩამავლო და მეც იძულებული გავხდი გავყოლოდი. რამდენიმე წამში უკვერესტორნის შუაგულში ვიყავით და ვალსს ვცეკვავდით. ცოტა ხანი ჩუმად ვიყავი და უბრალოდ ვაკვირდებოდი შუგას მოძრაობებს, რომელთაგანაცყოველი მეორე არასწორი იყო, ხოლო ყოველი მესამე ჩემს ფეხსაცმელზე ფეხის დაბიჯებით მთავრდებოდა.

- საცეკვაოდ რატომ გამომიწვიე? არც ცეკვის პროფესიონალს და მაინცდამაინც არც მოყვარულს ჰგავხარ.

- საკუთარ თავს შეხედე, ერთიანად გაფითრებული ხარ. ცოტა ხნით უნდა მომეშორებინე ჯონჰანს, თორემ მეგონასადაცაა გული წაგივიდოდა. - ჩაიცინა და ალმაცერად შემომხედა.

- მადლობა უნდა გადაგიხადო?

- ეგ სხვა დროისთვის გადავდოთ. ახლა კი რაღაცას გეტყვი და ძალიან გთხოვ, ეცადე პანიკის შეტევა არ დაგემართოს.

- კარგი გისმენ.

- ჯონჰანი აქეთ მოდის და სავარაუდოდ ჩემი ჩანაცვლება უნდა. ბუნებრივად მოიქეცი... და მისკენ ნუ იხედები! მინჯი!მისკენ ნუ იხედები-მეთქი!

ჯანდაბა, ასე მეგონა საუბრის უნარი წამერთვა. კანკალმა ამიტანა და შუგას ხელი ძალიან მაგრად ჩავჭიდე, რადგანჯონჰანთან ცეკვისთვის მზად არ ვიყავი. ვგრძნობდი მასთან ასეთ სიახლოვეს ვერ გადავიტანდი. მისი სურნელი, მისი გულისცემა, მის ხელთან შეხება, ნამდვილად ჭკუიდან გადამიყვანდა.

- შეიძლება  მინჯის  ვეცეკვო?

მე და შუგა უკვე გაჩერებულები ვიყავით. ჯონჰანს ვერც კი ვუყურებდი, მხოლოდ შუგას შევციცინებდი და თითქოს ვთხოვდი მასთან მარტო არ დავეტოვებინე, თუმცა მეორეს მხრივ ჩემი მზერა საპირისპიროს ამტკიცებდა. თვალები უჩვეულო სიხარულით მიბრწყინავდა და არამგონია შუგას ეს მხედველობიდან გამორჩენოდა.

- რა თქმა უნდა.

როგორც კი შუგამ დაგვტოვა, ჯონჰანი მომიახლოვდა, წელზე ხელი მომხვია და ნელ-ნელა მუსიკას ავყევით.

ვხედავდი რომ ჩემი სიმორცხვის შედეგად, ჩვენს შორის არსებული მანძილი დიდი და ცეკვისთვის მოუხერხებელი იყო, თუმცა ჩემი გულისცემის ასაჩქარებლად ესეც საკმარისი აღმოჩნდა და მეშინოდა მეტ სიახლოვეს მეტი ემოციები არ გამოეწვია.

- ასე არ გამოვა.

მისთვის დამახასიათებელი, ტკბილი და ოდნავ დაბალი ხმით მითხრა ჯონჰანმა, გაიღიმა და თავისკენ მიმიზიდა. უკვე თითქმის მკერდზე ვეკვროდი. მისი თმა შუბლზე მეხებოდა, ხოლო ამონასუნთქი ჰაერი ყელზე მცემდა. უკვე მოვდუნდი და საკუთარ თავს მხოლოდ სიამოვნების განცდის უფლება მივეცი.

ყველაფერი ზღაპარს ჰგავდა.

- კარგად ცეკვავ - ჩემს ყურთან დაიხარა და ჩამჩურჩულა. ტანში ჟრუანტელმა დამიარა.

- დედაჩემი მოცეკვავეა. მან მასწავლა - ვუპასუხე და ამ დროს მუსიკაც დამთავრდა.

- სასიამოვნო იყო შენთან ცეკვა - ჩემთვის ხელი არ გაუშვია ისე გამიძღვა ჩვენი მაგიდისკენ.

- ჩემთვისაც - ძლივს ამოვილუღლუღე და გავიღიმე.

ჩვენს ადგილებს დავუბრუნდით. მთელი სხეული მიხურდა, თუმცა შინაგანად ენით აღუწერელ სიხარულსა და ბედნიერებას ვგრძნობდი.

- სამწუხაროდ უნდა წავიდეთ - წამოიწყო თეჰიონმა. - მენეჯერმა დაგვირეკა და სასწრაფოდ დაგვიბარა. მინჯი, მოგვიწევს ქალაქის დათვალიერება ცოტა ხნით გადავდოთ. ვიცით ძალიან გინდოდა ეს მაგრამ...

- არაუშავს - ვთქვი და გავიღიმე.

არასდროს მითქვამს რომ ეს ძალიან მინდოდა.

საიდან მოიტანა?!

- შემიძლია მე დავათვალიერებინო ქალაქი. მაინც თავისუფალი ვარ - წამოიძახა ჯონჰანმა და ბიჭებს სახეზე ბოროტული კმაყოფილება გამოესახათ. ახლა მივხვდი რომ ესეც მათი გეგმის ნაწილი იყო და არანაირი მენეჯერის ზარი არ არსებობდა. - რა თქმა უნდა, თუ მინჯი თანახმაა - მორცხვად დაამატა ჯონჰანმა. 

- რატომაც არა - სწრაფად ვუპასუხე. თითქოს მეშინოდა არ გადაეფიქრებინა.

- თუ ასეა, ჩვენ წავალთ. - ბიჭები დაგვემშვიდობნენ და რესტორნიდან გავიდნენ.

დავრჩით ჩვენ ორნი.

მხოლოხდ მე და ჯონჰანი.

There are no comments yet. Log in to be the first to leave a review!

Similar stories